Posted by: burusi | 07/03/2010

ნოდარ ნარსია – ბიოგრაფია

ნოდარ ნარსია

ნოდარ ნარსია – Nodar Narsia (1951-1991)

ნოდარ შალვას ძე ნარსია დაიბადა აბაშის რაიონში, სოფელ ძველ აბაშაში. საშუალო სკოლა დაამთავრა 1951 წელს. სწავლა განაგრძო თბილისში ეკონომიკა – ორგანიზაციის სპეციალობით. პირველი ლექსები დაიბეჭდა 1952 წელს. 1965 წლიდან საქართველოს მწერალთა კავშირის წევრია.
1960 წლიდან პერიოდულად გამოდიოდა ნოდარ ნარსიას დამოუკიდებელი კრებულები: “სიმღერის დაბადება” გამომცემლობა “ნაკადული” 1960 წელი; “მზეს გამოჰყევით გამომცემლობა “საბჭოთა მწერალი” 1966 წელი; ”ლამაზო დღეო” გამომცემლობა “ლიტერატურა და ხელოვნება” 1966 წელი; “ლექსები” გამომცემლობა “საბჭოთა საქართველო”1967 წელი; “ფიქრიანი დღე” გამომცემლობა “მერანი” 1971 წელი; “ჩემი ფრთოსნები” გამომცემლობა “საბჭოთა საქართველო” 1974 წელი; “იდუმალების გამოსხივება” გამომცემლობა “მერანი” 1976 წელი; “ლაჟვარდები ცა” გამომცემლობა “მერანი” 1979 წელი; “სიცოცხლის საგალობელი” გამომცემლობა “საბჭოთა საქართველო” 1981 წელი; “ლტოლვა ცისაკენ” გამომცემლობა “მერანი” 1985 წელი. “помоги листу запеть” თარგმანი ქართულიდან გამომცემლობა “მერანი” 1983 წელი; ზემოთ ჩამოთვლილი წიგნებიდან ამოკრებილი ლექსების რჩეულია “იმედის თეთრი ვარდი”, გამომცემლობა “საბჭოთა საქართველო” 1988 წელი; “მამული როგორც ცრემლი” გამომცემლობა “მერანი” 1991 წელი.
მისი ლექსები თარგმნილია რუსულ, აზერბაიჯანულ, უზბეკურ, თურქმენულ, ლიტვურ ენებზე. მუშაობდა მთარგმნელობით დარგშიც. ნათარგმნი აქვს ჰაინრიხ ჰაინეს და ისიდორ კოზათის ლექსები. მისი ლექსები სისტემატურად იბეჭდებოდა ჟურნალ – გაზეთებში: “ცისკარი”, “მნათობი”, “ლიტერატურული საქართველო”, “ახალგაზრდა კომუნისტი”, “საბავშვო ჟურნალში” იუმორისტულ ჟურნალში “ნიანგი” და ა. შ. ოცდახუთი წელიწადი მუშაობდა გამომცემლობა “განათლება” –ს მთავარ რედაქტორად.
ნოდარ ნარსია გარდაიცვალა 1991 წლის 4 აპრილს. დაკრძალულია საბურთალოს მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: