Posted by: burusi | 08/10/2009

ზურაბ კიკნაძე – ბიოგრაფია

ზურაბ კიკნაძე

ზურაბ კიკნაძე – Zurab Kiknadze

ზურაბ კიკნაძე დაიბადა 1933 წლის 3 ოქტომბერს თბილისში; 1940-1951 წლებში სწავლობდა თბილისის მე-7 ვაჟთა საშუალო სკოლაში. 1951 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც დაამთავრა 1956 წელს. 1956-1960 წლებში მოღვაწეობდა ასპირანტად საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში. 1966 წლიდან და 1977 წლიდან დღემდე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი ძველი აღმოსავლეთის ენათა განყოფილებაში. 1977 წლიდან დღემდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოლკლორისტიკის კათედრის გამგეა. 2002 წლიდან დღემდე მოღვაწეობს. ს. ორბელიანის სახელობის თეოლოგიის, ფილოსოფიის, კულტურისა და ისტორიის ინსტიტუტში.
1992 წელს იყო სახელმწიფო საბჭოს წევრი, 1992–93 წლებში – ადამიანის უფლებათა დაცვის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. 1996–იდან არის “გაერთიანებულ ბიბლიურ საზოგადოებათა საქართველოს წარმომადგენლობის” მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე.
1985 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე “ქართულ რელიგიურ გადმოცემათა სისტემა”. 1986 წლიდან ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.
არის რამდენიმე წიგნისა და არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; პეტერბურგის, მოსკოვის, იერუსალიმის, ხოლონის, პარიზის, რომის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების, ბიბლიური საზოგადოების ფორუმების (ბუქარესტი, კვიპროსი, მოსკოვი, ბრიუსელი) მონაწილე. სხვადასხვა დროს ლექციებს კითხულობდა პეკინში, როდოსში, მალაგასა და გრანადაში.
ზურაბ კიკნაძეს ჰომეროსის “ოდისეის” თარგმნისათვის (1975, თ. ჩხენკელთან ერთად) 1978 წელს მიენიჭა ივანე მაჩაბლის სახელობის პრემია. არის თბილისის უნივერსიტეტის სახელობის (1986 წ.), სახელმწიფო პრემიების (2005 წ.) ლაურეატი. მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის მედალი (2006 წ.)

პირველი თარგმანი – “გილგამეში” (შესავლით, ლექსიკონითა და კომენტარებითურთ) 1963 წელს  გამოაქვეყნა. ზურაბ კიკნაძის კვლევის სფეროა შუანდინარული ლიტერატურა, მითოლოგია და რელიგია; ქართული მწერლობა, ფოლკლორი და მითოლოგია; ქრისტიანობა და ქრისტიანული კულტურა; ბიბლიის (ძველი და ახალი აღთქმის) თარგმანი და ეგზეგეტიკა, საზოგადოებრივი პრობლემები.

ავტორია შემდეგი წიგნების:

1. გილგამეშის ეპოსი, 1963 წ.
2. თამუზის სიზმარი 1969 წ.
3. შუამდინარული მითოლოგია, 1976, 1979 წ. წ.
4. შუამდინარული მითოლოგიის ლექსიკონი, 1984 წ.
5. გილგამეშიანი, 1984 წ.
6. ძველი შუამდინარული პოეზია, 1987 წ.
7. ხამურაბის კანონები, 1988 წ.
8. საუბრები ბიბლიაზე, 1989 წ.
9. ქართული მითოლოგია I, “ჯვარი და საყმო”, 1996 წ.
10. შობიდან სობამდე, 1998 წ.
11. ავთანდილის ანდერძი, 2001 წ.
12. მითოლოგია, VIII კლასის სახელმძღვანელო, 2002 წ.
13. ძველი აღთქმის წუთისოფელი, 2003 წ.
14. ქართული მითოლოგია (მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის), 2004 წ.
15. “ხუთწიგნეულის თარგმანება”, თბ.: ქრისტიანული თეოლოგიისა და კულტურის ცენტრი, 2004 წ

წყარო: ქე.– თბილისი.–ენციკლოპედია. თბ. 2002


Responses

  1. amonaridi Cemi/antibiotikis poemidan “gilgameSi”
    ukraina 2012
    ზოგჯერ ღმერთებიც ხმის ჩახლეჩამდე ხმებით ყვირიან,
    ზოგჯერ ღმერთებიც შვილის გამო მწარედ ტირიან,
    ზოგჯერ ღმერთებიც დგანან მიწაზე მუხლმოდრეკილი,
    და არ ჰყავთ გვერდით არც მოსამართლე და არც ვექილი.

    ქალს იგი უყვარს, ვისაც მისთვის მოაქვს ტკივილი,
    ყველაზე დიდი ტკივილის წყარო შვილია, ჩვილი.

    უკეთურობით თუ გააშენეთ
    ცოდვების ბახჩა,
    თუ ერთგულები
    ორგულობით შუაზე გახჩა,
    რას ითხოვთ ჩემგან?
    თქვენს შემყურეს,მე იგი დამრჩა,
    ჩაგთხაროთ ცოდვილთ
    ცეცხლიანი პირებში ჩამჩა.
    /არჩიეთ მტრედებს რახან სარანჩა/

    ვერ გამიგია,რისთვის ცოცხლობთ,
    ან ვისთვის იღწვით?
    თქვენი სიავით მე წითელი ალებით ვიწვი,
    არაკაცობით თქვენ ჩემს ტაფებს სულით ასკდებით,
    ისე ჩქარჩქარა მინთებთ შეშებს,
    ლამის გავსკდები…
    მაშ დაგატყდებათ
    უღმერთოებს ციდან ქუხილი,
    გადაგატყდებათ ტოტი, რომელზეც
    ასხია ხილი.
    ამიწევს წნევა …ამას მოიტანს ტვინის დუღილი,
    ვეღარ გიშველით
    გუშინდელზე ხვალე წუხილი.

    სად დავიმალო?
    დავალ გავარ-ვარ-ვარ-ებული.
    ვეღარ ვიქნები თქვენს ცოდვებზე შეყვარებული.
    თუ არ შემცირდა თქვენი ცოდვების წიგნის კრებული,
    დარჩებით ყველა პირში ჩალაგამოვლებული.
    იხილოთ მალე მზის ღუმელი აფეთქებული,
    თუ არ დაძრახეთ ცოდვა თქვენგან მანამ ქებული.
    ბალახი მაინც შეიბრალეთ აალებული,
    ნუთუ იმისთვის ხართ მიწაზე დაბადებული,
    თქვენს შემდეგ დარჩეს იგი დედაშეგინებული,
    თქვენამდე ტურფა თვალთსაამო,წარჩინებული.

    ჰუმბაბას ძალა ბინადრობს მხოლოდ თქვენს შავ ცოდვებში.
    მას ზურგს უმაგრებთ
    სიმღერებით თქვენსავ ოდებში.
    სახლშიც გყავთ უკვე, შეუძეხით ძოღან ოდებში
    და ამით სული მოაქციეთ ქვის შავ ლოდებში.
    _____
    მეორეს მხრივ კი ბუხართან ჯდომა,რის მაქნისია?
    გინდამც სიცოცხლე უცხოვრია სხვისი, ნისია.
    ვაჟკაცს თავისი ევალება ქვეყნად მისია,
    თუ მითუმეტეს რიმატ-ნინსუნი დედამისია,
    უკვდავი იყოს ასეთი დედის შვილი, ღირსია.

    ადრე თუ გვიან, მოსწყდება შვილი მშობელთა კალთას,
    დააგდებს დედას ალთას,თავად გზას ნახავს ბალთას,
    ძნელია დედის ხვედრი ნინსუნ,რას იზამ აბა?
    შენ გაწყვეტილი ძაფი გინდა ჭიპს გამოაბა.

  2. ***

    გილგამეშ ასე შორეული და ახლობელი,

    ყველა რომ იცნობს და რჩება დღემდე შეუცნობელი.

    აკი დაფებმა წარღვნამდელი მოგვცა სოფელი,

    ვინც მომავალს ჭვრეტს,აწმყოს ხიდიდან წარსულს მყოფელი.

    იყო ნათელში ვინაც და ნახა ცოდნა ფარული

    და მთათა გზებზე უღელტეხილით სვლა სიარული

    მოუხდა არაერთგზის.თეთრ მთებზე იყო მთასვლელი,

    გზას უნათებდა ვისაც შამაში, მზე და მფარველი.

    ის შეიყვარა,ვით სრუყოფილი ხელმწიფე ერმა,

    ვინც ღმერთმა შეჰქმნა,როგორც ყოველთა დიზაინერმა.

    ის, ვინაც ნახა ყოველი და იცნო ყოველმა,

    ვინც მეფე იყო, დაიძმობილა ვინაც ცხოველმა.

    ჯერაც ვერვინ თქვა გილგამეშივით:”მე ვარ ხელმწიფე”,

    ვერცერთ ბგერაში ვერ დაინახოთ იჭვით სიმყიფე.

    ცოდნის გასაღებს ცის ხეივნიდან ანუ აწვდიდა

    იმას,რომელსაც აგვისტოს ფური ნინსუნა ზრდიდა

    სიღრმე აფქალთა ნახა ვინც მზის მიმართულებით

    და მარტივ ყოფას არჩია ბრძოლის გზა გართულებით,

    ლუგალბანდის ძე იყო, აგვისტოს ფურის შობილი,

    მეფეთა შორის იდეალური და სრულყოფილი.

    ვინც სულიერი გზა განავრცო და გახდა ზრდასრული

    და ოკეანის ჯურღმულებში ნახა წარსული

    ყოფნა-არყოფნის დილემის ღრღნიდა ვის სულაც ყოფა

    და რაც მიიღო ხელდადებით რომ არ იმყოფა.

    და გახმოვანდა თიხის სოლები ვით დაფდაფები

    /ვერ გადაფარა წყალმა რახან ძველი დაფები/,

    დიდ ძმად მონათლეს,მოუწონეს საქმით ქველობა,

    მის გამო ეამაყებოდათ ურუქელობა.

    სადაც სამხრეთით ჰქროდა უდაბნოს წითელი ქარი

    იქ დამწერლობას ჰქმნიდა “მზის შვილი”თვით ენმერქარი,

    ვინაც თიხაზე გამოიყვანა პირველი სიტყვა

    და ვისი მადლით გილგამეშის ამბავიც ითქვა.

    ვის ამბავს ვნებით მოვარდნილი ქარი სამუმი,

    გაავრცელებდა, როგორც ლერწმის ხმას კვლავ სალამური.

    თუმცა დაფებში ამბავია ბევრგან წყვეტილი

    ჯერ არ დასმია დაფებში ნათქვამს ბოლო წერტილი.

    ****

    დედასთან დაბრუნებულა დაღამებული სივრცისა,

    დედა ჰყავს თავად შამაშსაც მზის დედამ ესე იცისა.

    თავისუფლება წასვლის კი არა,

    შინ დაბრუნების არის უფლება.

    დამშვიდებული სულის ცხონება

    და ერთი მიზნით ერთსულოვნება.

    ***

    და გადიოდა გილგამეშის გზა ჰუმბაბას ტყეზე,

    ვით მოკვლა -შექმნის განცხადება ყოფის სიბრტყეზე/158/

  3. ***

    გილგამეშ ასე შორეული და ახლობელი,

    ყველა რომ იცნობს და რჩება დღემდე შეუცნობელი.

    აკი დაფებმა წარღვნამდელი მოგვცა სოფელი,

    ვინც მომავალს ჭვრეტს,აწმყოს ხიდიდან წარსულს მყოფელი.

    იყო ნათელში ვინაც და ნახა ცოდნა ფარული

    და მთათა გზებზე უღელტეხილით სვლა სიარული

    მოუხდა არაერთგზის.თეთრ მთებზე იყო მთასვლელი,

    გზას უნათებდა ვისაც შამაში, მზე და მფარველი.

    ის შეიყვარა,ვით სრუყოფილი ხელმწიფე ერმა,

    ვინც ღმერთმა შეჰქმნა,როგორც ყოველთა დიზაინერმა.

    ის, ვინაც ნახა ყოველი და იცნო ყოველმა,

    ვინც მეფე იყო, დაიძმობილა ვინაც ცხოველმა.

    ჯერაც ვერვინ თქვა გილგამეშივით:”მე ვარ ხელმწიფე”,

    ვერცერთ ბგერაში ვერ დაინახოთ იჭვით სიმყიფე.

    ცოდნის გასაღებს ცის ხეივნიდან ანუ აწვდიდა

    იმას,რომელსაც აგვისტოს ფური ნინსუნა ზრდიდა

    სიღრმე აფქალთა ნახა ვინც მზის მიმართულებით

    და მარტივ ყოფას არჩია ბრძოლის გზა გართულებით,

    ლუგალბანდის ძე იყო, აგვისტოს ფურის შობილი,

    მეფეთა შორის იდეალური და სრულყოფილი.

    ვინც სულიერი გზა განავრცო და გახდა ზრდასრული

    და ოკეანის ჯურღმულებში ნახა წარსული

    ყოფნა-არყოფნის დილემის ღრღნიდა ვის სულაც ყოფა

    და რაც მიიღო ხელდადებით რომ არ იმყოფა.

    და გახმოვანდა თიხის სოლები ვით დაფდაფები

    /ვერ გადაფარა წყალმა რახან ძველი დაფები/,

    დიდ ძმად მონათლეს,მოუწონეს საქმით ქველობა,

    მის გამო ეამაყებოდათ ურუქელობა.

    სადაც სამხრეთით ჰქროდა უდაბნოს წითელი ქარი

    იქ დამწერლობას ჰქმნიდა “მზის შვილი”თვით ენმერქარი,

    ვინაც თიხაზე გამოიყვანა პირველი სიტყვა

    და ვისი მადლით გილგამეშის ამბავიც ითქვა.

    ვის ამბავს ვნებით მოვარდნილი ქარი სამუმი,

    გაავრცელებდა, როგორც ლერწმის ხმას კვლავ სალამური.

    თუმცა დაფებში ამბავია ბევრგან წყვეტილი

    ჯერ არ დასმია დაფებში ნათქვამს ბოლო წერტილი.

    ****

    დედასთან დაბრუნებულა დაღამებული სივრცისა,

    დედა ჰყავს თავად შამაშსაც მზის დედამ ესე იცისა.

    თავისუფლება წასვლის კი არა,

    შინ დაბრუნების არის უფლება.

    დამშვიდებული სულის ცხონება

    და ერთი მიზნით ერთსულოვნება.

    ***

    და გადიოდა გილგამეშის გზა ჰუმბაბას ტყეზე,

    ვით მოკვლა -შექმნის განცხადება ყოფის სიბრტყეზე/158/

  4. -9-

    ღონე და ძალა როცა წინსვლით ძმებს აკლდებოდა.

    ორმაგდებოდა და ჰუმბაბას ემატებოდა

    და სანამ ძმები უიმედობას გზად ქედს უხრიდა,

    აბჯარასხმული ჰუმბაბა მათ საფლავს უთხრიდა.

    ან გოლიათზე საკუთარ ძალებს ვინ მიენდობა

    თუკი არა ადევს სხივის ნიშანი,როგორც შენდობა./97/

    რამდენიც გინდა უშედეგოდ ურჩხულს შეუხტი,

    ვერას გახდები, თუ სათანადო არ გადევს მუხტი.

    ***

    მეფეს სწყალობდეს მფარველი,

    მზის შუქი ელვარებისა,

    ურჩხულის შვიდი მელამის

    მიზეზი მღელვარებისა./მელამი ელექტრონული ველი,აურა/

    შარავანდედი მას ახლვს,

    რაიც ბრწინავდეს, ელავდეს

    მისი მელამის ძალა კი

    ურჩხულის მელამს თელავდეს./97/

    -მარ შამში,შამშუ შა შამე/90/

    არ მიგვატოვო ძმა და მე,

    მაშინაც ,როცაა ღამე,

    სიზმრებით დამფრთხალს ხმა გამე.

    მარ შამში,შამშე შა,შამე/მაგიური ალიტერაცია/

    ძეო მზისა და ცის მზეო/88/

    გზა გამიკაფე სხივითა,

    გადის რომელიც ტყეზეო.

    ის, ვინც მარადის ანათებს

    ჩემთვის ჩაქრება ნუთუო?

    ძე ღვთისა,ძე სინათლისა

    შამაში ,ანუ უთუო/88/.

    ჭეშმარიტება იგია,

    რაიც მკვიდრდება უთუოდ.

    ძეო მზისავ,

    ძეო ცისავ!!!!

    სიცოცხლეო საწყისისავ!!

    მარ შამში,შამშე შა,შამე!

    მარ შამში,შამშე შა,შამე!!

    მარ შამში,შამშე შა,შამე!!!

    ***

    ამოიყვანდეს ლოცვანი,რაიც რომ მოდის გულიდან

    წყვდიადით გარემოცულსა სხივოსან ხბოს უფსკრულიდან.

    არ დავიღლები იმაზე, ლოცვით და იმის ქებითა,

    ხბოდ იბადება ვინც ბნელში და წყვდიადს არღვევს რქებითა.

    მისგან მაქვს მეურვეობა,აქა ვარ მისი ნებითა,

    სადაც დავაა, გადაწყდეს სადაო შერკინებითა.

    ***

    გამარჯობა მზეო!!!

    ჩამო ერდოზეო,

    დავჯდეთ გემოზეო.

    გამარჯობა ცაო!

    ღრუბელ მაიცაო,

    ჩიტებს გილოცაო!!!

    გამარჯობა დღეო!!!

    ჩემო ნატვრის ხეო!!!

    საქმე მასესხეო!!!!!!

  5. -8-

    ენლილმა ისმინა გილგამეშის თხოვნა

    ღმოსავლეთის,ჩრდილოეთის,

    დასავლეთის და სამხრეთის ქარი

    ოთხივე მხრიდან ეცნენ ჰუმბაბას

    და შეუმტვრიეს სახე მწუხარი.

    შამაშმა კუთხის ქარებს დაურთო ზედ სხვა ქარები,

    არ დააყოვნა, საქმეები ჰქნა მან ნაჩქარები.

    გააფთრებული მეხუთე ქარი ურჩხულს უტევდა,

    ქარი მესტვირე სტვირით ტვინში ტაშით/ცემით/უსტვენდა

    სულთამხუთავი მეექვსე ქარი იყო ფიცხელი,

    უდაბნოს ქარად წოდებული სამუმი ცხელი

    და იყო იგი ქარებს შორის წითელი ქარი,

    მტვერსა და ქვიშას აყრიდა თვალში მხეცს ბობოქარი.

    მოჰქონდა ყელის სიმშრალე და მორბოდა შკვალი,

    რასაც შეეხო,დააჩინა ყველაფერს კვალი.

    სისხლი გაუშრო ჰუმბაბას,უწყალოდ დატოვა მშრალი,

    ბღაოდა მხეცი განწირული და ხახამშრალი.

    მეშვიდე ქარი ძვლების გამჭოლი/Piercing/და გამგმირავი

    მუხლში ეკვეთა, მისგან მხეცი იყო მგმინავი.

    ნეკრესის ქარმა, იყო რომელიც მეტად ავყია,

    ტვინის ჯანჯღალით ფეხზე მდგომი ის შეარყია.

    გამოაცალეს დასაყრდენი მიწის წერტილი,

    ვინ დააბამდა ქარებს, თუ იყვენ თოკს მოწყვეტილი?

    ასეთი ქარით ბევრი ყოფილა ამოწყვეტილი,

    იგი შეანგრევს კარს,იყოს თუნდაც გამოკეტილი.

    თავზე დააცხრა ვით მტაცებელი ფრინველი ავი,

    ქარი, რომლისგან სისხლი ძარღვშია მყის გამყინავი.

    მეათე ქარმა გულთან სიკვდილის დაადო ხალი,

    ეძგერა ურჩხულს, მძვინვარებდა თვით ქარიშხალი.

    სიკვდილის როკვით ქარებმა შექმნეს ტრიალით ბუქნი

    და აქეზებდა დანარჩენ ქარს ზღვიდან ქარბუქი.

    მეთორმეტე ქარს ხელზე ბეჭედი ბედის ეკეთა,

    ერქვა სიმურუ იგი ურჩხულს ყელში ეკვეთა.

    ქროდნენ ქარები რომ აღმოეფხვრათ ცოდვა მონური

    და ამ დროს ქარებს შორის ერქვა ერთს დემონური.

    ***

    თმებით ითრევდნენ კედარს ქარები,

    სიკვდილის ღია იყო კარები.

    სიკვდილს უხმობდნენ ქარის ზარები,

    ხე ეცემოდა ნაიარები.

    ამ ტარაბუა ქარებს მოჰყვა სიკვდილის წვიმა

    და შემზარავი სურათი უფრო მან დაამძიმა.

    შავი ბურუსი გახდა ყოვლის ირგვლივ მფლობელი,

    დაპატარავდა შიშისგან მხეცი,შიშის მშობელი.

    წვიმის გახსნილმა მეორე ფრონტმა მხეცი აწვალა

    და შემზარავმა მისმა ღრიალმა მთა განაწვალა

    სირიისა და ლიბანის მთებმა შიშისგან იმ დღეს

    გვერდი იცვალეს, დაფრთხობილებმა ფეხიც კი იდგეს.

    სიკვდილი როგორც ნისლი ისაე ჩამოწვა ტყეში

    და კვალს უღებდა ნაფეხურებზე მხეცს სიბნელეში

    ***

    ცამეტი ქარით ნაცემი დევი

    შეირყა ბრძოლით ღამენათევი.

    თუ ბრძოლის ჯინი ვერსად ეტევა,

    უკანდახევას სჯობდეს შეტევა.

    როგორც სიჩქარე,დაყოვნებაც არ ღირს ნამეტი,

    შენს მხარეზეა როცა ქართა ჯარი ცამეტი.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: