Posted by: burusi | 06/08/2009

აკაკი ვასაძე – ბიოგრაფია

აკაკი ვასაძე - ფრანც მოორი, შილერის ყაჩაღები

აკაკი ვასაძე - ფრანც მოორი, შილერის ყაჩაღები

აკაკი ვასაძე დაიბადა 1899 წლის 6 აგვისტოს ქალაქ ქუთაისში, თერძი-შინამრეწველის ოჯახში. სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1916 წელს ქუთაისის თეატრში. გიმნაზიის დასრულების შემდეგ სწავლის პერიოდში მხატვრობით გატაცებული. 1918 წელს მუშაობდა მხატვრად, მაგრამ სცენა უფრო იტაცებდა, ვიდრე მხატვრობა. 1918 წელს აკაკი ვასაძე გადადის თბილისში, 1918-20 წლებში სწავლობდა თბილისში ა. ჯაბადარის დრამატულ სტუდიაში. 1920-58 წლებში მოღვაწეობდა რუსთაველის სახელობის თეტრში. 1935-55 წლებში იყო ამავე თეატრის, ხოლო 1958-68 წწ. ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. გამოირჩეოდა დახვეწილი აქტიორული ტექნიკითა და გარდასახვის დიდი უნარით, ღრმად წვდებოდა თავისი გმირების სოციალურ-ფსიქოლოგიურ არსს. თავისი სცენური სახეებით მან გაამდიდრა არა მარტო ქართული, არამედ იმდროინდელი საბჭოთა თეატრის ისტორია.

1923 წლიდან ვასაძე მოღვაწეობდა კინოში. მის მიერ განსახიერებული როლებიდან აღსანიშნავია: შაჰ-აბასი (“გიორგი სააკაძე”), მამასახლისი (“მაგდანას ლურჯა”), ფარსმან სპარსი (“დიდოსტატის მარჯვენა”), ყანდური (“დათა თუთაშხია”) და სხვ. 1926 წლიდან აკაკი ვასაძე ეწეოდა რეჟისორულ მოღვაწეობას.
1934 წელს მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება, 1936 წელს – სსრკ სახალხო არტისტის წოდება, 1974 წელს გახდა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. 1936 წელს საბჭოთა საქართველოს 15 წლისთავთან დაკავშირებით, აკაკი ვასაძე დაჯილოვდა წითელი დროშის ორდენით, დაჯილდოებულია ლენინის 2 ორდენითა და მედლებით.

აკაკი ვასაძე გარდაიცვალა 1978 წელს.

გვერდზე გადასვლა – აკაკი ვასაძე


Responses

  1. […] 1899 წლის 6 აგვისტოს დაიბადა აკაკი ვასაძე (1899 – 1978) — ქართველი მსახიობი, […]


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: