Posted by: burusi | 14/08/2009

გრიგოლ რობაქიძე – ლენინი

ლ. დ. ტროცკი სწერდა:

მარქსს რომ არ მოეხდინა არც ერთი რევოლუციური აქტი და დაეტოვებია შთამომავლობისათვის მარტო კაპიტალი, მაინც მარქსი იქნებოდა: დიდი ისტორიული პიროვნება. ლენინს რომ არ დაეწერა არც ერთი სტრიქონი და დაეტოვებია კაცობრიობისათვის მარტო რევოლუციური მოქმედება, მაინც ლენინი იქნებოდა: დიდი ისტორიული პიროვნება.

ამ სიტყვებში ნამდვილი გაგებაა. მარქსი მოაზრე და ლენინი მოქმედი. ორივე დიდი ექივალენტობით. სინამდვილეში კი მარქსიც მოქმედებდა და ლენინიც სწერდა. მართალია: მარქსის ნაწეირი უფრო დიდია, ვიდრე მისი მოქმედება, ხოლო ასეთი პროპორციით ვერ ვიტყვით თითქო ლენინის ნაწერი უფრო ნაკლები იყოს, ვიდრე მისი მოქმედება. უფრო მართებული იქნება ვსთქვათ, რომ ლენინის “მწერლობა” იგივე მოქმედებაა.

აქ არის ლენინის საოცრება როგორც ისტორიული მოვლენის. ასეთი მთლიანი პიროვნება ბოლო ხანებში არ იცის. ევროპის ეპოქალური ტიპი ჰამლეტია. ჰამლეტობა ევროპაში თითქმის ყველა ისტორიულ პიროვნებას ახასიათებს. ლენინი ამ მხრით პირველია ვვროპის ერაში, საიდანაც იწყება სრულიად ახალი ტეხილი: ჰამლეტის ანტიპოდი პიროვნება როგორც განუკვეთელი ალი.

ლენინის ფენომენზე ტომები დაიწერება. საოცარია მასში: იდეალი ინტერნაციონალური და ბუნება ნაციონალური, ორივე ნაკადულის შესხეულებით. ხშირად მას პეტრე დიდს ადარებენ. ამ შედარებაში მართალია ორივეს “რუსობა”, მაგრამ გადალახვით ლენინი ბვვრად უფრო დიდია.

ლენინში მოცემულია მთელი რუსეთის “საშო”, აქ არის რუსეთის ველი, რომლის უკიდურობა სივრცის შიშს ჰბადებს. აქ არის გიჟური მოხედვა მღვრია ქაოსის, რომლის გუგუნი ქეესკნელში ტიუტჩევმა გაიგონა. აქ არის ნგრევის რიტმების აგორება, რომელსაც თან გადაჰყვა სკრიაბინი. აქ არის სლავური შეტევა სამყაროს მიმართ.

მაგრამ ლენინს კიდვვ სხვა რამ ახასიათებს. რუსეთის “საშო” რბილია და უნებო, ლენინი სასტიკია და ნებიანი. ლენინი ნებაა თვითონ როგორც ხალიბის რკინა. მასში უთუოდ არის რასიული გაქანბა მონგრეული მონღოლეთის. მონღოლი ჯერ კიდევ გამოუცნობია. აქ საკმარისია მხოლოდ იმის თქმა, რომ რაინდული გავარდნა მონღოლისა კეთილშობილურია თავის სისასტიკეში. სლავების უცნაურ არეში, როცა სული მარტო კატასტროფას ელის, ასეთი გავარდნა ფენომენალურ ფაქტად უნდა მოვლენილიყო, ეს ფაქტი ლენინია თვითონ. სწორედ აქ არის იგი მეტი პეტრე დიდზე. ლენინის გადალახვამ არ იცის საზღვარი.

ლენინის ნებისყოფას და ნაპოლეონის ნებისყოფას ადარებენ. მაგრამ, ერთი პოეტის სიტყვით, ნაპოლეონის ნება იყო ქოლერიული, ჭკუა კი მელანქოლიური. ლენინის ქოლერიულ ნებას კიდევ უფრო ახელებს ქოლერიული ჭკუა. ამისათვისაა ლენინი მარტო ცეცხლი და მარტო წვა. ახალს ისტორიში ასეთი ცეცხლი მგონი არავის არ ჰქონია აქ არის სიცხე ჰანნიბალის და რისხვა თიმურის.

ნების პრიმატი! ეს ხაზი ტროცკის სიტყვებიდანაც სჩანს. მაგრამ ეს პრიმატობა არ უნდა იყოს ინტელლექტის პირისპირ. აქ არის ლენინის ფენომენალობა. რასაკვირველია სხვას შეიძლება ოთხი უნივერსიტეტი ჰქონდეს გათავებული და ცამეტი ფაკულტეტი, შესაძლოა ათასი სხვადასხვა პრობლემები წამოეყენებიოს და გასაოცარი ორიგინალობითაც გადაეჭრას. ასეთ ინტელექტზე აქ არ მაქვს ლაპარაკი. მე მაქვს სახეში ინტელექტი, რომელიც “ფატუმშია” მოცემული. “ფატუმი” ანტიური გაგებით. ლენინში უთუოდ არის “ბედი” თუ გინდ იმ გაგებით, რომელიც ბოლო ხანებში ოსვალდ შპენგლერმა წამოაყენა. აქედან მომდინარეობს ლენინის დიდი ინსტინქტი: ყოველის წამსავე გაგება, ტომებისა და ტრაქტატების გარეშე. აქედან გამოდის მისი სწორი და უტყუარი თვალი გაზომვაში. აქედანვე მისი რევოლუციური მიმართება და ტაქტი.

ლენინი ყველაზე დიდი რევოლუციონერია. ამ მხრით მან არ იცის ტოლი. ნუ შეგვეშინდება გაბედული თქმის. ევროპაში რევოლუცია უფრო მატერიალურ სიკეთეთა “გადალაგებაა”, რუსეთში რევოლუცია სამყაროს პრობლემადაა გადაქცეული. ყოველ შემთხვევაში: პათოსით და რომანტიკით. ეს პათოსი და რომანტიკა შექმნა ლენინმა. “რომანტიკა” არა როგორც სისხლნაკლულობა და “ოცნებობა” რასაკირვლია. კიდვვ მეტი: ლენინის სახით მოცემულია ახალი რასსა რევოლუციონერის. აქ ნება და ინტელლექტი ერთი და იგივეა.

ცხადია აქედან: რომ “მარქსიზმთან” ერთად “ლენინიზმი” შეიქმნა. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ “ლენინიზმი” ახალი სწავლაა “მარქსიზმთან” შედარებით. ამაზე ალბად ტომებს დასწერენ.

ლენინი ბედია და მაშასადამე გაბედული. ასეთი “გაბედვა” სამყაროს მხრით არ ჰქონია არავის. ასეთი რისხვა არ მოვლენია ჯერ კაპიტალისტურ სისტემას. თვითონ სახელი მისი “ულიანოვ-ლენინ” მოდის ისე, როგორც ურაგანი. ლენინში არ არის ის რაც გულგრილობას იწვევს. ის მოცემულია როგორც ძელქვის კორძი უტეხი და უკვეთელი. ის სასტიკია როგორც მოქნეული ხმალი. მაგრამ სასტიკია “ყოველიშემოქმედი” (ნიცშე). “პირადული” წარეცხილია თითქო მასში. მასში მოსჩანს “უპიროვნო” სახე თვითონ ისტორიისა, ამისთვის არის იგი საოცარი და საშიშარი. ასეთია “ფატუმი” თვითონ. ამაშია მისი ძლევა.

სიტყვის გაგრძელება შეიძლება. მაგრამ საჭირო არაა… ვისაც განუცდია, თუ რა არის მონობა-ჩაგვრა-სიმშილი-დაბეჩავება-წამება: მას არ შეუძლია არ მიიღოს რევოლუცია; ვისაც განუცდია, თუ რა არის; თავისუფლება-მონობის მოსპობა-ადამიანის ღირსების აღდგენა-ქვეყნის გადახალისება-ერთა თვითდამყარება: მას არ შეუძლია არ ახსენოს სახელი ლენინის, განურჩევლად პარტიული დაყოფის და პროგრამებისა.

როცა რადიომ ლენინის სიკვდილი მსოფლიოს აცნობა, ალბად ჰაერში მისი ტალღა სხვანაირად დაიკლაკნა. მე არა მგონია არსებობდეს ისეთი ადამიანი, რომელიც ლენინის სიკვდილით არ შერხეულიყოს.


Responses

  1. didebulia tavad robaqidze


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: