Posted by: burusi | 17/02/2010

გერონტი ქიქოძე – ბიოგრაფია

გერონტი ქიქოძე

გერონტი ქიქოძე – Geronti Qiqodze (1885-1960)

გერონტი ქიქოძე დაიბადა 1885 წლის 4 სექტემბერს მახარაძის ახლანდელი ოზურგეთის რაიონში სოფელ ბახვში. ის იყო მწერალი, მთარგმნელი, კრიტიკოსი, ლიტერატურადმცოდნე.
გერონტი ქიქოძე სწავლობდა ქუთაისის რეალურ სასწავლებელში. 1903 წლიდან სწავლა გააგრძელა ევროპაში, ჯერ ლაიფციგში, შემდეგ კი ბერნის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1912 წელს. პირველი წერილი გამოაქვეყნა 1905 წელს გაზეთ `მოგზაურში~. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1910 წლიდან.
გერონტი ქიქოძე გამოირჩეოდა დიდი გემოვნებით, უზადო ქართულით დაწერილი სტატიებით და ესეებით. ის იყო საზოგადოებრივი ცხოვრების ქართული და უცხოური მწერლობის ფილოსოფიის, ესთეტიკისა და ეთიკის საკითხების საოცარი მცოდნე.
Oოციან წლებში გერონტი ქიქოძე უნივერსიტეტში კითხულობდა დასავლური ევროპის ლიტერატურის ისტორიის კურსს.
1927-1928 წელსიყო ლიტერატურული დაჯგუფების `არიფიონის~ ერთ-ერთი მოთავე და მისი ალმანახის `არიფონის~ თანაავტორიც იყო.
ქართული მთარგმნელობითი ლიტერატურის კლსიკურ ნიმუშადაა მიჩნეული ფრანგულიდან მის მიერ ნათარგმნი `ტრისტანი და იზოლდა~, `წითელი და შავი~. `იტალიური ქრონიკები~, შაგრენის ტყავი~, პროსპერ მერიმეს ნოველები და სხვა.
Gგერონტი ქიქოძე ევროპული და ქართული ლიტერატურის ღრმა ცოდნით გამოირჩეოდა, რის გამოც იგი თანამედროვე კრიტიკისა და ლიტერატურადმცოდნეობის განმსაზღვრელი გახდა.
გერონტი ქიქოძე გარდაიცვალა 1960 წლის 1 აგვისტოს.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: