Posted by: burusi | 06/03/2010

ნოდარ ნარსია – მთლად უცნაურზე უცნაური წყურვილით ვიწვი

ცისარტყელა, ლადო გუდიაშვილი – Rainbow. Lado Gudiashvili. 1969 წ.

მთლად უცნაურზე უცნაური წყურვილით ვიწვი
და წუთით რაა –
არ მშორდება ოცნება მზეზე…
მე გეუბნები:
ლამაზი ხართ შენცა და მიწაც,
მაგრამ სულ სხვაგვარ სილამაზეს სივრცეში ვეძებ.

და ნაღვლიანობ…
და რატომღაც მეძახი მოცლილს,
რომ თითქოს ავყევ
სიზმარსა და უმიზნო ზღაპარს…
მე ხელებს მოგხვევ, გაგაჩუმებ,
გკოცნი და გკოცნი
და გპირდები,რომ ჩამოგიტან ნისლისფერ კაბას.

შენ მიჯავრდები,
გსურს დააცხრა ფრთები სურვილებს,
მე არხეინად ვაბოლებ და.. გაცვივა ფერფლი…
გულმკერდზე ცეცხლად მაწევს შენი თმების სურნელი
და მთელი გულით, მთელი სულით,
უსაზღვროდ გეტრფი.

მე ზევით ვიწევ … შენ მაკავებ,
მეწევი ქვემოთ,
არც გსურს გაიგო – თუ რად ვეტრფი ზეციურ გვირგვინს
და აჰა, ვრჩები,
მაგ ბაგეთა მაბრუებს გემო
და ყველაფერი,
ყველაფერი ირევა ირგვლივ.

შენ მართალი ხარ, ვგრძნობ და ვიცი, და მეც ასევე,
კიდეც ვშორდებით, ვერც ვშორდებით,
და ვართ ამგვარად…
ზეცაზე ფიქრიც,
შენზე ფიქრიც აღარ მასვენებს
და თვით ფიქრებიც დაანგრია დღეთა დგანდგარმა.

მთლად უცნაურზე უცნაური სურვილით ვიწვი,
დავალ, ვოცნებობ, –
ვარსკვლავებზე, მთვარეზე, მზეზე…
და გწყინს, რომ თითქოს მავიწყდებით შენცა და მიწაც,
და გწყინს, რომ თითქოს განშორების მიზეზებს ვეძებ.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: