Posted by: burusi | 17/01/2010

ბათუ კრავეიშვილი – ბიოგრაფია

ბათუ კრავეიშვილი

ბათუ კრავეიშვილი – Batu Kraveishvili (1914-1970)

ბათუ (ბართლომე) კრავეიშვილი დაიბადა 1914 წელს, სამტრედიაში. ბათუ კრავეიშვილი 13 წლის ასაკში ბიძასთან გადმოვიდა, თბილისში. მისი ბიძა, ნიკოლოზი რუსთაველის თეატრის მხატვარი იყო. მშობლებს ბათუს ექიმობა უნდოდათ, ამიტომ მომავალმა ხელოვანმა მოსკოვში სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე ჩააბარა.
ბათუ კრავეიშვილის სასიმღერო კარიერა 19 წლის ასაკში დაიწყო. მან მოსკოვის დიდ თეატრში გამართულ კონკურსში მიიღო მონაწილეობა, სადაც გაიმარჯვა და დიდი თეატრის სოლისტიც გახდა, სადაც 1939-41 წწ. მოღვაწეობდა. ომის წინა წლებში ბათუ კრავეიშვილი თბილისში დაბრუნდა და ოპერისა და ბალეტის თეატრში დაიწყო მუშაობა, სადაც მრავალი საოპერო პარტია შეასრულა. მის მიერ შესრულებულ საოპერო პარტიებს შორის აღსანიშნავია კიაზო (ზ. ფალიაშვილის “დაისი”), მურმანი (ზ. ფალიაშვილის “აბესალომ და ეთერი”), თავადი იგორი (ბოროდინის “თავადი იგორი”), გოჩა (ბალანჩივაძის “დარეჯან ცბიერი”) და სხვა.
1958 წლიდან ბ. კრავეიშვილი კონსერვატორიის პედაგოგი იყო. მოღვაწეობდა კინოშიც. გადაღებულია ფილმებში: “დაკარგული სამოთხე”, “გიორგი სააკაძე”, “ქეთო და კოტე”. ავტორია მემუარული ხასიათის წიგნისა “დაუვიწყარი”.

55 წლის ასაკში ბათუ კრავეიშვილი ავად გახდა. შეცდომით ჩატარებული ოპერაციის შედეგად დადგინდა, რომ ხელოვანს თირკმლის კიბო ჰქონდა. ბათუ კრავეიშვილი 1969 წელს გარდაიცვალა.


Responses

  1. ბათუ.. ამ კაცზე ვფიქრობდი ეს დღეები, რა კარგია რომ თემა არის, გამიხარდა.. ძირითადად ფილმებიდან მახსოვს, ნეტა იუთუბზე რომ ვცადო მოძებნა, საოპერო არიებს არ ამომიგდებს? ვინმეს ექნება ალბათ : )

  2. ზევით წერია, 1970 წელი, ქვევით, 1969-ში გარდაიცვალაო…1939-41 წლებში მოსკოვში მოღვაწეობდაო, ომის წინა წლებში თბილისში დაბრუნდაო?? ვინ დაწერა ეს სტატია???????????


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: