Posted by: burusi | 23/11/2009

ჰაზირა – ბიოგრაფია

აშუღი ჰაზირა

ჰაზირა – Hazira (1845 – 1922)

თბილისელი მგოსანი, დაირის დაკვრის ოსტატი, აშუღი ჰაზირა 1845 წელს დაიბადა სოფელ შულავერში. მისი ნამდვილი სახელი და გვარია აბრამ აბრამოვი.

ჰაზირა აშუღების ამქრის უსტაბაში იყო და ბევრი შეგირდი ჰყავდა. “აშუღი (არაბ. აშიკ – მიჯნური, მეტრფე), სახალხო მგოსანი და მომღერალი კავკასიის ქვეყნებში (აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, დაღესტანი) და ახლო აღმოსავლეთში (ძირითადად თურქეთი და ირანის აზერბაიჯანი).”

აშუღები თხზავდნენ ტექსტს, შეუწყობდნენ ჰანგს და მღეროდნენ რომელიმე სიმებიანი საკრავის (საზი, თარი, ქამანჩა, ჭიანური) თანხლებით. ხშირად სხვათა ლექსებსაც ამღერებდნენ. თავიდან სამიჯნურო თემატიკა სჭარბობდა მათ შემოქმედებაში, თუმცა, მერე საგმირო ჟანრს, სოციალურ და პატრიოტულ თემატიკასაც მიმართეს. XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან აშუღები მომრავლდნენ საქართველოში.

ჰაზინა ნიჭიერი ადამიანი და ცნობილი კაცი იყო. როგორც ვთქვით, ის აშუღების უსტაბაში გახლდათ, ჰყავდა ბევრი შეგირდი. ბევრ უსინათლის შეასწავლა აშუღობა, დამღერება და ლუკმა პურის შოვნის საშუალება მისცა. ჰაზირას შეგირდები დადიოდნენ საქართველოს დაბა-სოფლებში და ავრცელებდნენ თავისი მასწავლებლის სიმღერებს, (“აღზდექ, თამარ დედოფალო, შენთვის ტირის საქართველო”, “სადაც არის გათენდება, აღზდექ, მუშავ, შენ!” და სხვა).

ჰაზირა და მისი მეგობრები ძალიან პოპულარულები ყოფილან თბილისში და მთელ საქართველოში. “ქართულ თეატრში წარმოდგენის აქტებს შორის ჰაზირას “დარფა” უკრავდა და მღეროდა პიესის შესაბამის ლექსებს, რითაც აძლიერებდა წარმოდგენის ემოციურ ზეგავლენას”. ხალხი მათი მოსმენით დიდ სიამოვნებას იღებდა. ჰაზირას ძალიან უყვარდა აკაკის პოეზია და მის “სულიკოს” ამღერებდა თურმე. ის დიდი პატრიოტი იყო საქართველოსი.

დღეს გავიხსენოთ ჰაზირას რამდენიმე ლექსი. მკითხველი დარწმუნდება, რომ ჰაზირა თავისი ქვეყნის მოყვარული, ემოციური, ნამდვილად პოეტური ბუნების, შესანიშნავი მგოსანი და განათლებული ადამიანი იყო, ვისთვისაც სამშობლოს – საქართველოს წინაშე მოვალეობების შესრულება უმნიშვნელოვანესია. ლექსებში კარგად ჩანს ჰაზირას იდეალი – საქართველოს აღორძინება.

“განათლებულ ქვეყნებში, შვილო, კაცად იხსენებოდე” – წერს ჰაზირა, მას უნდოდა საქართველო განათლებული ქვეყნების სიაში ჩამდგარიყო.

ჰაზირას პოეზია და მისი პერსონა დღეს ძალიან აქტუალურია, როგორც პოეტურად, ისე იდეურად და სამოქალაქო თვალსაზრისით. ის შესანიშნავი მაგალითია პატრიოტიზმისა და სამოქალაქო შეგნებისა. მადლიერი შთამომავლობა მას არ დაივიწყებს.

გიორგი მახობეშვილი

წყარო: http://presa.ge/new/?m=lit&AID=6225


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: