Posted by: burusi | 31/10/2009

დარია ახვლედიანი – Daria Akhvlediani

დარია ახვლედიანი

დარია ახვლედიანი – Daria Akhvlediani

  • დარია ახვლედიანი – Daria Akhvlediani

Responses

  1. დარია ქაჯაია–ახვლედიანისა არის ჩემი ბებია, მამის დედა. იყო პოეტი და საზოგადო მოღვაწე. აქტიურად მონაწილეობდა ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჩამოყალიბებასა და ფუნქციონირებაში. წერდა ლექსებს და იბეჭდებოდა გაზეთებსა და ჟურნალებში. გამოსცა ლექსების კრებული “სევდის ჰანგები”. ის იყო გიორგი ახვლედიანის მეუღლე, რომელიც იყო აფთიაქარი და მეცენატი. გოლოვინის პროსპექტზე ჰქონდა გახსნილი 1916წ..”ახალი აფთიაქი”. პირველი მსოფლიო ომის დროს ეხმარებოდა უფასო მედიკამენტებით დაჭრილებს და ქვრივ–ობლებს. მეგობრობდა აკაკი წერეთელთან, გალაქტიონთან. ეხმარებოდა ინტელიგენციას მატერიალურად. (იხ.ნინო ჩხეიძის “ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე ქალები”).ამის შესახებ წერდა თავის “მოგონებებში”იოსებ გრიშაშვილი. ტერენტი გრანელმა დარიას უძღვნა ლექსი. გალაქტიონმა უძღვნა ბებიას ლექსი”გამონაკლისი”. პაპა, გიორგი ახვლედიანი რეპრესირებულია, დახვრიტეს, მისი საფლავი უცნობია. ბებია დარია ქაჯაია–ახვლედიანი 1941წ. ჯერ დიდუბის პანთეონში დაკრძალეს იეთიმ გურჯის გვერდით, ხოლო დაახლოებით 1959–1960წ.წ. დაკრძალეს საბურთალოზე,პანთეონში. დალი ახვლედიანი

  2. დარია ახვლედიანი “სახსოვრად გალაქტიონს”

    როცა ფიქრებით გული ღონდება
    და დაიცლება ჩემთვის სამყარო,
    იმ წუთში მხოლოდ შენ მაგონდები,
    შენ მაგონდები, ძმავ, მეგობარო!
    შენს ლექსთა კრებულს უბით ვატარებ,
    შენს ლექსთა კრებულს ვეალერსები,
    დამწვარ სტრიქონებს შენს სულს ვადარებ,
    მხიბლავს და მიყვარს შენი ლექსები”. 1927წ. 2 აპრილი

    ტერენტი გრანელი “დარია ახვლედიანს”

    არ მომასვენა ცივმა ქარმა და შენ ცხოვრების იმედს მაძლევდი,
    იყო ღრუბლიან დღის მწუხარება და მოლოდინი მაღალ ნაძვებით.
    შენ იქ გეძინა როგორც დედოფალს,მე დავდიოდი მეტი ნაღველით,
    გარშემო იდგა უიმედობა და ნისლიანი მთები წაღვერის.
    შენ არ გესმოდა ჩემი ტირილი და სადღაც ახლო ზარი კიოდა,
    იდგა საღამო, ვგრძნობდი ტკივილებს და ჩემს დუმილში დრო გადიოდა.
    არ მომასვენეს ზამთრის ქარებმა, ვნატრობდი ზაფხულს,ბაღით ჭრელოთი,
    ირგვლივ ღელავდა ზღვა მოელვარე და მეც უეცარ სიკვდილს ველოდი.”

  3. ძვირფასო დალი! გარეგნობითაც და ღირსებითაც ძალიან ჰგავხარ ბებიას.

  4. ანონიმს–გმადლბთ. დ.ახვლედიანი

  5. დარიას ლექსების კრებულში “სევდის ჰანგები”,აქვს ლექსი “ბავშვს”, რომელიც მიუძღვნა თავის ვაჟს ილიას(რომელიც ახალგაზრდა დაიღუპა).
    როს შევსცქერ მთიდან მომდინარ წყაროს,
    ოდეს თრთის, ლაღობს წმინდა, ანკარა,
    იმ წუთში მხოლოდ შენ მაგონდები,–
    სულით უმანკოვ, ბავშვო პატარა!
    როს გაზაფხულის სურნელებითა
    ვხედავ ბუნება ხარობს, დამტკბარა,
    მაშინაც მხოლოდ შენ მაგონდები,
    ქვეყნის ნუგეშო,–ჩემო პატარა!
    სანამ ნორჩი ხარ ციური ენით,
    უმანკო გრძნობით ახარებ ყველას;
    მომავლის სხივათ ბრწყინავ, ციმციმებ,
    სამშობლო შენგან მოელის შველას.
    ნეტავი იმას,–თვისი სიცოცხლე
    ნაყოფიერათ ვინც გაატარა!…
    აღივსე სწავლით, რომ გაამართლო
    ქვეყნის იმედი–ჩემო პატარა!

  6. დარია ქაჯაია–ახვლედიანისა
    “გაზაფხული”

    ლაჟვარდ ციდან დღის მნათობი
    სიყვარულით გადმოგვყურებს,
    ჩაგრულთ გულთა სამკურნალოთ,
    უკვდავების ნამს აპკურებს.
    ჩაღარა მთებს ჰკოცნის სხივი,
    ყვავილთ სხივი ეკონება
    და ბუნების ლურჯ სივრცეზე
    უკვდავების შუქათ დნება.
    ლალ–ზურმუხტი მობიბინე,
    თვალწარმტაცი მთა და ველი,
    ჩურჩულებენ საამურად,
    ვით სატრფონი საყვარელი…

  7. აკაკის
    დადგება ჟამი და ხალხი შევა
    შრომის სუფევის ტურფა მდელოში
    და შენი ძეგლი ზეაღმართული
    ძლევით იბრწყინებს საქართველოში.

    (ლექსი წარმოთქმულია მთაწმინდაზე, დარიას და მისი მეუღლის–გიორგი ახვლედიანის ახლო მეგობრის აკაკის დაკრძალვის დროს. დარია თავის მეუღლესთან ერთად 1916 წლამდე ცხოვრობდა ქუთაისში. აკაკი ქუთაისში ყოფნის დროს ხშირად დადიოდა გიორგისთან სახლში,სადაც ბებია ატარებდა საქველმოქმედო საღამოებს. იქ იკრიბებოდა ქუთაისის შემოქმედებითი ინტელიგენცია და საზოგადოების საუკეთესო წარმომადგენლები).

  8. დარია ახვლედიანის მეუღლე გახლდათ არა გიორგი, არამედ ფარმაცევტი ვარლამ (ანაპოდისტე, დოკუმენტების მიხედვით) ბეგლარის ძე ახვლედიანი, რომელიც გახლდათ ჩემი დიდი ბაბუის ძმა, ცხოვრობდნენ სახლში, ფოსტის შენობის ადგილზე რუსთაველზე, მისამართით სამხედროს ქ. 16, შემდეგში ძნელაძის ქუჩა. ვარლამ ახვლედიანი არ იყო რეპრესირებული, იგი გარდაიცვალა თბილისში 1955 წელს და დასაფლავებულია ვაკის სასაფლაოზე. პატივისცემით სოფიკო ლორთქიფანიძე

  9. ქალბატონო სოფიკო, პაპაჩემი გიორგი ახვლედიანი იყო ფარმაცევტი. ის იყო ბებიაჩემის, დარია ქაჯაია –ახვლედიანის მეუღლე.მე პირადად დავიბადე იმ სახლში რუსთაველზე,რუსთაველიდან შესასვლელი იყო სადარბაზოდან, ხოლო სამხედრო ქუჩიდან შესასვლელი იყო ეზოს მხრიდან.ის სახლი დაანგრიეს ჯერ კიდევ ჩემს ბავშვობაში და აღარ არსებობს. მე მგონი თქვენ რაღაც გეშლებათ. არავითარი ანაპოდისტე თუ ვარლამი მამაჩემის მამა არ ყოფილა. მამაჩემს ოთარ გიორგის ძე ახვლედიანს ჩემს გარდა სხვა შვილი არ ყოლია.გიორგი ახვლედიანს ძმა არ ყოლია.ყავდა და ქუთაისში.ეს რომ ასეა დგინდება თუნდაც იმ საბუთებით,რომლებიც მე გამაჩნია სახლში და ლიტერატურის მუზეუმს დედაჩემმა გადასცა დარიას ეს სურათი, აგრეთვე გადაცემული გვაქვს სურათი, სადაც დედაჩემი დიდუბის პანთეონში მუხლებზე დაჩოქილი დგას ბებიაჩემის გადასვენების დროს. გადავეცით წიგნი სევდის ჰანგები და ბებიაჩემის და მისი დის სურათები. ეს რომ სიმართლეა დგინდება ნინო ჩხეიძის წიგნიდან, სადაც მოთხრობილია ჩემი ოჯახის ისტორია.თქვენ აშკარად ცდებით და არა მგონია ღირსებას გმატებდეთ ჩემი ოჯახის წევრებზე არასწორი ინფორმაციის გამოქვეყნება და არც არავის არ მივცემ ამის უფლებას.

  10. დარიას ბიძა(დედის ძმა)იყო გალექსილი ”თამარიანის”ავტორი სიმონ გუგუნავა. მას ეკუთვნის დედა ენაზე შექმნილი ულამაზესი ლექსი ”დედა ენა”.მეგობრობდა აკაკი წერეთელთან.გთავაზიბთ ლექსის ნაწყვეტს:
    ჩემო ამზრდელო ენაო,
    აჰყვავდი,იწყე ფრენაო,
    გისურვებ სხვათა ენები
    შემოგნატროდნენ შენაო.
    ენა ცხოვრების წყაროა,უკვდავი,დაუშრობელი,
    ენა კოკორი ვარდია ხალხისთვის დაუჭკნობელი,
    ენა წარსულის მოწმეა და მომავლისა მშობელი,
    ენა სიბრძნეა აწმყოსი,ლამპარი გაუქრობელი.
    რუსთველისა არ იყოს-არ დავიწყება მოყვრისა აროდეს გვიზამს ზიანსა.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: