Posted by: burusi | 13/11/2009

ნიკორწმინდა

ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, გუმბათოვანი ტაძარი. მდებარეობს ამავე სახელწოდების სოფელში. დასავლეთის შესასვლელის წარწერის მიხედვით იგი საქართველოს მეფის, ბაგრატ III-ის დროს 1010-1014 წლებში აუგიათ. ტაძარი გარედან მცირემკლავებიანი სწორკუთხა ჯვრის ფორმისაა, შიგნიდან კი ხუთაფსიდიანია. დასავლეთით სწორკუთხა მკლავი აქვს. აფსიდის შვერილებზე, რომელთაც ნახევარსვეტის ფორმა აქვთ, აღმართულია ექვსწახნაგა გუმბათის ყელი. გუმბათის წრეზე გადასვლა ხდება აფრების მეშვეობით. საკურთხევლის აფსიდის ბემისა და დასავლეთის მკლავის გამო შინაგანი სივრცე შესამჩნევად არის დაგრძელებული. მთავარი ღერძის გასწვრივ აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ. ინტერიერში შემონახულია XVII საუკუნის ფრესკები, გვიანდელი ხანის ქართული კედლის მხატვრობის დამახასიათებელი ნიმუშები. ეკლესიის ფასადები შემოსილია კარგად გათლილი ქვითა და დამუშავებულია უწყვეტი თაღედით. ასეთივე თაღედით არის დამუშავებული 12-სარკმლიანი გუმბათის ყელიც. ტაძარი უხვად არის შემკული მდიდრული ჩუქურთმებით, დიდი ადგილი უჭირავს აგრეთვე სიუჟეტურ მრავალფიგურიან რელიეფებს:”ფერისცვალება”, “მეორედ მოსვლა”, “ჯვრის ამაღლება”, წმინდანთა ფიგურებს, რეალურ და ფანტასტიკურ ცხოველებს, გამოსახულებებს რომლებიც ერთი მთლიანი, წინასწარ გააზრებული პროგრამის შემადგენელ ნაწილებს წარმოადგენენ. რელიგიური ხასიათის სიუჟეტებთან ერთად ნიკორწმინდის ფასადებზე ვხვდებით ხალხურ, წინარექრისტიანულ რწმენასთან დაკავშირებულ ელემენტებს, რომელთაც სათანადო განმარტებითი წარწერებიც აქვთ დართული: ’’სირაქლემი’’ ’ქათქმ-ვეშაპი’’ ”ხარი ზებუ”, ”ფასქუნჯი” და ა. შ. სარკმლებს ირგვლივ შემოუყვება ჩუქურთმიანი არშიები. დაკვირვება მოწმობს, რომ ტაძრის ორნამენტაციაზე სხვადასხვა ოსტატს უმუშავნია. ეკლესიის სამხრეთისა და დასავლეთის კარიბჭეები მოგვიანებითაა მიშენებული, მაგრამ ისინიც XI საუკუნის I ნახევარს განეკუთვნება.

1534 შენობა განუახლებია იმერეთის მეფეს ბაგრატ III-ს. ტაძრის ეზოში აღმართული სამსართულიანი სამრეკლო XIX საუკუნის II ნახევარით თარიღდება


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: