Posted by: burusi | 28/02/2010

ტბეთი – Tbeti

ტბეთი. კათედრალის აღმოსავლეთი ფასადი

ტბეთი, კულტურის კერა, რელიგიური ცენტრი შუა საუკუნეების საქართველოში, ისტორიულ შავშეთში (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია). სახელწოდება წარმოდგება მცირე ტბებიდან. X საუკუნის დასაწყისში ერისთავთერისთავმა აშოტ კუხმა აქ საკათედრო ტაძარი ააგო და დანიშნა პირველი ეპისკოპოსი სტეფანე მტბევარი (ტბეთის ეპარქიაში შედიოდა შავშეთი და აჭარის ნაწილი).

XI საუკუნეში ეპისკოპოსმა საბა მტბევარმა ააგო ციხესიმაგრე და დაიცვა მხარე ბიზანტიის აგრესიისაგან. ამიერიდან სამეფო ხელისუფლებამ მტბევარ ეპისკოპოსს საერო ხელისუფლებაც – შავშეთის ერისთავობაც ებოძა. ტბეთში გაშლილი იყო მნიშვნელოვანი კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობა. აქ შეიქმნა სტეფანე მტბევარის ჰაგიოგრაფიული თხზულება “წამება წმიდისა მოწამისა გობრონისი” (914-918), იოანე მტბევარის ჰიმნოგრაფიული ნაწარმოებები (X ს.). აქ მოღვაწეობდნენ მწიგნობრები დავით ტბელი, არქიპოსი, აკვილა მტბევარი, იოანე ფუკარალის ძე (ორივე XI ს.), აბუსერისძე, ტბელი და სხვა.

ტბეთის ხელნაწერებიდან უმნიშვნელოვანესია ტბეთის სახარება (995), რომელიც ამჟამად სანქტ-პეტერბურგის საჯარო ბიბლიოთეკაში ინახება. შემორჩენილია აგრეთვე “ტბეთის სულთა მატიანის” ტექსტი (XII-XVII სს.), რომელიც მდიდარ მასალას შეიცავს შავშეთისა და აჭარის ისტორიულ გეოგრაფიისა და საგვარეულოთა შესახებ. XX საუკუნის დასაწყისში ტბეთი მოინახულეს და აღწერეს (ჯვარგუმბათიანი ტაძარი, მოხატული ლაპიდარული და ფრესკული წარწერებით) ქართული კულტურის მკვლევარებმა ნ. მარმა და გ. ყაზბეგმა.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: