Posted by: burusi | 02/10/2009

თამაზ ჭილაძე – სინატიფის ძლევამოსილება

ანა კალანდაძე

ანა კალანდაძე

ანა კალანდაძე – Ana Kalandadze

ანა კალანდაძის პოეტურმა სიტყვამ ჩვენი ხალხის სულის წიაღიდან სწორედ მაშინ გამოანათა, როცა გვეგონა, ჩვენი სულიც ისევე გაუხეშებული, დაბრმავებული თუ დაყრუებული იყო, როგორც ჩვენივე ცხოვრებისეული სინამდვილე. სხვათაშორის, დღეს ჩვენც ნუგეშივით აღვიქვამთ მის ლექსებს, ისევე, როგორც მათი პირველი მკითხველები. თუმცა, სხვა რა არის პოეზია, თუ არა ილუზია ღვთაებრივი ნუგეშისა?

მთავარი, რაც ასე გამოარჩევს ანა კალანდაძეს ჩვენი დღევანდელი შესანიშნავი პოეტების გუნდიდან და თავისთავადობასაც ანიჭებს მას, ალბათ, უპირველეს პოვლისა, ერთი შეხედვითუმწეო, ადვილად დასამსხვრევი სინატიფის ძლევამოსილებაა. ასეთი განცდას აღძრავს, მაგალითად, ჩინური ფაიფური ანდა ძველი ქართული ნინანქარი. ჩნდება სიმშვიდის მაგნიტური ველი, გაზაფხულის ხასხასა მდელო, გარშემორტყმული მირაჟებად ქცეული ხილვებითა თუ ჩვენებებით, რომლებიც, შეიძლება იმ ქვეყნიდანაც კი, ანუ ჩვენი მარადიული სამყოფელიდან გვევლინებიან და ორი ქვეყნის საზღვაღზე დგომის, თუ შეიძლება ასე ითქვას_შემაშფოთებელი სიამით გვავსებენ. ,,ორი ქვეყნის, ორი ქვეყნის საზღვრად ვდგავარ, გულო რისად მეხუნები?”

ანა კალანდაძის პოეზია იდენად ემოციურია, საკვირველი არ იქნება, ეგზატირებულ ლოცვად წარმოიდგინოს ვინმემ, მითუმეთეს, რომ პოეტი უძველესი ქართული ჰიმნოგრაფიის ტრადიციასაც აგძელებს. Mისი ლექსებიდან ჩვენს დღევანდელოდაში გადმოდის საგალობლების იდუმალი მუსიკა, რომელიც არსებითად ამეთყველებული ფიქრია, გულისთქმაა, აღსარებაა საკუთარი სინდისის წინაშე მარტოდ დარჩენილი ადამიანისა. ამასთანავე, მისი ლექსები, მაღალი ხელოვნების, მაღალი პროფესიული ნიშნითაა აღჭურვილი, ამდენად, აქ ეგზალტაცია კი არა, ემოციური ლოგიკაა, თუ გნებავთ, ემოციური წესრიგი, ერთგვარი ,,ემოცირბის სპექტრი”, სადაც ისევე ბუნებრივი კანონზომიერებითაა წარმოდგენილი სიტყვები, როგორც ფერები _ ცისარტყელაში.

ერთ მეტად ცნობილ მწერალზე უთქვამთ, იმას კი არ წერდა, რაც ხალხს უნდოდა, არამედ იგივე უნდოდა, რაც ხალხსო. შაგულისხმო სიტყვებია, მედროვე, პოპულარობის მაძიებელი კალმოსნისგან ასე რომ ანსხვავებენ ნამდვილ შემოქმედს. ვფიქრობ, ეს სიტყვები შეიძლებოდა ანა კალანდაძის მისამართითაც გაგვემეორებინა.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: