Posted by: burusi | 02/10/2009

ოთარ ჭილაძე – გოდორი (ამონარიდები)

ოთარ ჭილაძე

ოთარ ჭილაძე

***

“ინგრეოდა, ნადგურდებოდა წინა-პართა სისხლითა და ოფლით, ხმლითა და წიგნით წვითა და დაგვით ნაშენები ქვეყანა. წყალს მიჰქონდა ნაფოტივით, ქარს მიჰქონდა თივის ბულულივით, ორი მეფის,ოთხი მთავრის, ერთი ათაბაგისა და უთვალავი თავად-აზნაურის უკუდო, ამპარტავნობას გადაყოლილი, მათ სიხარბესა და სივერაგეს ვერგაწვდენილი…”

“თავის მოსულელებაც ერთგვარი სახეა ბრძოლისა, მით უფრო, როცა სხვა აღარაფერი შეგიძლია”

სამშობლოს სიყვარულით ყველაფრის გამართლება, არა მარტო უსინდისობაა, ჩამორჩენილობაცაა უკვე. “სამშობლო, დედის ძუძუი” ეტო ვზდორ! ვზდორ! და კიდევ ერთხელ ვზდორ!

სამშობლო იქ არის, სადაც უკეთესად გრძნობს კაცი თავს და არა იქ, სადაც მამა-პაპის ცოდვების გამო ადვილი შესაძლებელია, შენ წაგაცალონ თავი.

ქართველებს რომ გულში უდევთ ის საქართველო აღარ არსებობს…

“აუცილებელია ყველამ, სრულიად საქართველომ, სასწრაფოდ მოიშალოს მუცელი… გაიკეთოს აბორტი – დაუნდობლად, დაუნანებლად… თუკი მართლა აპირებს გადარჩენას”.

ნაუცბათევ ქორწილებზე რომ ტყვია წამალი იხარჯება სავსებით საკმარისი იქნებოდა აბსუების თუნდაც ერთი იერიშის მოსაგერიებლად ჩრდილო დასავლეთის ფრონტზე!

ერთად ვუშველოთ სამშობლოს! ნუ განვუდგებით სიღარიბის გამო. ნუ ვუუკადრისებთ სიპატარავისთვის. ნუ დავუწუნებთ გარეგნობას. განა ყველა მშობელი ერთნაირად ლამაზი არ არის?! მოვუხმოთ ჭკუას და დავბრუნდეთ შინ, გაქცეულნიც და გასაქცევადაც გამზადებულნიც… ბარგზე მჯომარენიც… ბატებო, ბატებო, შინ! ჩვენს დროს იყო ასეთი თამაში. უფრო სწორედ, უფროსები თამაშობდნენ ასე ჩვენს ბავშვობაში…

“მასუნთქეთ ჩემი სამშობლოს სურნელი. ხურდა არ მინდა. სიცოცხლეს ვიხდი მთლიანად. რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს ჩვენს დროში, სამშობლოს სურნელს ვერ გაყიდი. სამშობლო იყიდება. მისი სურნელი კი არა. სურნელი მაინც აქ რჩება, გამოცარიელებულ სივრცეში, ნასამშობლარზე…

,,საქართველოში, ქართველის გარდა, ჯერჯერობით არავინ დაჩაგრულა…”

,,მეტი არც არაფერია ოჯახი. მიუხედავად უსიტყვო შეთანხმებისა, ანდა, სწორედ უსიტყვო შეთანხმების გამო, არავის არ უნდა და მაინც ყველას ხელს აძლევს ერთ ჭერქვეშ ცხოვრება…”

,,სიყვარულიც თავისებური ომია, განსაკუთრებული სახეობაა ომისა დადაპირისპირებისა, ოღონდ, ნებისმიერი ომისა და დაპირისპირებისგან განსხვავებით, იქ მხოლოდ ის იმარჯვებს, ვინც მარცხდება, ანუ, ვისაც დათმობის, გაგების, მიტევების უნარი მეტი აღმოაჩნდება. ამიტომაც არის ყველასთვის და ყოველთვის გაუგებარი. მაგრამ ამავე დროს მიმზიდველიცაა და ძლიერიც, სწორედ იმიტომ, სრულებითაც რომ არ ცდილობ გასაგები გახდეს ვინმესთვის…”

,,ადამიანი არასოდეს მარტო არ ცდება, მაგრამ, სამწუხაროდ, ყოველთვის მარტო აგებს პასუხს საერთო შეცდომებისთვის…”


Responses

  1. geniosi

  2. რაც უფრო ადრე განეწყობი სასიკვდილოდ მით უკეთესი, მერე მშვიდად იცხოვრებ დარჩენილ დროს.

    მარტის მამალი

  3. არც სულ სიცოცხლე ვარგა და არც სულ სიკვდილი, როდისმე ერთიც მოგწყინდება და მეორეც. თანაც ვინ იცის, ან თუ იცის საიდან იცის, სიცოცხლე რომ ჯობია სიკვდილს. მესამე გზა არ არსებობს, ან მკვდარი უნდა იყო ან ცოცხალი. ანდა, როგორც ინდოელებს სჯერათ რამდენჯერმე უნდა იბადებოდე…

    მარტის მამალი

  4. …რასაც ამბობს სხვისას ამბობს და სხვასავით ამბობს, დავუშვათ მამასავით ანდა ვანო მასწავლებელივით, მაგრამ არც ესაა ცოტა- მოსმენისა და დამახსოვრების უნარი, სხვა თუ არაფერი, სწორედ საკუთარი სათქმელის აღმოსაჩენადაა აუცილებელი, ის მიგახვედრებს მხოლოდ რის სათქმელად ხარ მოწოდებული თავად.

  5. chven davbrundebit….

  6. rac Tvals akldeba, suls emateba.

    rkinis Teatri

  7. ”გოდორმა” ისე დამზაფრა, რომ იმ ზამთარს სხვა ვერაფერი წავიკითხე…..

  8. “…rac Tvals akldeba, is suls emateba.”

    rkinis Teatri

  9. მაგარია გოდორი

  10. უდიდესია

  11. მტკივა ,როცა წარმოვიდგენ ,რომ მეტს ვერაფერს დაწერს და ჩვენც ვერ წავიკითხავთ


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: