Posted by: burusi | 30/01/2010

მიხეილ ჭიაურელი – ბიოგრაფია

მიხეილ ჭიაურელი

მიხეილ ჭიაურელი – Mikheil Chiaureli (1894-1974)

მიხეილ ჭიაურელი დაიბადა 1894 წლის 25 იანვარს, თბილისში. 1912 წელს დაამთავრა თბილისის ფერწერისა და ქანდაკების სკოლა. 1915 წლიდან მუშაობდა თბილისის, ქუთაისის და ბათუმის თეატრებში როგორც მსახიობი, რეჟისორი და მხატვარი. 1921 წელს თბილისში დაარსა სატირის თეატრი. 1925-1927 წლებში იყო მუშათა თეატრისა და ,,წითელი თეატრის” რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი.
კინემატოგრაფიაში მოსვლამდე ქართულ სცენაზე შეასრულა 60-ზე მეტი როლი და დადგა 30-მდე სპექტაკლი. 1921 წლიდან, როგორც მსახიობმა, მონაწილეობა მიიღო ფილმებში: ,,არსენა ჯორჯიაშვილი” (არსენა, 1921წ.), ,,სურამის ციხე” (ოსმან-აღა, 1923 წ.), ,,ნათელა” (ჯონდო, 1926 წ.), ,,ხანუმა” (სიკო,1927 წ.), და სხვა.

picture3

მხატვრულად გააფორმა ფილმები ,,სურამის ციხე”(1923 წ.) და ,,სამანიშვილის დედინაცვალი”(1927 წ.) მისი რეჟისორობით გადაღებულია მხატვრული ფილმები: ,,პირველი კორნეტი სტრეშნევი” (1928 წ). ე. ძიგანთან ერთად), ,,საბა” (1929 წ.) “უკანასკნელი საათი” (1928 წ.), ,,ხაბარდა” (1931წ.), ,,უკანასკნელი მასკარადი” (1934 წ.); პირველი ქართული ხმოვანი ფილმი ,,არსენა” (1937 წ. სსრკ სახელმწიფო პრემია 1941წ.) ,,დიადი განთიადი” (1938 წ; სსრკ სახელმწიფო პრემია 1941წ.), ,,გიორგი სააკაძე“ (1942-1943წწ. სსრკ სახელმწიფო პრემია I სერია, 1943წ., II სერია 1946 წ.) ,,ფიცი” (1946 წ, სსრკ სახელმწიფო პრემია, 1947 წ: საპატიო დიპლომი და ოქროს მედალი ვენეციის VII საერთაშორისო კინოფესტივალზე, 1946წ), ,, ბერლინის დაცემა“ ( 1949 წ, სსრკ სახელმწიფო პრემია, 1950წ; დიდი პრიზი კარლოვი-ვარის V საერთაშორისო კინოფესტივალზე 1950წ), ,,დაუვიწყარი 1919 წელი“ (1951 წ. დიდი პრიზი კარლოვი-ვარის VII საერთაშორისო კინოფესტივალზე, 1952 წ), ,,ოთარაანთ ქვრივი” (1957 წ.) ,, გენერალი და ზიზილები” (1964წ.) ,,რაც გინახავს, ვეღარ ნახავ” (1965 წ.) და სხვა. მიხეილ ჭიაურელმა გადაიღო აგრეთვე მულტიპლიკაციური ფილმები: ,,განთიადის მომღერალი” (1967 წ), ,,როგორ მარხავდნენ თაგვები კატას” (1969 წ), ,,ქირურგი მამალი” (1970 წ), ,,რწყილი და ჭიანჭველა” (1972 წ, გ. სვანიძესთან ერთად) ,,სახლი” (1974 წ. ო. ანდრონიკაშვილთან ერთად) და სხვა. მისი ფილმები გამოირჩევა მაღალი გამომსახველობითი კულტურით, ეროვნული ლიტერატურისა და მხატვრობის რეალისტური ტრადიციებით. მიხეილ ჭიაურელმა დიდი კვალი დატოვა კინემატოგრაფიაში. დაჯილდოვებულია სახელმწიფო ჯილდოებით, ჩეხოსლოვაკიის ,,თეთრი ლომის “ II ხარისხის ორდენითა და მედლებით.
მიხეილ ჭიაურელი გარდაიცვალა 1974 წლის 31 ოქტომბერს. დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: