Posted by: burusi | 06/11/2009

თედო სახოკია – ბიოგრაფია

თედო სახოკია

თედო სახოკია - Tedo Sakhokia

ქართველი მწერალი, მთარგმნელი, ეთნოგრაფი და ლექსიკოგრაფი.

1884 წლიდან თედო სახოკია სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, საიდანაც გარიცხეს მოსწავლეთა არალეგალურ წრეში მონაწილეობისათვის. მან სწავლა განაგრძო ჯერ ჟენევის, შემდეგ კი პარიზის სორბონის უნივერსიტეტში.

თედომ ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1888 წლიდან ჟურნალ “ივერიაში”. 1900 წლიდან ის შევიდა პარიზის უმაღლეს ანთროპოლოგიურ სასწავლებელში.

მწერალი ბევრს მოგზაურობდა. 1901 წელს რომში თანამშრომლობდა მიხეილ თამარაშვილთან, 1902 წლიდან კი საფრანგეთში მყოფი ქართველების არალეგალური გაზეთის “საქართველოს” თანარედაქტორი იყო. ამავე პერიოდში ის აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებთან (“დროება”, “სახალხო გაზეთი”, “ნოვოე ობოზრენიე”, “კავკაზი”). თედო სახოკია რევოლუციის დასახმარებლად უცხოეთიდან საქართველოში იარაღის ჩამოტანის ბრალდებით დააპატიმრეს და 1908 წელს ციმბირში გადაასახლეს, თუმცა მან გაქცევა და უცხოეთში წასვლა მოახერხა. 1916 წელს ის საბოლოოდ ჩამოვიდა სამშობლოში, სადაც აქტიურად იღვწოდა ლიტერატურულ და პედაგოგიურ სარბიელზე.

ქართული მთარგმნელობითი ლიტერატურის უდიდესი შენაძენია თედო სახოკიას თარგმანები: ბოკაჩოს “დეკამერონი”, ბარბიუსის “ცეცხლი”, ვაზოვის “დამონებულნი”, ასევე მოპასანის, ვოლტერის, ზოლას, დოდეს, მირბოს, ანდერსენისა და სხვათა თხზულებები. აღსანიშნავია ისიც, რომ სახოკიამ შეკრიბა და გამოაქვეყნა “ქართული ანდაზები”, “ქართული ხატოვანი სიტყვა-თქმანი” და სხვა.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: