Posted by: burusi | 11/12/2009

ნიკოლოზ კანდელაკი – ბიოგრაფია

ნიკოლოზ კანდელაკი

ნიკოლოზ კანდელაკმა, ვიდრე, იგი ქანდაკებაზე დაიწყებდა მუშაობას, ცხოვრების საკმაოდ დიდი გზა განვლო. მისი პირველი ნაწარმოები – მამაკაცის სკულპტურული პორტრეტი, რომელშიც საყოველთაო ყურადღებასთან ერთად პროფესორ ი. შარლემანისა და აკადემიკოს ე. ლანსერეს ყურადღებაც მიიქცია, ნიკოლოზ კანდელაკის მიერ შექმნილი იყო მაშინ, როცა იგი უკვე 32 წლისა იყო. ამ დროს იგი გაგზავნეს სასწავლებლად ლენინგრადის – (პეტერბურგის) სამხატვრო აკადემიაში. სამოღვაწეო ასპარეზზე კანდელაკი აკადემიის დამთავრების შემდეგ გამოვიდა, როცა იგი 35 წლისა იყო.

ნიკოლოზ პორფილეს-ძე კანდელაკი დაიბადა 1889 წელს სოფელ კულაშში (სამტრედიის რაიონი). მოქანდაკის მამა თავგამოდებით იბრძოდა სოფლად საგანმანათლებლო კერების შექმნისათვის. აქ იგი ასწავლიდა ქართულ ენას. პატარა ნიკოლოზს დედაენისა და ბუნების კარის შესწავლამ წაახალისა საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა შესწავლისაკენ.

1905 წელს და მის მომდევნო წლებში, ქუთაისის გუბერნიაში ალიხაროვ- ავარსკის სისხლიანი თარეშის დროს, კანდელაკთა ოჯახი ბევრი მოღვაწის თავშესაფარს წარმოადგენდა. ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში სწავლის დროს კანდელაკი დიდი სიყვარულით კითხულობდა ქართველ, რუს და ევროპელ კლასიკოსებს. უყურადღებოდ არ რჩებოდა არც ქართული თეატრი. ქუთაისში სწავლის წლებს და იმ საზოგადოებრივ გარემოცვას არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა. სკოლაში განსაკუთრებული ყურადღებით სწავლობდა საბუნებისმეტყველო საგნებს. წარმატებით მიაღწია გიმნაზიის უკანასკნელ კლასამდე. ნიკოლოზ კანდელაკი მე-8 კლასიდან გარიცხეს ”ცუდი ყოფაქცევისათვის ” და მისცეს ე.წ. ”მგლის ბილეთი” რითაც საბოლოოდ წაართვეს უფლება საშუალო სასწავლებლის დამთავრებისა. ნიკოლოზ კანდელაკი უკანასკნელ კლასში სწავლობდა, სასწავლებლის დამთავრებას რამდენიმე თვე აკლდა, როდესაც რუსეთის სათათბირო დეპუტატი მურომცოვი გარდაიცვალა. იურისტი მურომცევი მაშინდელ ახალგაზრდობაში პროგრესული მეფის მთავრობის წინააღმდეგ განწყობილ მოღვაწედ ითვლებოდა, რამაც ქუთაისის დემოკრატიულიად განწყობილ მოქალაქეებს დემონსტრაციის გამართვის საბაბი მისცა. ამ დემონსტრაციაში გიმნაზიელებმაც ფართო მონაწილეობა მიიღეს.

ნ. კანდელაკი პეტერბურგში გაემგზავრა სასწავლებლად, სადაც სათათბიროს მემარცხენე დეპუტატებისა და აკადემიკოს ტარლეს პირდაპირი დახმარებით ჩაირიცხა პეტერბურბურგის ფსიქო-ნერვოლოგიურ ინსტიტუტში თავისუფალ მსმენელად. ნიკოლოზ კანდელაკი ინსტიტუტში სწავლის წლებში, 1912 წლიდან, იწყებს მუშაობას არალეგალურ ფილოსოფიურ-ეკონომიურ წრეებში და სტუდენტთა რევოლუციური მოძრაობის თანამონაწილე ხდება. ერთ-ერთი დემოსტრაციის დროს იგი პოლიციამ დააპატიმრა და თვენახევრით ციხეში მოათავსეს. განთავისუფლების შემდეგ ნ. კანდელაკმა სწავლა დაიწყო დიმიტროვ-კავკაზკის სტუდიაში. ამ სტუდიაში სწავლის პერიოდში ის განსაკუთრებული ინტერესით ეცნობა ერმიტაჟის ფონდებს. თუმცა  მხატვრობასი აღარ უმუშავია დიდი ხნის განმავლობაში.

პირველი იმპერიალისტური ომის დროს ნ. კანდელაკი “წითელ ჯვარში” იწყებს მუშაობას. 1915 წელს თურქეთში ქ. რიზეში მიემგზავრება, სადაც “წითელი ჯვრის” საზოგადოების კანცელარიის უფროსად მუშაობს. ქ. რიზედან იგი სამუშაოდ გადადის ტრაპიზონში, სადაც საინჟინრო-სამშენებლო ჯგუფის ნაწილში მსახურობს. 1916 წელს გადადის ხოფაში.

1917 წ. თებერვლის რევოლუციის შემდეგ იგი ბრუნდება საქართველოში და თბილისში იწყებს ცხოვრებას. მონაწილეობას ღებულობს 1922 წელს მოწყობილ სამხატვრო გამოფენაზე. პროფესორი ი. შარლემანი და აკადემიკოსი ე. ლანსერე გაოცებულნი დარჩნენ ნიკოლოზ   კანდელაკის მიერ წარმოდგენილი ნამუშევრით. სპეციალურმა სახელმწიფო სამხატრო კომისიამ მთავრობის წინაშე აღძრა შუამდგომლობა ახლად აღმოჩენილი თითნასწავლი მოქანდაკის გაგზავნის შესახებ პეტროგრადის სამხატვრო აკადემიაში.

ნიკოლოზ კანდელაკს მიღებული ჰქონდა პეტერბურგის ფსიქო-ნერვოლოგიურ ინსტიტუტში ცოდნა. მან ბრწყინვალებით იცოდა ადამიანის ანატომია. აკადამიაში მას პირველ ხანებში ქანდაკებას ულინი ასწავლიდა, შემდეგ კი მატვეევი, შერვუდი, ლიშეევი, მანიზერი, ბობროვი, მუშკოვი, რადლოვი და სხვა გამოჩენილი მოქანდაკეები.

განსაკუთრებული გულისყურითა და მონდომებით სწავლობდა კლასიკური მემკვიდრეობის იმ ნიმუშებს, რომლებიც ერმიტაჟში იყო დაცული, აქ იგი აკვირდებოდა არა მარტო ქანდაკებას, არამედ კლასიკურ ფერწერასა და გრაფიკას.

ნიკოლოზ კანდელაკმა პეტერბურგის სამხატვრო აკადემია დაამთავრა 1926 წ. მის მიერ შესრულებულმა კომპოციზიციამ ნატურალურმა ზომის ფიგურამ “მთიბველი ქალი” დიდი ყურადგება დაიმსახურა, რამაც მოქანდაკეს დიდი ოსტატების რიგში საპატიო სახელი დაუმკვიდრა.

დიდი მოქანდაკე ნიკოლოზ კანდელაკი გარდაიცვალა 1970 წლის აგვისტოში, 81 წლის ასაკში, იგი დიდი პატივით დაკრძალეს დიდუბის საზოგადო მოგვაწეთა პანთეონში.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: