Posted by: burusi | 29/08/2009

გიორგი ქავთარაძე – ბიოგრაფია

გიორგი ქავთარაძე - Giorgi Leon Kavtaradze

გიორგი ქავთარაძე - Giorgi Leon Kavtaradze

1952-1962  თბილისის პირველი საშუალო სკოლის მოსწავლე.
1952-1968  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის ისტორიის განყოფილება.
1968-1971  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის არქეოლოგიის კათედრის ასპირანტი.
1971-72  წინა აზიის არქეოლოგიის სპეცკურსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის არქეოლოგიის კათედრაზე.
1971-1974  საველე არქეოლოგიური სამუშაოები სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის არქეოლოგიურ ექსპედიციებში.
1973-1981  საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი.
1974-1977  ახალგაზრდა მეცნიერ მუშაკთა საბჭოს კულტურის კომისიის წევრი (კომისიის თავმჯდომარე ბიძინა ჩოლოყაშვილი).
1981  საკანდიდატო დისერტაცია: “საქართველოს ენეოლით-ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური კულტურების ქრონოლოგია ახალი მონაცემების შუქზე”.
1982-1985  საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის მეცნიერი თანამშრომელი.
1986-1991  საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი.
1991  გერმანიის არქეოლოგიური ინსტიტუტის ქ. ბონის საერთო და შედარებითი არქეოლოგიის კომისიის სტიპენდიანტი (ბონი – საერთო და შედარებითი არქეოლოგიის კომისია, ფრანკფურტი/მაინზე – რომაულ-გერმანული კომისია).
1992-94  წინა აზიის არქეოლოგიის სპეცკურსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის ასიროლოგიის კათედრაზე.
1992-2006  პატარძეულის გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმის დირექტორი.
1992  სადოქტორო დისერტაცია: “კავკასიისა და ანატოლიის ეთნიკური ისტორიის საკითხები და ქრონოლოგია-პერიოდიზაციის პრობლემა (ძვ.წ. VI-I ათასწლეულები)”.
1992-1998  საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის წამყვანი მეცნიერი თანამშრომელი.
1994-2003  ლექცია-მოხსენებები: ბერლინის ”ფრაიე უნივერსიტეტი”, შტუტგარტის, ტიუბინგენის და ჰაიდელბერგის უნივერსიტეტები.
1995  ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის არქეოლოგიის კათედრის თანამშრომელი.
1995/1996  გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის სტიპენდიანტი ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის ძველი და ადრეული ისტორიის ინსტიტუტში.
1997-2003  პარიზის ქართულ-ევროპული ინსტიტუტის წევრი და წარმომადგენელი გერმანიაში.
1998-დან  არქეოლოგთა ევროპული ასოციაციის წევრი.
1998-2006  საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ძველი ისტორიის განყოფილების წამყვანი მეცნიერი თანამშრომელი.
1999-2006  უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან კულტურული კავშირის საქართველოს საზოგადოების პრეზიდიუმის წევრი.
1999/2000  გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის სტიპენდიანტი შტუტგარტის უნივერსიტეტის ისტორიის ინსტიტუტში.
2006-დან  ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა ქართველოლოგიაში (თანაავტორი ტ. ფუტკარაძე).
2006-დან  იბერიულ-კავკასიური საერთაშორისო სამეცნიერო ცენტრის სამეცნიერო საბჭოს წევრი.
2007 წლის აპრილიდან 2008 წლის იანვრამდე ოთარ ლორთქიფანიძის არქეოლოგიის ინსტიტუტის პრეისტორიული არწეოლოგიის განყოფილების მეცნიერი თანამშრომელი.
2006-დან  ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ძველი ისტორიის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.

→ გიორგი ქავთარაძე – Giorgi Leon Kavtaradze


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: