Posted by: burusi | 21/07/2009

თრიალეთის თასი (ძვ. წ. XVIII-XVII სს.)

ვერცხლის თასი. თრიალეთის კულტურა (ძვ.წ II ათას. დასაწყისი)

ვერცხლის თასი. თრიალეთის კულტურა (ძვ.წ II ათას. დასაწყისი)

თრიალეთის კულტურა (Trialeti culture, 2000-1500 B. C)

გასული საუკუნის 30-იან წლებში საქართველოს უძველეს პროვინციაში-თრიალეთში, არქეოლოგიური გათხრებისას, სოფელ სანომერის მახლობლად მდებარე ყორღანზე, სხვა უმნიშვნელოვანეს მასალასთან ერთად აღმოჩენილი იქნა ჭედური ხელოვნებით დამზადებული ვერცხლის თასი, რომელმაც საყოველთაო აღტაცება და დიდი მეცნიერული ინტერესი გამოიწვია როგორც ხელოსნობის უმაღლესი დონით, ასევე მასზე ასახული მრავალკომპოზიციანი სიუჟეტით. თასი ძველი აღმოსავლეთის მაღალ ხელოვნებასთან და რელიგიასთან თანაზიარობას ამჟღავნებს და კიდევ უფრო თვალსაჩინოს ხდის ვარაუდს ცივილიზაციის სათავეში მყოფი ხალხების კულტურულ კავშირზე სამხრეთ კავკასიასთან.

თასზე ჭედური წესით შესრულებულია სარიტუალო მსვლელობა, რომელიც წმინდა სასმელის გამოყენებით მიმდინარეობს და ფაქტობრივად ძვ. წ. XVIII-XVII საუკუნეების ქართველთა უძველესი წინაპრების საკულტო და სამეურნეო ურთიერთობაზე მეტად საინტერესო მინიშნებებს შეიცავს.

ბტყელძირა და მუცელფართო სასამისი ორ ნაწილადაა გაყოფილი. დაბალ ფრიზზე დედალ-მამალი ცხრა ფურ-ირემია გამოსახული, რომელნიც განაყოფიერების მომენტის საერთო მინიშნებით მიემართებიან ერთი მხრისაკენ. მათ ზემოთ, მეორე ფრიზზე ოცდაორი ნიღბიანი მამაკაცია წარმოდგენილი, რომლებიც ხელში აპყრობილი მაღალი თასებით მიემართებიან უფროსი ღვთაებისაკენ.

ნიღბიან მამაკაცებს აცვიათ მოკლე ქულაჯები და ჭვინტიანი ფეხსაცმელები-მსგავსი ხეთური ხელოვნების ძეგლებზე გამოსახული ფიგურებისა, ხოლო მათი ნიღბები ძალზე წააგავს ოზირისის დღესასწაულის წარმმართველ ქურუმთა ცხოველის ნიღბებს. უფროსი ღვთაება სავარძელში ზის და მასაც ხელში უჭირავს მაღალი თასი. მის წინ დიდი ფეხიანი ჭურჭელია, ხოლო ჭურჭლის იქეთ და აქით ცხოველები. ღვთაების უკან სიცოცხლის ხეა გამოხატული-ყველა დროის ხალხთა უნივერსალური რელიგიური სიმბოლო.

თრიალეთის თასთან დაკავშირებით მისი საწესო და საკულტო დანიშნულების შესახებ უამრავი მოსაზრებაა გამოთქმული, გამოკვეთილად დომინირებს ერთი აზრი, რომ აქ საქმე გვაქვს მთავარი ღვთაებისადმი წმინდა სასმელის შეწირვის რიტუალთან. საკითხავი მხოლოდ ისაა, თუ რა სახის სასმელს მიართმევენ ღვთაებას მისტერიაში მონაწილე ნიღბოსნები. მეცნიერ-მკვლევართა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ამ თასების შიგთავსი უნდა იყოს ღვინო,რაც სავსებით ბუნებრივია ღვინის წარმოების უძველესი ქვეყნისათვის – საქართველოსთვის, სადაც ჯერ კიდევ თრიალეთური კულტურის წარმოშობამდე გაცილებით ადრე, მეშვიდე ათასწლეული ბოლოს, ქართველთა წინაპრებს უკვე შეთვისებული ჰქონდათ ვაზისა და ღვინის კულტურა.მიუხედავად იმისა, რომ ეს შეხედულება მრავალი ობიექტურად არსებული პირობითაა განმტკიცებული, იგი მაინც აპრიორულ შეხედულებად რჩება და ეჭვმიუტანელ სიმართლედ ვერ იქცევა, რადგან ასევე შეგვეძლო გვეფიქრა ლუდზედაც, როგორც ღვინოზე არანაკლებ ადრეულ კულტურაზე, რომლის სამშობლოს ძიებას შუმერთა ქვეყანაში მივყავართ, იმ ქვეყანასთან რომლის კულტურის მაცოცხლებელი ნაკადულები საქართველოშიც გადმოდინდა.

თრიალეთის თასის სიუჟეტის შედარება ეთნოგრაფიულ სინამდვილეში დადასტურებულ საწესო-სარიტუალო დღესასწაულებთან, რომლებმაც ყველაზე კარგად შემოინახეს თავი, შედარებით იზოლირებულ გარემოში – მთაში, საქართველოში ლუდის ისტორიასთან დაკავშირებით საინტერესო დასკვნების გაკეთების საშუალებას გვაძლევს.

ყურადღებას იქცევს მთიელთა რიტუალის ვიზუალური მხარე, სულ მცირე ფანტაზიის უნარია საჭირო, პარალელი გაევლოს თრიალეთის თასის რელიგიურ მისტერიასა და ხევსურულ რიტუალს შორის: ხევსური ხევისბერი საბეროში ზის ქვისაგან გაკეთებულ სკამზე, ისაა რიტუალის სათავეში მყოფი და მისი წარმმართველი. მასთან მიდიან ღვთისშვილები და მორიგეობით ილოცებიან წმინდა სასმელით. აქვეა შესაწირავი, სამსხვერპლო ცხოველები, რომლის სისხლითაც ინათლება ხევისბერიცა და ლუდიც. აქვეა წმინდა ხე, როგორც ხევსურულ ღვთაებათა სადგომი. მთელი დღესასწაულის სულისკვეთება გაჟღენთილია იმ ძირითადი მოტივით, რომ ლუდი ეწირება ღვთაებას, როგორც ღვთაებრივი წმინდა სასმელი.

ხევსურების მიერ ლუდით წარმოთქმული სადიდებელი და მისი შესმა ღმერთებთან კოლექტიურ თანაზიარობას გამოხატავს, და კიდევ ერთი: თრიალეთის თასზე გამოსახული ნიღბოსნების სასმისები ღვინისათვის ერთობ შეუფერებელი ჩანან, ლუდისათვის კი ზედმიწევნით შესაფერი.

წყარო: ელდარ ნადირაძე – ფრაგმენტები ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნარკვევიდან “ქართული ლუდი”

http://www.kazbegi.com


Responses

  1. auuu ra kargia ro vipovee 😀 tqven gagaxarat gmertma tema mqonda dasaweri am trialetis tasze da es damexmaraaaaaaaaaaaa (party) 😀 dzn magariaaaaaa :D:D:D

  2. თრიალეთის ვერცხლის თასი ui ra magaria mec tema maq dasaweri da… 😀 auuu… unda viswavlooo… 😛

  3. ფურ-ირემია გამოსახული, რომელნიც განაყოფიერების მომენტის საერთო მინიშნებით მიემართებიან ერთი მხრისაკენ. :D:D:D

  4. დზ მადლობაა მაგარი საიტია და რავი მე ისტორიაში დამეხმარა მაგრაა მადლბთ მაგრები ხართთ 😀 :* 8:)

  5. ძალიან დიდი მადლობა ჩემთვის სასურველი ინფორმაცია ვიპოვე უღრმესი მადლობა ღმერთმა გაგახაროთ დაგლოცავდით

  6. თასზე გამოსახული მჯდომარე ფიგურა- დედა ღვთაებაა, ის ფეხმძიმედაა. რიტუალი სრულდება უდიდეს ღამეს 22 დეკემბერს. 22 მისკენ მიმავალი ,,მამაკაცი,, ამას აღნისშავს -22 დღეს. ეს არის შობის წინა ღამე.თასზე გამოსახული ცხველები მიგვანიშნებენ, რომ მოქმედება ხდება ღვთიურ ბაგაში-ბოსელში ,ისე როგორც მოხდა 2000 წლის შემდეგ ბეთლემში. მხოლოდ ეს მოხდა 25 დეკემბერს- მაშინ დამთავრდა უდიდესი ღამე კაცობრიობის ისტორიაში. ღამისთევით დღეობის დაწყება იმ უძველეს დროს დაიბადა. როცა მრევლს სწამდა შობის მისტერიაში უშუალო მონაწილეობის. ეს თასი არის დასტური ქართველთა წინაპრების ქრისტეს მოლოდინის. ამიტომაც ვართ ღვთისმშობლის წილხვედრი ერი და ქვეყანა. თასზე გამოსახული დიდი ჭურჭელი ჩვილის გასაბანად დგას. გვერდით დევს დოლი სიმბოლო ხმაურისა ანუ ახლად შობილის სიმბოლოა…სიტყვისა რომელიც ქმნის და აცხოვნებს.ქვედა ფრიზზე გამოსახული 9 ირემი, ცხრა ძალის სიმბოლოა რომელიც 9ცაშია განაწილებული. სიცოცხლის ხე გამოხატავს ზეციდან ქვესკნელამდე ,,კიბეს,, რომელსაც ჩამოჰყვება და აჰყვება ახლადშობილი. შობის, მომავალი აღდგომის და ამაღლების მისტერიით. ქართული ანბანის 22-ე ასოა ჳ ინ. ამ ასოთი იწერება უფალი და ღჳნო.
    გიორგი


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: