Posted by: burusi | 11/08/2009

გახსენება: ვახუშტი კოტეტიშვილი

ვახუშტი კოტეტიშვილი

ვახუშტი კოტეტიშვილი

სამშობლოზე შეყვარებულმა კარგმა მწერლებმა მაშინ იციან წასვლა, როცა ძალიან გვიჭირს: თბილისის ომისას გარდაიცვალა რეზო ინანიშვილი;
ერთ-ერთი მორიგი არეულობისას გამოგვეცალა ხელიდან ზაზა თვარაძე; და ახლა, ამ ულმობელი რუსული ოკუპაციის დაწყებამდე, მიგვატოვა ვახუშტი კოტეტიშვილმა. ეტყობა, იმიტომ მიდიან ამისთანა დროს, რომ უკეთ მოახსენონ ზეციურებს ჩვენს გასაჭირზე…

ეს ვახუშტი კოტეტიშვილის საკარგყმო არის, იმისივე ნაჩუქარი-მიცუბიშის კალამკომპანიის- კალმით დაწერილი – ერთ-ერთი მორიგი სტუმრობისას მაჩუქა ბატონმა ვახუშტიმ, – ამითიო სუ კარგი რამეები უნდა თარგმნოო, და თუ ამ გამოსათხოვარის დასაწერად დამჭირდებოდა, რას ვიფიქრებდი…

ეჰ, თარგმნა ისეთი უნდა, თავად რომ გვითარგმნა ომარ ხაიამი:

ბაგით დავწვდი დოქის ბაგეს,
ბაგე გადავიბადაგე,
დღეგრძელობას ვეძიებდი,
ჟამთა სრბოლით დავიდაგე,
დოქმა მითხრა საიდუმლოდ:
მომაგებე ბაგეს ბაგე,
ქვეყნად განა კიდევ მოხვალ,
დალიეო, რას ქადაგებ.

აჰა, ესეც დიდებული თარგმანი, სამუდამოდ რომ გაიყოლებს ბატონი ვახუშტის სამშობლო:

ერთ დროს ეს ჩემი ხელადა,
ალბათ, ჩემსავით ღელავდა,
მზეთუნახავის ნაწნავი
ბორკავდა ქცეულს ხელადა,
ხელი რომ უდევს დოინჯად,
ასე არ ჰქონდა ძველადა,
მიჯნურის ყელზე ეხვია,
ლაღად და უდარდელადა.

ისიც ხომ საფიქრალია, როგორი მოამგეები მისცა ჩვენს ხელიხელსაგოგმანებელ ფოლკლორს კოტეტიანთ გვარმა – ჯერ მარტო ვახტანგ კოტეტიშვილის მოღვაწეობა ღირს ერთ რამედ და, მერე და მერე ხომ ვეღარავის წარმოგვედგინა ფოლკლორული საღამოები ბატონი ვახუშტის ბჟღრიალა ხმის გარეშე…
თავადაც როგორ ჩინებულად წერდა – გამოცდილი ოსტატის ხელით:

ციკლიდან -“წუთისოფლისანი”-

* * *

ჩვენ არყოფნიდან მოვედით
და ვნახეთ, ყოფნა რაც არი,
აზრი ამქვეყნად ყოფნისა
თითქოს არი და არც არი.
წინ – წყალი, უკან – მეწყერი,
ცეცხლი და ბოლოს ნაცარი.
ბედნიერებას ვეძებდით,
მაგრამ ვერ ვპოვეთ მარცვალი.
სიკვდილი დედა ყოფილა,
სიცოცხლე – დედინაცვალი.

ბატონი ვახუშტი იყო უამრავი სამეცნიერო მონოგრაფიის ავტორი, ქართულ ენაზე სპარსული პოეზიის დიდოსტატი მთარგმნელი, ამასთან, გადმოქართულებული ჰქონდა გერმანული, რუსული და ესპანურენოვანი ლიტერატურა.
ცოტა ხნის წინ გამოიცა მისი ერთი შეხედვით მონოგრაფიული ხასიათის ნაწარმოები, სინამდვილეში კი თვალმოუცილებლად საკითხავი რომანი ?ჩემი ცხოვრება?.
საიმქვეყნიოდ გამგზავრების წინ მიიღო მან ბოლო ჯილდო, -საბას-პრემია – ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.

იური როსტის ფოტოზე კარგად ჩანს მარტო ბატონი ვახუშტის კი არა, მთელი საქართველოს გაუტეხავი სული – ეს ფოტო 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის დღეებში გადაუღო ცნობილმა რუსმა ჟურნალისტმა, იური როსტმა – აკი მაშინაც რუსმა ჯარისკაცებმა მთავრობის სახლის წინ ბარებით აგვიჩეხეს და მხუთავი გაზით მოგვიწამლეს თავისუფლებისთვის გამოსული ჩვენი შვილები…
და ასე მგონია, რომ ბატონი ვახუშტი სწორედ ამგვარი გამეხებული იერით მოახსენებს ზეციურებს საქართველოს კარზე ჩამომდგარ დიდ გასაჭირზე – სისხლით გაუმაძღარი რუსი რომ ვეღარ გაგვიყვანია ვენებგადახსნილი ქართლიდან…

“ლიტერატურული პალიტრა” # 9 (48) სექტემბერი 2008


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: