Posted by: burusi | 27/07/2009

შალვა მაღლაკელიძე – ბიოგრაფია

შალვა მაღლაკელიძე

შალვა მაღლაკელიძე

შალვა მაღლაკელიძე – Shalva Maglakelidze (1893 ― 1976)

შალვა მაღლაკელიძე (1893 ― 1976), ქართველი პოლიტიკოსი და ვერმახტის ქართული ლეგიონის მეთაური.

შალვა მაღლაკელიძემ დაამთავრა ბერლინის უნივერსიტეტი, გახდა ფილოსოფიის დოქტორი იურისპრუდენციაში, მსახურობდა საქართველოს მთავრობაში 1918-1921 წლებში. 1919-1920 წლებში თბილისის გენერალ-გებერნატორი გახლდათ.

საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში რუსეთის შემოჭრის შემდეგ მაღლაკელიძე იძულებული გახდა 1921 წელს ქვეყანა დაეტოვებინა. 1929 წელს გიორგი შვანგირაძესთან ერთად ჩამოაყალიბა საზოგადოება ”ივერია” რიგაში (ლატვია), რომელსაც მალე სომხური დიასპორაც შეუერთდა და ორგანიზაციას ”კავკასიური საზოგადოება” დაერქვა. საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი მიზანი ქვეყნიდან წამოსულ თანამოძმეთათვის მატერიალური და სხვა სახის დახმარების გაწევა იყო. შიდა უთანხმოების გამო 1933 წელს საზოგადოებიდან ქართველები წამოვიდნენ და იმავე წლის ნოემბერში დააარსეს ლატვიის ქართული საზოგადოება. როგორც საგოზადოების ყველაზე აქტიურ წევრს, მაღლაკელიძეს მჭიდრო კავშირი ჰქონდა ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ცენტრებთან საფრანგეთში.

ის ერთ-ერთი მთავარი დამფუძნებელი და პირველი ხელმძღვანელი იყო თეთრი გიორგის ორგანიზაციის (1925-1945) და ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის (დ. 1942), რომელიც გერმანიაში ქართული პოლიტიკური ემიგრანტების მიერ ჩამოყალიბდა. როგორც ბერლინში ქართული ეროვნული კომიტეტის წევრი ის უძღვებოდა კავკასიის კომიტეტს მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში.

ომის პერიოდში მაღლაკელიძე ნაცისტების ჯარში მსახურობდა და ვერმახტის ქართულ ლეგიონს მეთაურობდა, რომელიც ქართველ პატრიოტთა მიერ ჩამოყალიბდა საბჭოთა კავშირთან საბრძოლველად და საქართველოს დამოუკიდებლობის მისაღწევად. 1941 წელს მან შექმნა ქართული ლეგიონის თამარ-მეფის ორდენი. 1944 წელს მაღლაკელიძეს ვერმახტის გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ის ცხოვრობდა და მოღვაწეობდა დასავლეთ გერმანიაში. 1949-54 წელს კონრად ადენაუერის სამხედრო მრჩევლად მსახურობს. 1954 წლის 26 იანვარს დააფუძნა ორგანიზაცია ”საზღვარგარეთ ქართველ მეომართა კავშირი” მიუნხენში. იმავე წლის აგვისტოში საბჭოთა სუკ-ის აგენტებმა შეიპყრეს.

1960 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა თბილისში, დიდუბის რაიონში, მისამართზე ბათუმის ქ. 29ა-ში. გარდაიცვალა 1976 წელს.


Responses

  1. მეგობრებო,
    გეხმიანებით შალვა მაღლაკელიძის შვილიშვილი, მინდა დაზუსტებები შევიტანო ბაბუაჩემის ბიოგრაფიაში: გარდაცვალების თარიღი არის 1976 და არა 1970, ბაბუა 1960 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა არა რუსთავში, არამედ თბლისიში, დიდუბის რაიონში, მისამართზე ბათუმის ქ.29ა-ში.
    დიდი მადლობა ბაბუაჩემის ხსოვნისთვის.
    პატივისცემით,
    რუსიკო ლაგვილავა

  2. გმადლოთ ქალბატონო რუსიკო შესწორებისათვის. ჩვენი თხოვნა იქნება, თუ რამე ინფორმაცია გაქვთ ატონ შალვაზე ელექტრონული ფორმით, ან ფოტოსურათი გადმოგვიგზავოთ, ან დაგიკაშირდებით
    პატივისცემით
    თენგიზ ვერულავა

  3. ქალბატონო რუსუდან, მოგესალმებით. ბატონ შალვას მამაჩემი პირადად იცნობდა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ახაგაზრდა სპეციალისტებმა, ჩემმა მშობლებმა რუსთავს მოაშურეს და შემორჩნენ კიდეც . რუსთავიც სულ ახალგაზრდა და მშენებარე იყო მაშინ და ენთუზიაზმით აღვსილმა უამრავმა ადამიანმა თავისი ცხოვრება შემდეგ ამ ქალაქს დაუკავშირა.მამამ, თუ მახსოვრობა არ მღალატობს, სამსახური ჯერ ახალშექმნილი ერთ-ერთი საცხოვრებელი უბნის სახლმმართველად დაიწყო,სადაც მიმაგრებული იყვნენ პოლიტიკური პატიმრები, მათ შორის ბატონი მაღლაკელიძე.მამას მონაყოლიდან(როგორ ვნანობ რომ არ ჩავიწერე უამრავი რამ მისი მონათხრობიდან და საერთოდ ყურადღების მიღმა დავტოვე, როგორც ბავშვმა)შალვა მაღლაკელიძე დახვეწილი ინტელიგენტი და მეტად საინტერესო ადამიანი ბრძანდებოდა და მეტად პატივსაცემი. იმდროინდელი პოლიტიკურად მძიმე სიტუაციის მიუხედავად, მამა და ბატონი შალვა ფრთხილად, მაგრამ მაინც ახერხებდნენ და მსჯელობდნენ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე(მამას ბავშვობიდან მოყვებოდა სულის ტკივილი მისი შევიწროებული და დახვრეტილი ნათესავების გამო) და ამ საუბრებიდან მამას თვალში ბატონი მაღლაკელიძე სულიერად მტკიცე პატრიოტი და დიდი ადამიანი ჩანდა,რომელსაც გულშიც კი არასდროს უღალატია მისი სამშობლოსთვის(როგორც “ვერმახტის საიდუმლო საქმე”-ში გადმოგვცემს) და იმ იდეალებისათვის(განთავისუფლებულიყო საქართველო რუსული წნეხისგან),მამულიშვილები რომ ამჟღავნებენ. ვერმახტის ქართველების შემოსვლა კავკასიონის კალთებზეც ამით იყო განპირობებული. ბატონი მაღლაკელიძე მეუღლესთან ერთად ნამდვილად ცხოვრობდა მიმაგრების წლებში ქ.რუსთავში და შემდეგ, როგორც აღმოჩნდა სიცოცხლის ბოლო წლები უკვე თბილისში გაუტარებია.

  4. tu arsebobs imati sia vinc nacistebis mxares ibrzoda?tu vinmes gaqvt rame informacia,gtxovt datovot.gmadlobt.

  5. qalbatono rusiko arcvici ravtkva erts vityvi rom meamayeba rom Mglakelidze var meamayeba rom eseti winapari gvyavda qartvelebs. rom vkitxulob xolme batoni shalvas biografias tkven ver carmoidgent rogor sidzlieres vgrdznob xolme. gmertma natelshi amyofos batoni shalvas suli. neta egetebi iyvnen yvela qartvelebi egeti gmirebi da dzlierebi romlebic samshoblostvis yvelafers gaaketeben rata daicvan tundac tavisi sicocxlis fasad!!! sxvatashoris mec didubeshi vcxovroib da tan batumis quchaze. imedi maksv rom mec odesgac chems samshoblos rameshi gamovadgebi da vasaxeleb. ufali iyos tkveni da tkveni ojaxis mfarveli. ketili survilebit Shota Maglakelidze

  6. შალვა მაღლაკელიძე ჩემთვის გმირია, მასზე ბევრ მასალას ვკითხულობდი ბავშვობიდან, გამიგია ლეგენდებიც გენერალზე…

  7. თვითეულ საქმეს ლეგიონერებისა ერთვის: ჟალობა! ჟალობა! ჟალობა! ეს იყო გმირი? amboben: ხარება და გოგოაც ამან ჩაახოცინა – ტყეში კი არა, მიპარვით, მალულად, უკვე შემორიგებული ხალხი. ამის ლეგიონერები სასჯელს იხდიდნენ მაგადანსა და შუა აზიაში, ეს კი ვოლგით დასრიალებდა თბილსის ქუჩებში და მისი ჯარისკაცების შესახებ ერთი პატარა წერილი გამოაქვეყნა – ეს იყო და ეს.

  8. ამ საქმეს თავიდან ხელი მე მოვკიდე, მაგრამ, ნაირა გელაშვილთან ვიტლიკინე, იმან კი თავის მხრივ ლაშა ბაქრაძეს გადაულოცა. ლაშამ რა გააკეთა – აღარ ვიცი. შალვა აგენტი თუ არ იყო, გამოითხოვეთ მისი საქმე უშიშროების არქივებიდან, მაგასაც დავინახავ რასაც მიიღებთ!

  9. მამაჩემიც იცნობდა და მეც ვიცნობდი – სახლშია ჩვენთან ნამყოფი თავისი ვოლგით – მერე რა მოხდა?


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: