Posted by: burusi | 18/10/2009

თამარ ჭავჭავაძე – ბიოგრაფია

თამარ ჭავჭავაძე

თამარ ჭავჭავაძე

თამარ ჭავჭავაძე – Tamar Chavchavadze

ართველი მსახიობი, თანამედროვე ქართული სასცენო ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელი. კოტე მარჯანიშვილის მოწაფე და მიმდევარი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1943)

თამარ ჭავჭავაძე დაიბადა 1896 წლის 16 ოქტომბერს, ყვარელში. 1917-19 წწ. სწავლობდა ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე და, პარალელურად, პ. ლებედინსკის თეატრ-სტუდიაში. 1919-21 წწ. სწავლობდა თბილისში, ჯერ ნ. მიხაილოვსკის, შემდეგ კი — ნ. ხოდოტოვის დრამატულ სტუდიებში. 1920-28 და 1942-64 წწ. იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი, შემდეგ მონაწილეობდა მეორე სახელმწიფო თეატრის (ქუთაისი, 1928; 1933 წლიდან მარჯანიშვილის თეატრი) ჩამოყალიბებასა და მუშაობაში 1928-42 წწ. 1964-68 მოღვაწეობდა სოხუმის თეატრში.

ჭავჭავაძის ადრეული როლებიდან აღსანიშნავია ლაურენსიას სახე მარჯანიშვილის მიერ 1922 წ. დადგმულ ლოპე დე ვეგას “ცხვრის წყაროში”, რომელმაც ქართულ სცენაზე განაახლა ტრაგედია. გმირული პათოსით, ლირიზმით, უშუალობით, მგზნებარე ტემპერამენტით გამოირჩევა ჭავჭავაძის როლები: სალომე (უაილდის “სალომე”), ლამარა (“ლამარა”, ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებთა მიხედვით), ბეატრიჩე (შელის “ბეატრიჩე ჩენჩი”), ემილია (შექსპირის “ოტელო”), ლედი მილფორდი (შილერის “ვერაგობა და სიყვარული”), მარგარიტა (დიუმა-შვილის “მარგარიტა გოტიე”), ზეინაბი (სუმბათაშვილ-იუჟინის “ღალატი”), ქეთევანი (ყაზბეგის “ქეთევან დედოფალი”), იოკასტე (სოფოკლეს “ოიდიპოს მეფე”), სინათა (“ბახტრიონი”, ვაჟა-ფშაველას მიხედვით) და სხვ. მსახიობის რეპერტუარში მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა კომედიურ როლებს: დიანა (ლოპე დე ვეგას “სხვისთვის სულელი, თავისთვის ჭკვიანი”), მადამ სან-ჟენი (გ. სარდუსა და მოროს “მადამ სან-ჟენი”), დარეჯანი (მოსაშვილის “მისი ვარსკვლავი”) და სხვ. ჭავჭავაძემ შექმნა თანმამედროვე ქალთა რეალისტური სახეებიც: ტატიანა (ლავრენიოვის “რღვევა”), ბაილი (ჩიანელის “ბაილი”), პელაგია ნილოვნა (მოსაშვილის “სადგურის უფროსი”) და სხვ.

ჭავჭავაძე ასევე იყო მხატვრული კითხვის ოსტატი. 1926 წლიდან იღებდნენ კინოშიც. ფილმები: “დინა ძაძუ” (1926, თავადის ქალი), “ქეთო და კოტე” (1948, ხანუმა) და სხვ. დაჯილდოვებული იყო არაერთი ორდენითა და მედლით.

თამარ ჭავჭავაძე გარდაიცვალა 1968 წლის 20 აპრილს, თბილისში.

წყარო: ცუცქირიძე, შ., ქსე, ტ. 11, გვ. 377-78. თბ., 1987.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: