Posted by: burusi | 12/09/2009

ზაქარია ჭიჭინაძე – ბიოგრაფია

ზაქარია ჭიჭინაძე

ზაქარია ჭიჭინაძე

ზაქარია ეგნატეს ძე ჭიჭინაძე (1853_1931)

ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწე მწიგნობარი და ისტორიკოსი
ზაქარია ჭიჭინაძე დაიბადა 1853 წელს თბილისში. იგი მეთხუთმეტე შვილი იყო
ეგნატე ჭიჭინაძის ღარიბი ოჯახისა. ზაქარია დაწყებით განათლებას ეზიარა თბილისში, ჯერ მთაწმინდის სკოლაში, შემდეგ კი ირაკლის სახელობის სასწავლებელში. 13 წლიდან იწყება მისი შრომითი საქმიანობა, მუშაობს ხან თამბაქოს ფაბრიკაში, ხან სასტუმროში. ერთხანს საცენზურო კომიტეტში მუშაობდა მოხელედ. თავიდანვე გატაცებით კითხულობს ისტორიულ და გეოგრაფიულ ლიტერატურას, აგროვებს ძველ ხელნაწერებს. 1869 წელს დაუახლოვდა ცნობილ ქართველ პუბლიცისტსა და საზოგადო მოღვაწეს სერგეი მესხს, რომელმაც ზაქარია მიიწვია გაზეთ “დროების” თანამშრომლად. 1872 წლიდან ამ გაზეთის ფურცლებზე სისტემატურად იბეჭდებოდა ზ. ჭიჭინაძის წერილები “მთაწმინდელის” ფსევდონიმით.
1875_1878 წლებში ზაქარიამ შეკრიბა 500-ზე მეტი ძველი ხელნაწერი, პერგამენტი და კომენტარებით გამოსცა. ზაქარია წიგნებს წერდა, საკუთარ სტამბაში აწყობდა, ბეჭდავდა, კინძავდა და თვითონვე გაჰქონდა ბაზარზე გასაყიდად. ზ. ჭიჭინაძემ გამოსცა “ქართლის ცხოვრება” (რამდენიმე ტომად). მის მიერაა შედგენილი და გამოცემული მრავალი ისტორიული, ბიბლიოგრაფიული, ეთნოგრაფიული, სამეცნიერო_პოპულარული და სხვა ხასიათის წიგნი. ზაქარიამ შექმნა ქართველ მოღვაწეთა ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი მონოგრაფიული შრომები, რომლებიც დღესაც დიდ დახმარებას უწევენ მკვლევართ.
ზაქარია Qჭიჭინაძის სახლის კარი ღია იყო სასურველი სტუმრებისათვის, აქ არაერთხელ ყოფილან: მაქსიმ გორკი, მიხა ცხაკაია, ეგნატე ნინოშვილი.
ერთხანს ზ. ჭიჭინაძე ხელმძღვანელობდა ,,მუშა ხელოსანთა წრეს”. წრის წევრებს უკითხავდა ი. ჭავჭავაძის ,,გლახის ნაამბობს,” ,,კაკო ყაჩაღს,” ევროპელ სოციალისტთა ნაწარმოებებს. წრე უშვებდა ქართულ ხელნაწერ ჟურნალ
,,მუშას.“ Aამ წრეში აღიზარდნენ ცნობილი რევოლუციონერები: ძმები ზაქარია და მიხა ჩოდრიშვილები, არაქელ ოქუაშვილი. გოლა ჩიტაძემ ზაქარიას დახმარებით თარგმნა და გამოსცა ნ. ჩერნიშევსკის აკრძალული ბროშურა ,,ოთხი ძმა”. ზაქარიამ ქართველი მკითხველისთვის გამოსცა სენ-სიმონის, შარლ ფურიეს, პრუდონის ბიოგრაფიები, მანვე დაწერა ნეკროლოგი კარლ მარქსზე.
1922 წლის თებერვალში მხცოვან მწიგნობარს მოღვაწეობის 50 წლის იუბილე გადაუხადეს, რომელიც მიჩნეული იქნა ქართული წიგნის იუბილედაც, რადგან ქართული წიგნის შედგენა-გამოცემასთან იყო დაკავშირებული ზაქარია ჭიჭინაძის მთელი სიცოცხლე. იგი ამ საქმის პიონერი იყო. გაზეთი ,,კომუნისტი’’ 1922 წლის 19 თებერვალს წერდა: ,,ის ცოცხალი მატიანეა ჩვენი მწერლობის და ვისაც სურს გაიგოს ჩვენი აზრის განვითარების ისტორია, ის ზაქარიას ვერ ასცდება. “
ზაქარია ჭიჭინაძე გარდაიცვალა 1931წლის 27 დეკემბერს. მადლიერმა შთამომავლობამ მხცოვანი მწიგნობრის ნეშტი მთაწმინდის მიწას მიაბარა.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: