Posted by: burusi | 11/09/2009

კოლაუ ნადირაძე – 25 თებერვალი

კოჯრის ტყეში დახოცილები იუნკრები

კოჯრის ტყეში დახოცილები იუნკრები

თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
ძილ-ღვიძლად იგო ქალაქი ჩვენი,
საშინელებას კვლავ სჭედდა გრდემლი –
ისევ გოლგოთა, სისხლი და ცრემლი!
მშობელო დედავ, ისევ გაგყიდეს,
ისევ წამების ჯვარი აგკიდეს,
არ შეგიბრალეს, კვლავ არ დაგინდეს!
თოვდა და თბილისს ებურა თალხი.
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
დაცხრა კოჯორი და ტაბახმელა,
მხოლოდღა თოვლი ცვიოდა ნელა,
ეფინებოდა გმირების გვამებს –
განგმირულ მკერდებს, დალეწილ მკლავებს,
და უძრავ იყო თებერვლის ღამე.
თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
იმ გზით, სად წინათ ელავდნენ ხმლები,
სად სამას გმირთა დაიფშვნა ძვლები,
სად ქართლის დედის ცრემლით ნანამი,
მძიმედ დაეშვა ჩვენი ალამი,
სად გმირთა სისხლით ნაპოხიერი,
თოვლს დაეფარა კრწანისის ველი, –
წითელი დროშით, მოღერილ ყელით,
თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით
შემოდიოდა სიკვდილი ცელით!
თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი!

1969


Responses

  1. kargi leqsia 🙂

  2. qartveli gmirebi

  3. ძალიან მიყვარს ეს ლექსი !!! – ❤

  4. rusebi mosisxle mtrebi arian datoves erekle marto

  5. უზომოდ მიყვარს ეს ლექსი ❤

  6. ძალიან კარგი ლექსია.

  7. ვგიჟდები ამ ლექსზე

  8. .საქართველოს ოკუპაცია…..
    1801 წელი=1921წელს=1992 წელს….1992 წელს მოხდა საქართველოს მე-3 ოკუპაცია რუსების მიერ(1801წ. და 1921 წლების შემდეგ) ამ ოკუპაციაში მონაწილეობდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის 100 000 კონტიგენტი სარდლის ბეპაევის მონაწილეობით(ბეპაევის აღიარება მოსკოვსკიე ნოვოსტში 1992 წლის 12 დეკემბერი),როსტოვისა და პეჩორის სპეცნაწილები(გაზეთ ”იზვესტიაში”მონაწილეთა აღიარებები),შავი ზღვია სამხედრო ფლოტი ბალტინის მეთაურობით(ბალტინის ინტერვიუ),რუსეთმა ამ გადატრიალებისთვის გაიღო 65 მილიონი დოლარი, (დუმის დეპუტატის კოვალიოვის აღიარება)… რუსეთის ვიცე -პრემიერის გენადი ბურბულისის მეთაურობით გადატრიალება განხორციელდა( პერესტროიკის 10 წლისთავზე 1995 წელს კონფერენციაზე საჯაროდ აღიარა) ინფორმაცია “სამოქალაქო ომის” ცნების მოყვარულებისათვის:1991-92 წლის ამბებს სამოქალაქო ომად ელცინი,შევრდნაძე,პუტინი,არეშიძე,საყვარელიძე,სიგუა,კიტოვანი,ხაინდრავა,ბერძენიშვილი,ზაქარეიშვილი…….) ნათლავენ მხოლოდ…
    რუსეთმა საქართველოში დასვა თავისი საოკუპაციო რეჟიმი(შევარდნაძე),როგორც 1921წ.ორჯონიკიძის რევკომი, რის შედეგადაც რუსეთს ხონჩით მიართვეს აფხაზეთი და სამაჩაბლო, როგორცეს გააკეთა ორჯონიკიძემ სოჭის,დვალეთის,საინგილოს, ლორეს გასხვისებით !!! ისე სკამისათვის მსგავსი რამ გააკეთა ვარაზ-ბაკურმა 368 წელს,როცა სკამისათვის ირანელებს გადასცა რანი და მოვაკანი,ხოლო ბიზანტიელებს გადასცა-ტაო- კლარჯეთი!!! 1992 წლის 24 ივნისს დაგომისის გარიგებით შევარდნაძემ(ამ დროს რუსეთის მოქალაქე იყო! თან საიდუმლო დოკუმენტით აფხაზეთშიც იგივე ვარიანტზე-აფხაზეთის ჩაბარებაზეც მოეწერა ხელი!!!) რუსი და ოსი ოკუპანტები(1500კაცი) შემოიყვანა სამაჩაბლოში”მშვიდობისმყოფელთა “მანტიით!
    1992 წლის 3 სექტემბერს მოსკოვში შევარდნაძემ ხელი მოაწერა ცალმხრივად გაგრიდან ქართული ჯარისა და ტექნიკის გამოყვანას,რის გამოც დაეცა ერთ თვეში გაგრის მხარე,1993 წლის 27 ივლისს სოჭში ხელი მოაწერეს ქართული მხარის მიერ სოხუმიდან ჯარისა და ტექნიკის გამოყვანას,რუსულმა გემებმა ეს ტექნიკა ზღვით გამოზიდეს!(მა ვიდეოზე ორივე გარიგებაზე დევს ვიდეო),რის გამოც დაეცა სოხუმი, მთლიანად აფხაზეთი… ყველაფერი შევის თბილისში ჩამოსვლამდ სკამის სანაცვლოდ იყო გადაწყვეტილი!!!.
    ყარყარაშვილი წერდა,რომ ეშერაში გუდაუთას ზემოდან ვადექითო და ედიკამ და ჯაბამ გვიბრძანეს გამოდითო..დაგვემუქრნენო…ასევე ყურაშვილი ტყვარჩელამდე მივიდა და შემდეგ უკან დამაბრუნესო,როცა მართლა ომია ზურგში მტერს არ ტოვებენ, მოხდა პირიქით-ტყვარჩელში შეუშვეს ელცინის ბრძანებით მანქანების კოლონები(სანდრო კავსაძე ხელმძღვანელობდა) ტყვია-წამლით დატვირთული?! “ტყვარჩელში და გუდაუთაში შესვლა ელცინმა ამიკრძალა, დიდი მსხვერპლი იქნებაო'” -შევარდნაძის სატელევიზიო გამოსვლა.რუსეთ-საქართველოს ომში ორივე მხარი მთავარსარდალი ელცინი იყო!!! მსგავსი პრეცედენტი ისტორიაში არ არსებობს?!….
    და ახლა ეს ბანდა აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს!!.

  9. 6 იანვარი

    რა დამავიწყებს ზამთარს,
    თოვლის, სიცივის მსჭვალებს,
    მკერდგადაბუგულ თბილისს,
    ხალხის ცრემლიან თვალებს…

    აზრობდა დედაქალაქს
    ზაფრი და ელდა ბრბოთა,
    ავტომატებით ხელში,
    ქუჩა-ქუჩა რომ რბოდა.

    წაქეზებულნი სამტროდ
    და აღჭურვილნი რუსის,
    საკუთარსავე ძმებს რომ
    ტყვიას უშენდნენ გულში.

    კლავდნენ ქვეყანას ურცხვად
    ყელს ღადრავდნენ და ღვრიდნენ
    სისხლს რუსთაველზე, სადაც
    ჭურვები კედლებს თხრიდნენ.

    ქაშუეთიდან წვიმა
    ტყვიამფრქვევების წვიმდა,
    სდევდა სიონის რასაც
    დასტურ-ლოცვანი წმინდა!..

    ცეცხლი ხრჩოლავდა ირგვლივ,
    კვამლი ბოლავდა ცისკენ,
    მზეს უკეტავდა კარებს
    შავი ღრუბლების სისქე.

    რა დამავიწყებს იმ დღეს,
    იმ თვითმკვლელობის ლაქას,
    იმ მანქურთების ხორხოცს,
    იმ მოგუგუნე ნაგავს!

    რენეგატების ზეიმს
    და საქართველოს – ცხედარს,
    წლები მიდიან, მაგრამ
    განვლილს სულ ცხადად ვხედავ.

    გლოვის იარა მკერდზე,
    წითლად მღელვარე მტკვარი,
    ექვსი იანვრის დილა:
    მე და სამშობლო – მკვდარი..
    Mikheil Ghanishashvili

  10. ძალიან კარგი ლექსია კოლაუ ნადირაძეს 25 თებერვალი 1921, მე ვსწავლობ ამ ლექს და მომწონს.საშინელებაზეა დამხრობილი ეს ლექსი და ყველამ უნდა იცოდეს, მიყვარს ეს ლექსი❤❤❤❤❤


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: