Posted by: burusi | 06/10/2009

მარჯორი უორდროპი – Marjory Scott Wardrop

ოლივერ უორდროპის და - მარჯორი სკოტ უორდროპი - Marjory Scott Wardrop

მარჯორი სკოტ უორდროპი - Marjory Scott Wardrop

მარჯორი უორდროპი (1869_1909) _ ინგლისელი მწერალი ქალი, და ინგლისელი დიპლომატის, ოლივერ უორდროპისა, რომელმაც იმოგზაურა ჩვენს ქვეყანაში და დასწერა წიგნი – «საქართველოს სამეფო». ამ წიგნმა ძალიან დააინტერესა მარჯორი. მან გადასწყვიტა ქართული ენისა და ლიტერატურის შესწავლა და თვით ქართველი ხალხის ახლო გაცნობა. თავისი განზრახვა მან სისრულეში მოიყვანა: ჩქარა მთელი ოჯახით ეწვია საქართველოს და სამუდამოდ დაუმეგობრდა ჩვენს ქვეყანას. მისთვის ქართული ლიტერატურა მეორე მშობლი-ურ ლიტერატურად შეიქნა. იგი საუცხოოდ წერდა და კითხულობდა ქართულად, მან შეისწავლა ჩვენი ძველი და ახალი ლიტერატურა და ცდილობდა იგი ინგლისისათვის გაეცნო. გაფაციცებით ადევნებდა თვალს ჩვენი მწერლობის განვითარებას, ჩვენს პრესას და ყოველ ახლად გამოსულ წიგნს წაუკითხავს არ სტოვებდა.
მარჯორი უორდროპმა ინგლისურად გამოსცა: 1) ცხოვრება წმინდა ნინოსი, 2) «განდეგილი» ილია ჭავჭავაძისა, 3) ქართული ხალხური ზღაპრები და 4) სულხან ორბელიანის «სიბრძნე სიცრუისა».
მარჯორი უორდროპი უდიდესი თაყვანისმცემელი იყო შოთა რუსთაველისა. მან ზედმიწევნით შეისწავლა «ვეფხისტყაოსანი» და გადათარგმნა კიდეც იგი ინგლისურ ენაზე, რაზედაც მუშაობდა ათი წლის განმავლობაში. თავისი მუშაობის დროს სარგებლობდა ქართველი მწერლების რჩევადარიგებით, მას ხშირი მიმოწერა ჰქონდა ილიასთან და აგრეთვე სხვებთან. ილია ჭავჭავაძეს, როგორც პოეტსა და უდიდეს ქართველ მოღვაწეს, იგი განსაკუთრებულ პატივს სცემდა.
მარჯორი უორდროპი გარდაიცვალა 1909 წ. ბუქარესტში


Responses

  1. uordropebis shesaxeb 2008 wels aRmochenil iqna uamravi informacia. tu dagainteresebt informaciis miReba shegizliat damikavSirdet el. fotit.

  2. დიდი მადლობა გამოხმაურებისათვის, ემეილით დაგიკავშირდებით


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: