Posted by: burusi | 20/11/2009

ივეტა წითაშვილი – ლექსები

ივეტა წითაშვილი

ივეტა წითაშვილი – Iveta Tsitashvili
***

ძლიერი ხარო და…
ერთი ცრემლით სუსტი ვყოფილვარ…
სულ ერთი წვეთი სულელი ცრემლით…

***

ის ლაპარაკობდა,
მე ვუსმენდი…

ის ბრაზდებოდა,
მე ვუსმენდი…

ის ღრიალებდა,
მე ვუსმენდი…

ის არ მელაპარაკება,
მე ვუსმენ…


მე ვარ ბავშვი,
მჯერა ზღაპრის, რომ პრინცესას გამოიხსნიან…

მე ვარ ბავშვი,
არ მჯერა, რომ ირგვლივ მხოლოდ ალქაჯები და დევებია…

მე ვარ ბავშვი…

***

ბავშვობაში
მიყვარდა
ხეების ჩახუტება,
ისე, არაფრის გამო…
სხეულზე ვგრძნობდი ფოთლების შრიალს…

მიყვარდა
სირბილი
უაზროდ,
უთავბოლოდ
და
სირბილის მერე ჭყინტ ბალახზე ზურგზე გაწოლა…

მზე იყო შორს…
ღიმილი წვდებოდა მარტო
და
ამ ღიმილზე წამკრავდნენ თავში, _
რა ტალახიანი და სულელი ხარო…

***

მე იმდენჯერ დავხარე თავი
და ვუყურებდი ფეხქვეშ ცივ ასფალტს,
რომ ასფალტსაც კი გაუჩნდა ღარი სისხლძარღვებად…

დასკდა ასფალტი…

***

მე წერტილები მომცეს კალათით
და მითხრეს, _
დაარიგეო, როგორც შენ გინდა
და ვარიგებდი პატიებას სამ-სამ წერტილად,
სანამ არ მივხვდი, _
სულ რაღაც ერთი წერტილი შემრჩა.

რა გულუხვი მეგონა თავი…
ძუნწი ვყოფილვარ, _

ერთი წერილი ვერ დავსვი ბოლოს,
არადა,
თავში უნდა დამესვა.

***

როცა ტუჩები ითვლიან მალებს,
ტუჩების დათვლილს თითები რომ გადაითვლიან,
ასე მგონია,
მთელი სამყარო მასხია ტანზე
და სამყაროში
სამყაროზე
კარგი
არაფერია…

***

ვერ ელეოდა ღვინოს და ფუნჯს,
ფერების მეფეს რაღაც აწვალებდა,
ცარიელ ტილოს ებრძოდა სულ,
ხატავდა… შლიდა…
დარღვეულ ხაზებს ნაფხაჭნ-ნანეკნარზე
ცრემლთა რეში წვიმა უგონოდ ედებოდა,
სიცოცხლე ტილოზე? _ აზრი სადღაც გაწყდა,
ღვინომორეული დარდი ხითხითებდა…
ნაწვალებ წუთებს ფერი არ მოერგოთ,
უფერო სიცოცხლე ტილოზე ილეოდა…

***
მე მთელი ღამე ვიხეტიალე
და ამერია გზა და კვალი,
საით წავიდე? _
სადღაც გამოჩნდა ცისფერი შუკა
და ლოენგრინი ალბათ იხსნის ელზა ბრაბანტელს…
ძველი დღიურის მკრთალ ფურცლებზე წვიმას აპირებს
და თავბრუს მახვევს გიჯი ფეთება _
რაღაც მაწვალებს,
აქ დავიღალე,
აქ დავიკარგე,
აქ ხეტიალი უფრო მაშინებს,
საით წავიდე? _
არ შეხვედრლიხართ პარციფალის წმინდა რაინდებს? _
მათ დამიძახეთ…

***
მთის ჩანჩქერების წნულზე,
თეთრ ბრილიანტებს წვიმდა,
მე დღეს სიკვდილი არ მსურს,
მხოლოდ სიცოცხლე მინდა.
გულს ჭრილობების ხნულზე
ცრემლი იღვრება წმინდა,
სად არის ჩემი ბუდე,
მე დაბრუნება მინდა.
სადღაც დაღვრემილ ურემს
მიაჭრიალებს ვიღაც,
ვხედავ, გზებია მრუდე,
ვეღარ ვერევი იღბალს,
მაინც სიკვდილი არ მსურს,
მაინც სიცოცხლე მინდა.

***
ზამთრის ნიავი ტბას ეფერება,
ტბა ღელავს ყოველ მოფერებაზე,
ლოყაწითელი ჭადრის ფოთლები
მთვარეულივით დაბარბაცობენ,
მზე იპრანჭება ღრუბლის სარკეში,
სხივები ცვლიან ალმასის ბეჭდებს
და იმალება სადღაც ინფანტა
ცრემლებს მარცვლებად აკრიალოსნებს,
დაეხეტება ლავრიონას ძის
აჩრდილი ყველგან,
გულისსწორს ეძებს
და ყვვითელფრთება ანგელოზები
შორეულ ხმებით შარიშურიბენ…
გული შემადნა თეთრი ფიფქივით,
ტანჯვა მოკლეა? _
მეკითხებიან,
უხმოდ მივყვები ჭრიალა კიბეს
ფეხქვეშ ფოთლები მეფინებიან.
_ ტანჯვა მოკლეა, _
მესმის ჩურჩული
და მეღიმება,
არ ვიცი, რატომ,
ზამთრის ნიავი ტბას ეფერბა,
ლავრიონას ძე კვლავ დადის მარტო.

***
ღრუბლის ლურჯ ბალიშზე მიეძინა
ნამგალა მთვარეს,
ხუჭუჭა ვარსკვლავმა იანცა პატარა, _
გააბა ბადე ღამეულ ცაზე,
დამიგო მახე _
მომპარა გული
და ლურჯ ბალიშზე მიართვა მთვარეს.
ავყევი ნაკვალევს,
ფეხთა ნაკვალევს ვეძებდი ღამე
და მერე ვნახე, _
ორი ვარსკვლავი ანცობდა ცაზე, _
ვიღაცას კიდევ უგებდნენ მახეს…


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: