Posted by: burusi | 21/02/2010

შალვა ამირეჯიბი – კოტე აფხაზის სიკვდილზე

კოტე აბხაზი, 1900 წ.

კოტე აბხაზი – Kote Abkhazi (1867 ― 1923)

შალვა ამირეჯიბი – კოტე აფხაზის სიკვდილზე

როს ჩვენი დროის რეგვენობის მწირ ანარეკლად,
ჩვენში მატურებს ისე დგამენ, ვით თივის ზვინებს,
თავისის ფეხით ადის ბრიყვი კვარცხლბეკზედ ძეგლად
და ჯალათობა სათნოების იწნავს გვირგვინებს.

შენ მოკლებული საფლავისა მყუდრო სიამეს,
განუბანელი აიაზმით ადის წყლებიდგან,
უცდი, შემოვა მტრის ბანაკში ეტლი პრიამის,
რომ გამოიხსნას შვილის გვამი მტრის ხელებიდან.

და გენატრება შენ საფლავი სადმე მდელოზედ,
რომ უდგეს ბუჩქი,ზედ ბილიკი ჩაუდიოდეს
რომ კვლავ შეგეძლოს გადმოხედვა საქართველოზედ
და შენი გული იმის ბედზედ აღარ სჩიოდეს.

არ ითაკილებს ჩვენი დრო, რომ გაგხადეს ლეში,
ჩვენ მწუხარ გულებს შენი ფიქრი მაინც უნათებს,
და რომ სახელი დიდი გქონია შენ სიცოცხლეში,
ეხლა შენ ამას ვეღარავინ დაგამუნათებს!

1923 წ. მაისი


Responses

  1. მოგესალმებით ბატონო თენგიზ.
    ძალიან დამაგვიანდა თქვენს უაღრესად საინტერესო და ყველა ქართველისათვის სასარგებლო საიტზე შემოსვლა. რამხელა შრომა გაგიწევიათ!
    მიხაკო წერეთლის პირველი ქართული სოციოლოგიური ნაშრომის – ,,ერი და კაცობრიობის” გამოცემიდან ასი წლისთავი შესრულდა. თარიღი სამეცნიერო წრეებში შეუმჩნეველი დარჩა. ჩვენი მასალა– ,,Intedrity Men – კაცნი მთლიანნი ბუნებისანი” – გამოცემებმა კი მიიღეს, მაგრამ არ გამოაქვეყნეს. არც პასუხს გვაძლევენ. რას გვირჩევთ?
    ჩვენი ერთ–ერთი ნამუშევარი, დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ იხილოთ საიტზე: http://www.polity.ge/science
    პატივისცემით,
    გიორგი ბერუჩაშვილი 21.02.2010


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: