Posted by: burusi | 01/08/2009

კობა ჭუმბურიძე – “თამარ მეფის პორტრეტის შექმნის ისტორია”

თამარ მეფე, მხატვარი კობა ჭუმბურიძე

თამარ მეფე, მხატვარი კობა ჭუმბურიძე

კობა ჭუმბურიძე – Koba Chumburidze

“ძმანო, ჩემნო,
ყოვლად ნუ შეძრწუნდებიან გულნი თქვენნი
სიმრავლისა მათისათვის და სიმცირითა თქვენისა,
რამეთუ ღმერთი ჩვენს თანა არს”.
თამარ მეფე

ერთ მშვენიერ დღეს გამიჩნდა კითხვა, თუ რამდენად შესაძლებელი იყო ფრესკებზე შემონახულ თამარის გამოსახულებათა მიხედვით მისი სინამდვილესთან მიახლოებული ხატის აღდგენა.

ჩემში ყველაზე დიდ ეჭვს ბადებდა მისი გადაბმული წარბები, რაც შემდგომი თაობის მხატვართა შემოქმედებაში ლამის კანონიკურ ელემენტად იქცა.

ამიტომ, ჩემს ამოცანას დავარქვი – “თამარის გათავისუფლება სპარსული წარბების უღლისგან!”

ამის შემდეგ ბიზანტიური სტილის გამორიცხვა იყო საჭირო.

ასევე გავითვალისწინე მისი დედის (ეროვნებით ოსის) ერის ქალთა დამახასიათებელი იერიც.

ძიების პროცესში ვიპოვნე ბეთანიის ფრესკის ქვედა ფენის რენტგენული გამოსახულება, რომელმაც მთავარ კითხვას მოჰფინა ნათელი – ნახატს აქვს სწორი წარბები, ბევრად დიდი თვალები და ბაგე. გამომეტყველებაც უფრო ცოცხალია და პორტრეტულად სანდო.

რაც მთავარია, მივხვდი, რომ სწორ გზას ვადექი.

ასეთივე გზით შევეცადე მისი სამოსის აღდგენას – ვიპოვნე საღებავთა სხვადასხვაგვარი გამოხუნების ნიშნები, აგრეთვე სიმეტრიისა და ფერთა შეთამაშების ლოგიკა.

ამის მერე, სრულიად შემთხვევით გადავაწყდი ქალბატონ ქეთი გოგნაძეს, რომელსაც მრავალი საერთო აღმოაჩნდა ჩემს წარმოსახვაში არსებულ თამარის ხატთან.

ჩავთვალე, რომ ეს იყო ნიშანი და დავიწყე ხატვა.

კომპიუტერის დახმარებით შეიქმნა დაახლოებით ორი ათეული ესკიზი. პორტრეტი ძირითადად ბეთანიის ფრესკას ეყრდნობა. ფონი სრულად გადმოვიტანე, ხოლო გამოსახულება სანახევროდ ფრესკული დავტოვე.

ჩანაფიქრიდან დასრულებამდე თითქმის ხუთი წელი გავიდა (2000 – 2005წ.წ.), მაგრამ ეს წვალება უცბად აანაზღაურა პორტრეტიდან თამარის შემოხედვამ.

კობა ჭუმბურიძის ვებ გვერდიდან – ალტერნატივა


Responses

  1. უმშვენიერესია,ბატონო კობა 🙂 სწორედ ასეთი წარმომედგინა ჩვენი თამარი,და არა აღმოსავლურად წარბებგადაბმული და პირმრგვალი… აი ასეთზე ნამდვილად იტყოდნენ,ლამაზი იყოო,გასაკვირი არც არის. 😉

  2. აღფრთოვანებული ვარ თქვენი ყოველმხრივი ნიჭიერებით. მადლობთ, რომ არსებობთ. ❤


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: