Posted by: burusi | 31/08/2009

გიორგი ლეონიძე – დავით აღმაშენებელს

გელათი. ღმრთისმშობლის ტაძარი. ჩრდილოეთი კედელი. ფრაგმენტი. დავით IV აღმაშენებელი. XVI საუკუნე

გელათი. ღმრთისმშობლის ტაძარი. ჩრდილოეთი კედელი. ფრაგმენტი. დავით IV აღმაშენებელი. XVI საუკუნე

დავით აღმაშენებელს

შენის დიდებით აშუქე მთები,
შენს ნაამაგარს ზღვები გალობდნენ,
ხმლით განამტკიცე შენ საქართველო
დარუბანდიდან რკინის პალომდე.

თვით უმორჩილო ზღვას დასდევ ხელი,
შეაბი რკინის კარი დარიალს,
შენგან დადგმული ქვაკუთხედები
ახლაც ისევე დაუმდნარია.

შენი ნამუხლი სჩანს ხეობებში,
შენი სახელი ვის არ ელოცა,
საკუთარ შუქით გამოუზარდე
დღე ხვალინდელი საქართველოსა!

შენი ხელთქმნილი არის სამშობლო,
ვინ დაგეწონა ძველად, რომელი? –
ბრძენი შენებრი განგებიანი,
შენებრ მხედარი დაუდგრომელი!

ლომო, აღმდგარო სამშობლოსათვის,
დროშა ძლევისა გყავდა მხლებელი,
ვინ გადეხვეწა ცხენით შენს მახვილს,
რომელი ჩვენი მაოხრებელი, –

არაბიელი, თურქმანი, სპარსი
და ვინც მოჭამა ჩვენი ქვეყანა,
შენს მკლავს ხმალაწვდილს, საზღვართა გარე,
როგორც ზღვის ქვიშა გადაეყარა!

აბჯრის ჩხერაში, ხმალთა ელვაში,
მზერდი მომავალს შორს გამხედარი
და იდექ სვეტად საქართველოსი,
ვეფხვი ფრთიანი, ნათლის მხედარი.

1941 წ.


Responses

  1. ძალიან ლამაზი ლექსია


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: