Posted by: burusi | 24/09/2009

გიული წერეთელი – ერთი მუჭა მზე

კარლო კაჭარავა - Karlo Kacharava

კარლო კაჭარავა - Karlo Kacharava

გიული წერეთელი – Giuli Tsereteli

რამდენ ხანს ეძინა თივის გროვაზე, ვერ გეტყოდათ. თვალი რომ გაახილა, მზე დაისის პეიზაჟს ქარგავდა უკვე. თავი არ წამოუწევია, ისე უწვდინა მზერა ჰორიზონტს. მნათობს ყველაფერი თავის გემოზე შეეფერადებინა, ოქროსფერი უხვად გადაეღვარა მინდვრებზე და ყველაფერს მისი ბრწყინვალე ხელი აჩნდა: ფოთლებს, ბალახს, თივის ღერზე მიკრულ კალიას… თვითონ, შემოდგომის ხატვაში დაღლილ მხატვარს ძალა გამოსცლოდა და აღარ იყო ისეთი მწველი, როგორც ორიოდე დღის წინ.

გოგონა იწვა და დაჟინებით მისჩერებოდა …მთებს შუა მცურავ ბრიალა სხეულს. თვალი ცეცხლისფრად ავარვარებულმა თივის ზვინმა მოსტაცა, მაგრამ ვეღარ გაუძლო ამდენ ბრწყინვალებას … ციცინათელები აუფრინდნენ ქუთუთოებს შიგნით. ნიავმაც, შეთქმულივით, თივის სურნელი მოჰბერა და თავბრუ დაახვია. სხეული მოუდუნდა. ერთადერთი რაც შესძლო, ხელისგულით იჩრდილა მნათობი. მზე კი გაეთამაშა, თითებს შორის გამოუძვრა და ნაზად მოეფერა სახეზე. გოგონამ ჯერაც ჟანგისფერშერჩენილ მკლავს გადაატარა ახლა თვალი და სმენა დაძაბა, აქაფებულმა ტალღამ ზღვის საიდუმლო ჩაუღვარა ყურში. მსწრაფლ წამოიწია, წამოჯდა და მოკეცილ მუხლებს იდაყვებით ჩამოეყრდნო. თივაში ჩაკარგული ტერფებს დახედა და სიამოვნებისგან გაიბადრა. არ ეშვებოდა ნიავი, თმას უწეწავდა, არ უყენებდა კისერზე ჩალისფერ კულულებს…

_მეც შემოდგომის ფერი მაქვს_გაუელვა გონებაში_მეც ხომ ბუნების შვილი ვარ. ეს მთა მეც მეკუთვნის, ტყეც, ველიც, ეს მიწაც და …

მნათობს გახედა ისევ. ყველაფრის სიახლოვეს გრძნობდა ჰაერისაც, მიწისაც… აი, მზე კი შორს იყო, შორიდან ათბობდა და ეალერსებოდა.

_მზეც მინდა, მზეც_ შეუტოკდა ბაგე, მუდარით სავსე თვალებით მიაპყრო მნათობს და მისკენ გაიშვირა ორივე ხელი. მწიფენარინჯისფერმა თვალები აუჭრა, აუცრემლა, მაგრამ სურვილი, დაესაკუთრებინა მზე იმდენად დიდი იყო, სახე არ დაუხრია, პირიქით, დიდხანს იჯდა მავედრებელ პოზაში. მერე თითქოს თანხმობა მიიღოო, ოქროსფერ დისკოს წრე თითებით შემოავლო, ხელის მტევნები ფრთხილად ერთმანეთს შეაწება და … მოეჭიდა. რაც მეტად ეწეოდა აბრიალებულ ბურთს, მით უფრო რწმუნდებოდა, ერთი ხელითაც მოვერევიო. მზე ახლა ცალ ხელში გადაიტანა, ხელისგულზე დაიბრძანა, თითები შემოაჭდო…

სიხარული ორმოებად ჩაებურცა ავარდისფერებულ ლოყებზე, გოგონას ხელში მისი წილი, ერთი მუჭა მზე ეჭირა.


Responses

  1. chemo mshveniero “mcetalo”megobaro… Nodar Dumbadzis ar ikos “oqro tvini rom gqonda ki vicodi, magram aseti datsuruli bajaglo tu gedeboda mag “gamxmar” tavshi ar megona”… es mxolod iumorit natqvami araa, martla vigulisxme, da ici rato?! saqartveloshi rom vikot ar gamikvirdeboda, magram aq, emograciashi 10-12 clis mandzilze gamomshrals da gamophituls aseti zusti xedva , carmodgena, pantazia ki ara da- mexsiereba qartuli bunebisa, shegrdznebebisa rogor chegidzlia?! gaocebuli var, vkitxulobdi da… “iq, im tivis zvinze vikavi”. dagelocos is tvali romlitac xedav,goneba romlitac piqrob,guli romlitac grdznob da marjvena romlitac tser !!!
    p.s. es rogorc megobars minda gitxra:ase dzalian rom ar “gckurodes” da genatrebodes, netav tu daickebdi tseras??? xoda, modi shens aqet gamomshvebsac gaumarjos!!!
    DIDI MADLOBA GIULI, DIDI MADLOBA…

  2. გიული, სულ ვფიქრობდი, რამდენად გულწრფელად ჟღერდა ჩემი შეფასებები შენი ნაწერისა.
    ახლა კი ხათუნას საოცარი კომენტარი რომ წავიკითხე, ერთსღა დავძენ მხოლოდ – ეგეც მე ვარ!?

    ისე, ხათუნაც უნდა წერდეს. ეს კომენტარი უკვე ლამაზი ლიტერატურაა

  3. მადლობა, ჩემო ხათუნა, რომ პატივი დამდე ,კომენტარი გამიკეთე და კიდევ ერთხელ მაგრძნობინე, რომ ნოსტალგიას კალმითაც შეიძლება ებრძოლო. თუმცა მე საქართველოშიც სულ ნოსტალგია მჭირდა, ნოსტალგია ისეთი ადგილისა, სადაც მუზებს დამეგობრებული ადამიანები ერთად შეიკრიბებოდნენ, ერთი დიდი “სამოვრის გარშემო დაჯდებოდნენ და ხელოვნებაზე ისაუბრებდნენ”(ნიკალასი არ იყოს). მავანი ამას ყოველთვის ახერხებდა, მაგრამ ჩემისთანა ადამიანისთვის ქრონიკული მოუცლელობა რომ ჭირს, ეს მართლაც სანატრელი იყო. თამაზ ვერულავამ ეს პრობლემა ნაწილობრივ გადაგვიჭრა, “ათუხთუხებს მის სამოვარს და გვთავაზობს სურნელოვან ჩაის”,რისთვისაც დიდი მადლობა მას. მე ტკბილად ვიხსენებ კლარკის თოვლიან საღამოებს , ქართულ ლირიულ ჰანგებსა და ჩვენს დუეტს შენს მანქანაში. ამისათვისაც დიდი მადლობა შენ!

  4. მადლობთ, ბატონო კობა, ჩემთვისაც რომ მოიცალეთ.რაც შეეხება ხათუნას, მართალი ხართ, მხოლოდ ფონედოსკოპით არ ესმის ადამიანის გულის ძგერა. და საერთოდ, რა გასაკვირია, ჩვენ ხომ იმ ქვეყნის შვილები ვართ, სადაც “ყოველი კაცი პოეტია და პოეტი ორჯერ პოეტი”.ასეთი ერის მართვაც ამიტომაა ძნელი, მათი ემოციაც ბორჯღალივით სულ მუდამ მბრუნავი…

  5. ” …DA MAINC MJERA AR AGCDEBA D A F N I S G V I R G V I N I”

  6. Ena , Mcerloba- pirveli ukvdavebis camali, ramac chveni ERI dgemde acocxla im saxit, rogorc gachnda igi am kveyanaze ataseuli clebis ukan, shen ki am tradiciis girseuli gamgrzelebeli xar,rangan sheni ena , sheni CARTULI saamoa, vitarc CAGALOBELI. shen chemi monatrebuli CARTULI mitsis, SULIS da XORCIS madliani yivili xar am ucxo kveyanashi, tumca asetive iyavi SACARTVELOshic. sheni saubaria sfinxivit rom camomayenebs yoveltvis da ertxelac albat chemi kalami tetr cagaldze daicyebs trtolvas…………….

  7. მინდოდა კიდევ გაგრძელებულიყო საკითხავი, ეტყობა ამის დამწერს თვითონ აქვს გულში მზე.
    თბილი გული აქვს და კალამიც უჭრის.

  8. Hemo jvirpaso GIULI kvelaperi ise hamotvele, ise lamazad gaswvdi – lekss saocrad gadamdebi aura akvs, pirvelad wakitxvis shemdeg, garda gadakitxvis , sixaruli amogatkmevinebs : es rakargia da ra lamazad dawerilia. DIDI MADLOBA GIULI AM SIAMOVNEBISATVIS.

  9. au chavchavadzis leqsebi minda..

  10. shenma ertma mucha mzem chemi erti mucha guli mtlianad amoavco da icecaciamovnot gamatbo, rom kidev ertxel davrzmundi,ara marto cikvarulia vertikaluri, tanac brunvadi, aramed cilamazec.

  11. jer minda gitxra ro zalian mwyins rom saqartveloshi ara xar .rac sheexeba nawers zalian momewona titqosda shems nawerebs gavs sulierad.mere ra rom shen saqartveloshi ara xar mtavaria shen gagascnia imdeni xedva ro qartuli mze da tivis zvinis saamo surneli sheigrzno.

  12. ARVICI RA DAVWERO!SITYVEBI AR MKOPNIS CHEMTVIS-KALMIS DIDOSTATIS SHESAMKOBLAD!BEDNIERI VAR,ROM GAMZARDA GIULI WERETELMA!

  13. giuli, mogvenatre kvelas

  14. რა ფაქიზი სულის მატარებელი ჩანახატია…აღფრთოვანებული ვარ!!! ბრავო გიული, დიდი მადლობა!!!

  15. mec erT-erTi wereTeli var, saqarTvelos Tbil da keTil miwaSi gaRvivebuli da misi cxoveli mziT amozrdili, marTalia, emigrantoba ar gamomicdia, magram gafiqrebac mzaravs… qalbatono giuli, Cven TiTqmis erTi Taobis da erTi sikeTis mzis mowileebi vyofilvarT, me bavSvebisTvis vwer, Tumca Cemi mxolod erTi wignia jer gamocemuli. Tqvenma nawerebma sulieri siTbo momaniWa, am siTbom ki erTi sulieri da SemZina _ da, romelsac ver vxedav, magram vgrZnob! rogor alamazebs Cveni cxovrebis amaoebas Cveni gulidan wamierad gamosxivebuli siTbo… madloba am siTbosTvis! rac ufro xSiri da Zlieri iqneba aseTi sxivebi, miT metad mivuaxlovdebiT zecas _ qarTul zecas! siyvaruliT da pativiscemiT manana wereTeli


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: