ოთხთა ეკლესია, X საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამნავიანი ბაზილიკა, სოფელ ოთხთადან 5 კმ-ზე, მდინარე ჭოროხის ხეობაში (ახლა თურქეთის ფარგლებშია), იგი პარხლის ეკლესიასთან ერთად გვიანდელი ხანის ბაზილიკების ყველაზე მნიშვნელოვანი ნიმუშია. წერილობითი წყაროების მიხედვით, ძველთაგანვე ცნობილი მონასტრის მთავარ ტაძარს წარმოადგენდა. ოთხთა ეკლესია პროპორციებით განსხვავდება ძველი ბაზილიკებისაგან (ბოლნისი, ურბნისი). აფსიდით დასრულებული შუა ნავი მკვეთრად არის გამოყოფილი გვერდის ნავებისაგან, სახურავის კალთბი ციცაბო, ხოლო ფასადები დამუშავებულია ვიწრო და მაღალი დეკორატიული თაღებით. ნაგებია აგურითა და ქვაყორით, შემოსილია მორუხო-მოყავისფრო თლილი ქვით. ინტერიერი მოხატული იყო. ბაზილიკის გვერდით მონასტრის სატრაპეზო და დიდი სამნავიანი შენობაა (როგორც ფიქრობენ, სემინარია). აქვეა მცირე ზომის სამლოცველო, რომლის ქვეშაც სამარხია მოთავსებული
- ოთხთა ეკლესია. გზა მონასტრისაკენ
- ოთხთა ეკლესია
- ოთხთა ეკლესია
- ოთხთა ეკლესია. დასავლეთი ფასადი
- ოთხთა ეკლესია
- ოთხთა ეკლესია. ჩრდილოეთი ფასადი
- ოთხთა ეკლესია
- ოთხთა ეკლესია
- ოთხთა ეკლესია
- ოთხთა ეკლესია
- ოთხთა ეკლესია
- ოთხთა ეკლესია
- ოთხთა ეკლესია
- ოთხთა ეკლესია
- ოთხთა ეკლესია
- ოთხთა ეკლესია
- ოთხთა ეკლესია
- ოთხთა ეკლესია. ინტერიერი. ხედი აღმოსავლეთისაკენ
- ოთხთა ეკლესია
- ოთხთა. საიდუმლო გასასვლელი
კომენტარის დატოვება