Posted by: burusi | 02/10/2009

თამაზ ჭილაძე – ბიოგრაფია

თამაზ ჭილაძე

თამაზ ჭილაძე – Tamaz Chiladze (1931)

დაიბადა 1931 წლის 5 მარტს ქ. სიღნაღში. მამა – ივანე, ეკონომისტი იყო. 1938 წელს შეიყვანეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სკოლაში. 1946 წლამდე იზრდებოდა ქ. ბათუმში. საშუალო სკოლა კი თბილისში დაამთავრა (ვაჟთა მე- 7 სკოლა).
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (1954). მუშაობდა ჟურნალ “ცისკარში” (1958–64), იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის რესპუბლიკური კომიტეტის პ/მგ მდივანი (1964–73), ჟურნალ “საბჭოთა ხელოვნების” მთავარი რედაქტორი (1973–81), საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის მდივანი (1981–87). 1991–იდან პროფესორია და დრამატურგიის კურსი მიჰყავს საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტში, 1997–იდან ჟურნალ “მნათობის” მთავარი რედაქტორია.
პირველი ლექსები გამოაქვეყნა ალმანახში “პირველი სხივი” (1951), ლექსების პირველი წიგნი – 1956. მას შემდეგ მისი მრავალი წიგნი გამოქვეყნდა: პოეტური კრებულები – “ღია სარკმელი” (1958), “მზის საათი” (1962), “ივლისი” (1966), “მახსოვრობა”(1978), “ლექსები” (1987), “მზე დეკემბერში” (1999); პროზაული კრებულები – “გასეირნება პონის ეტლით”. შუადღე” (1963), “ვინ ცხოვრობს ვარსკვლავებზე” (რომანი, 1965), “თეთრი კვამლი” (1967), “აჰა, მიიწურა ზამთარი” (რომანი, 1967), “მდგმურები” (1971), “აუზი” (1972), ”წერო”, “პოსეიდონის სასახლე”, “კაქტუსის ბაღი”, “ბრეიგელის მთვარე’’; პიესები: ”სურათები საოჯახო ალბომიდან”, ‘’თავფარავნელის ბალადა”, “ბუდე მეცხრე სართულზე”, “როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის’’, “არაბეთის სურნელოვანი ბალახები”, “ნადირობის სეზონი’”, “მშვიდობით ლომერა”, ‘’ნახვის დღე’’, ‘’ჭალას ჩიტი მომკვდარიყო”; ესეები, ლიტერატურული წერილები: იაკობ ცურტაველის ‘’შუშანიკის წამება’”, ‘’რუსთაველი,’’ “წინასწარმეტყველი” (ილია), “აკაკი წერეთლის პოეზია”,’ნიკოლოზ ბარათაშვილი”, ‘’ვაჟა-ფშაველა’’, ‘’გიორგი ლეონიძე”, “გალაკტიონ ტაბიძე’,”რობერტ სტურუა’’, ‘”დავით კაკაბაძე”, “ნიკო ფიროსმანაშვილი“, “მესამე ზარი”…

მწერლის ნაწერები თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე, მათ შორის: ფრანგულად, ინგლისურად, უკრაინულად, ესპანურად, იტალიურად, ჩეხურად, სლოვაკურად, სერბიულად, უნგრულად, ბულგარულად, პოლონურად, თურქულად, სომხურად, ესტონურად, ლატვიურად, ლიტვურად. პიესები იდგმება თეატრებში, როგორც ჩვენში, აგრეთვე საზღვარგარეთ (ტელესპექტაკლების სახით). პიესებს სახელგანთქმული რეჟისორები დგამდნენ: რობერტ სტურუა, თემურ ჩხეიძე, გიზო ჟორდანია, გიგა ლორთქიფანიძე, გოგი ჩაკვეტაძე, გოგა თავაძე. სოფიკო ჭიაურელმა დადგა “არაბეთის სურნელოვანი ბალახები”.
დაჯილდოვებულია “ივანე ჯავახიშვილის მედლით უნივერსიტეტის წინაშე დამსახურებისათვის.” (1978). მიღებული მაქვს რუსთაველის (1992წ), სახელმწიფო (1997წ), ალექსანდრე ყაზბეგის, აკაკი წერეთლის, გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიები.
1996 წელს დასავლეთ გერმანიის რადიო მაუწყებლობამ მიანიჭა პირველი პრემია პიესისათვის “სამოთხის კვარტეტი”.
1999 წელს კემბრიჯის საერთაშორისო ბიოგრაფიულმა ცენტრმა 1999-2000 წლების “საერთაშორისო ადამიანის” წოდების ნომინანტად დაასახელა. 1982 წლიდან მწერლის სახელი შეტანილია მსოფლიოს გამოჩენილ პიროვნებათა დიდი ბრიტანეთის ენციკლოპედიურ ცნობარში, აგრეთვე ევროპის გამოჩენილ პიროვნებათა ცნობარში (ბელგია).


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: