Posted by: burusi | 26/02/2010

აკაკი შანიძე – ბიოგრაფია

აკაკი შანიძე - Akaki Shanidze. მხატვარი კორნელი სანაძე

აკაკი შანიძე – Akaki Shanidze (1887-1987)

გამოჩენილი ქართველი ენათმეცნიერი აკაკი გაბრიელის ძე შანიძე დაიბადა 1887 წლის 26 თებერვალს, სოფ. ნოღაში, ახლანდელი სამტრედიის რაიონში. 1913 დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტი. იყო თსუ ერთ-ერთი დამაარსებელი. 1918-1930 წლებში _ თსუ სომხური ენის კათედრის გამგე, ქართული ენის კათედრის გამგე, 1945-87 წლებში ძველი ქართული ენის კათედრის გამგე. იქვე დატოვეს სომხურ-ქართული ფილოლოგიის კათედრაზე. მან ი. ყიფშიძესა და გ. ახვლედიანთან ერთად საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ენათმეცნიერების კვლევა-ძიებას. მისი ნაშრომები ეხება ქართველური ენების სტრუქტურისა და ისტორიის, ქართული დიალექტოლოგიის, ლექსიკოლოგიის, ტექსტოლოგიის, ეპიგრაფიკის, ფოლკლორისტიკის, რუსთველოლოგიის, არმენისტიკის, ალბანოლოგიისა და ქართული სალიტერატურო ენის ნორმალიზაციის პრობლემატიკას. შანიძის ადრეული გამოკვლევები შეჯამებულია საეტაპო მნიშვნელობის წიგნში “ქართული ენის გრამატიკა”, I მორფოლოგია რომელიც გამოიცა 1930 წელს და არის ახალი ქართული ენის პირველი მეცნიერული გრამატიკა. უაღრესად მნიშვნელოვანია აგრეთვე მისი “ძველი ქართული ენის გრამატიკა”, რომელიც 1976 წელს გამოიცა. აღნიშნული წიგნი ითარგმნა გერმანულ ენაზეც. მეცნიერის მოღვაწეობიდან აღსანიშნავია ე.წ. ხანმეტ-ჰაემეტი ტექსტების აღმოჩენა-გამომზეურება, ქართული ბიბლიური ტექსტების, ქართული ოთხთავის რედაქციების აკადემიური გამოცემა და სხვ. დიდია მისი ღვაწლი “ვეფხისტყაოსნის” ტექსტის მეცნიერულად დადგენის საქმეში, რისთვისაც 1987 წელს მიენიჭა შოთა რუსთაველის სახ. სახელმწიფო პრემია. მისმა კაპიტალურმა ნაშრომმა “ქართული ხალხური პოეზია _ ხევსურული” (1931) სათავე დაუდო ქართ. მეცნ. ფოლკლორისტიკას. 1939 წლიდან საშ. სკოლებში ისწავლება შანიძის შედგენილი “ქართული ენის გრამატიკა”.

ა. შანიძე იყო საქართველოს მეცნ. აკად. ერთ-ერთი დამფუძნებელი და ნამდვ. წევრი 1941 წლიდან, სსრკ მეცნ. აკად. წ.-კორ. 1939 წლიდან, 1948-50 წლებში საქართველოს მეცნ. აკად. ვიცე-პრეზიდენტი იყო. საქართველოს (1943) და სომხ. (1967) მეცნ. დამსახ. მოღვაწე.

ა. შანიძე იყი პრაღის აღმოსავლეთმცოდნეობის ინ-ტის წევრ-კორ. (1937), იენის ფ. შილერის სახ. უნ-ტის საპატიო დოქტორი (1966), ინგლ. “ფილოლოგთა საზოგადოების” წევრი (1979). თბილისის საპატიო მოქალაქე (1979). დაჯილდოებულია 3 ლენინის ორდენით, ოქტ. რევოლ., შრომის წითელი დროშის, “საპატიო ნიშნის”, ხალხთა მეგობრობის ორდენებითა და მედლებით. იყო საქართველოს სსრ VIII მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. მინიჭებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემია (1972). 1979 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.

აკაკი შანიძე გარდაიცვალა 1987 წლის აპრილში. დაკრძალულია თსუ ეზო-სავანეში.

წყარო: თბილისის საპატიო მოქალაქეები. – თბ. 2006.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: