Posted by: burusi | 12/01/2010

ნანი ბრეგვაძე – სიცოცხლის მომღერალი

ოთარ თაქთაქიშვილი, შალვა მშველიძე, რევაზ ლაღიძე, სულხან ცინცაძე, ალექსი მაჭვარიანი

რევაზ ლაღიძე – Revaz Lagidze

რაც დრო გადის, უფრო მეტად ვგრძნობ, რამოდენა შემოქმედთან მიხდებოდა თანამშრომლობა. ღმერთმა მარგუნა ბედნიერება, რომ რევაზ ლაღიძე ჩემთვის წერდა სიმღერებს. ალბათ კიდევ რამდენიმე ათეულმა წელიწადმა უნდა განვლოს, რომ საქართველო მოევლინოს მისი მსგავსი კომპოზიტორი.

ეს ბობოქარი კაცი თავის განცდებს ფაზად გადმოსცემდა, როგორც მუსიკაში, ასევე ცხოვრებაში.

მინდა მოვიგონო ,,ბალადა ვაზზე“ შექმნის ისტორია. ავტორი დიდხანს ეძებდა ამ სიმღერის შემსრულებელს. კომპოზიტორ ბიძინა კვერნაძის რჩევით, ბატონმა რეზომ არჩევანი ჩემზე შეაჩერა. დამიბარა შინ, მომასმენინა მუსიკა. დაიწყო რეპეტიციები… მე ჩვეული განცდითა და ლირიზმით წავიღიღინე მელოდია… არ მოეწონა… ვთხოვე, ეჩვენებინა, როგორ მემღერა. მე თითქოს დღესაც მესმის ,,ვაზო ლამაზო, ფესვო ნაკურთხო“. ,,ფესვო“ – აქ ისეთი მახვილი გააკეთა, ჩემთვის ნათელი გახდა ნაწარმოების ხასიათი. რეპეტიციები გრძელდებოდა… სიმღერას მაინც აკლდა რაღაც… ერთ-ერთი რეპეტიციის დროს, როდესაც დაღლილობა შემამჩნია, ქალაქგარეთ გასვლა შემომთავაზა. გზაზე მიხსნიდა რომ მისთვის ბუნებასთან კავშრიშემოქმედებითი აღმაფრენის ერთ-ერთი ძირითადი პირობაა. რამდენიმე წუთში დიღომში, ულამაზეს ბუნებაში, აღმოვჩნდით. ჩიტების საოცარი გალობა ატკბობდა სმენას… რამდენიმე დღეში, პირველსავე რეპეტიციაზე, დილის თერთმეტ საათზე ჯანსულ კახიძის დირიჟორობით ჩავწერეთ ,,ბალადა ვაზზე“. 2 სთ-ზე მოსკოვში გავფრინდი. ერთი კვირის შემდეგ იქიდან რომ დავბრუნდი, სიმღერა უკვე პოპულარული დამხვდა.

რევაზ ლაღიძის ყველა ნაწარმოები გათავისებული მაქვს, განსაკუთრებით მიყვარს ,,აყვავილდა ნუში“, ,,წუთისოფელი“. ეს სიმღერები განსაკუთრებული ძალით მოქმედებენ ჩემზე, სინაზითა და სევდით მავსებენ.

ნანი ბრეგვაძე


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: