Posted by: burusi | 31/08/2009

გიორგი ლეონიძე – ილიას სურათზე

ილია ჭავჭავაძე

ილია ჭავჭავაძე

ილიას სურათზე

შენი ქართლი გაზაფხულით –
ისე წახველ – ვერ ამწვანდა;
გული ჰქონდა დაგაზული,
თოფმოხვედრილ არწივს ჰგავდა!

შენ გწყუროდა მისთვის ბრძოლა,
განახლების ქართა ქროლა,
მეხის ფრქვევა მთვლემარ მთებში…
გარს კი ჰმზერდი ხალხის საფლავს
დიდ ნანგრევთა ნაფშხვენებში!..

გაშრა ცრემლი მწუხარების,
აწმყოდ იქცა მომავალი,
დავინახეთ შენი მხრები,
დევკაცური შენი კვალი…

ახმიანებ საუკუნეს,
ძველ ნახმევმა მოგვცა ბანი,
და ვემთხვევით ხალხის პოეტს,
შუბლგახვრეტილს, ცრემლგაბანილს…

შენ გიყვარდა ხმა მტვრევისა
და მომსკდარი კლდიდან თერგი;
შენ ძირს დაგცეს ფოთოლივით
და მთასავით წამოდექი!

1937 წ.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: