Posted by: burusi | 15/07/2009

მედეა ჯაფარიძე – ბიოგრაფია

მედეა ჯაფარიძე

მედეა ჯაფარიძე – Medea Japaridze (1923 – 1994)

მედეა ვალერიანის ასული ჯაფარიძე დაიბადა 1923 წლის 20 მარტს თბილისში. 1942 წლიდან მოღვაწეობდა თბილისის კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში. პარალელურად გაიარა თბილისის შოთა რუსთაველის თეატრთან არსებული გ. ტოვსტონოგოვის სტუდიის კურსი, ხოლო შემდეგ სწავლა გააგრძელა მოსკოვის სამხატვრო თეატრთან არსებულ ვ. ნემიროვიჩ-დანჩენკოს სტუდიაში. მ. ჯაფარიძე ბრწყინვალე ოსტატობით ქმნიდა როგორც სახასიათო და კომედიურ, ასევე ლირიკულ და დრამტულ როლებს, მათ შორის ნინა (. ლერმონტოვის “მასკარადი”), გულსუნდა (ვაჟა-ფშაველას “მოკვეთილი”), ჯულიეტა, ლედი ანა (უ. შექსპირის “რომეო და ჯულიეტა”, “რიჩარდ III”), ლარისა (ა. ოსტროვსკის “უმზითვო”), პარასკა (ი. გალანის “სიყვარული გარიჟრაჟზე”), მარტა-იზაბელა (ა. კასონას “ხეები ზეზეულად კვდებიან”), ლიუბოვ იაროვაია (კ. ტრენიოვის “ლიუბოვ იაროვაია”), ელიზა დულიტლი, კლეოპატრა (. შოუს “პიგმალიონი”, “კეისარი და კლეოპატრა”), ჭრიჭინა (მ. ბარათაშვილის “მარინე”), ივდითი (კ. გუცკოვის “ურიელ აკოსტა”), გულქანა პ. კაკაბაძის “კახაბერის ხმალი”), იოკასტე (სოფიკლეს “ოიდიპოს მეფე”) და სხვა. კინოროლებიდან აღსანიშნავია ნაზიმე (“ქალიშვილი გაღმიდან”, 1940), თინათინი (“გიორგი სააკაძე”, 1942-43), ქეთო (“ქეთო და კოტე”, 1948), ელიკო (“წარსული ზაფხული”, 1953), ეკა (“მზე შემოდგომისა”, 1973) და დედოფალი და ეთერი (“ჯურღაის ფარი”, 1944), რისთვისაც 1951 წელს მიენიჭა სსრკ სახელმწიფო პრემია. 1960 წლიდან საქართველოს სახალხო არტისტია. 1988 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.

ვახტანგ ტაბლიაშვილი წერდა: “მედეამ მე უაღრესად გამიმართლა იმედი. რეჟისორი მსახიობს აძლევს როლის მარცვალს. რეჟისორს უყვარს ის მსახიობი, რომელსაც აქვს საკუთარი ინიციატივა. სწორედ ასეთი მსახიობი იღებს რეჟისორისაგან მარცვალს და აი იმ მარცვლისგან ზრდის თავისებურ სახეს. ასე შექმნა მედეამ ქეთო – “ქეთო და კოტეში”. ამ სურათის შემდეგ ჩემი რწმენა უფრო გაიზარდა მედეასადმი და როდესაც ვიფიქრე “რომეო და ჯულიეტას” დადგმის შესახებ, აქაც არჩევანი არ ყოფილა. ჩემთვის ჭეშმარიტება იყო ის, რომ მედეას უნდა ეთამაშა ჯულიეტა და უნდა მოგახსენოთ, რომ აქაც იგივე განმეორდა: ჩემ მიერ მიცემული მარცვალი მედეამ დიდ, საინტერესო ნაყოფად გაზარდა. მე ძალიან მიხარია, რომ მედეას საინტერესო ბიოგრაფიაში თვალსაჩინო ადგილი უჭირავს ჯულიეტას, რომელიც ჩვენ ერთობლივად შევქმენით“.

ცნობილი იტალიელი სცენარისტი ტონინო გუერა მედეა ჯაფარიძის მშვენიერებით იყო მოხიბლული: “დღეს, როცა სამყაროში ამდენი რამ ინგრევა და იმსხვრევა, როცა ამდენი საშიშროება ემუქრება კაცობრიობის მშვენიერებას, როცა ასე მოჭარბებულადაა მოძალებული ყველაფერი ყოფითი და მიწიერი, ბედნიერებაა ხედავდე ისეთ ადამიანს, როგორიცაა მედეა ჯაფარიძე, რომლის შემოქმედებითი ნიჭიერება, სულიერი და ფიზიკური მშვენიერება მიიწევს ზევით, მაღალი იდეალებისაკენ და თითქოს შენც მაღლდები მისი შემხედვარე“.

მედეა ჯაფარიძე გარდაიცვალა 1994 წელს. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: