Posted by: burusi | 12/07/2009

კავკასიის მეფისნაცვლები – Viceroys of the Caucasus (1801-1917)

კავკასიის მეფისნაცვლები – Viceroys of the Caucasus  – Наместники Кавказа

მეფისნაცვალი, ადგილობრივი მმართველობის უფროსი რუსეთში XVIII საუკუნის ბოლოს – XIX საუკუნეში. ემელიან პუგაჩოვის ომით შეშინებულმა ეკატერინე II-ის მთავრობამ, ცენტრალიზაციის გაძლიერების მიზნით, 1775 წელს დააწესა მეფისნაცვლის თანამდებობა.
თავდაპირველად (1785 წლის 5 მაისი – 1796 წლის 31 დეკემბერი) იგი განაგებდა ასტრახანის და კავკასიის გუბერნიებს. მეფისნაცვლის რეზიდენცია განლაგებული იყო ეკატერინოგრადში, ხოლო 1790 წლის 30 აპრილიდან ასტრახანში. იგი მოიცავდა ვოლგის ქვემო დინებისა და დონს შორის სტეპებს, ჩრდილოეთ კავკასიის ნაწილს ყუბანამდე და თერგამდე.
1796 წელს პავლე I-მა გააუქმა მეფისნაცვლის თანამდებობა.
1801 წელს დაწესდა კაკასიის მთავარმართებლის თანამდებობა, რომელიც მოქმედებდა 1844 წლამდე.

კავკასიის მთავარმართებლები (1801 – 1844):

  • კარლ კნორინგი (Karl von Knorring, Карл Кнорринг) 1801-1802
  • პავლე ციციანოვი (Pavel Tsitsianov, Павел Цицианов) 1802-1806
  • ივანე გუდოვიჩი (Ivan Gudovich, Иван Гудович) 1806-1809
  • ალექსანდრე ტორმასოვი (Alexander Tormasov, Александр Тормасов) 1809-1811
  • ფილიპო პაულიჩი (Filippo Paulucci, Филиппо Паулуцци) 1811-1812
  • ნიკოლაი რტიშჩევი (Nikolay Rtishchev, Николай Ртищев) 1812-1816
  • ალექსეი ერმოლოვი (Aleksey Yermolov, Алексей Ермолов) 1816-1827
  • ივან პასკევიჩი (Ivan Paskevich, Иван Паскевич) 1827-1831
  • გრიგორი როზენი (Gregor von Rosen, Григорий Розен) 1831-1838
  • ევგენი გოლოვინი (Yevgeni Golovin, Евгений Головин) 1838-1842
  • ალექსანდრე ნეიდგარტი (Aleksandr Neidgart, Александр Нейдгардт) 1842-1844

1844 წელს დაწესდა კავკასიის მეფისნაცვლის თანამდებობა, რომელიც მოქმედებდა 1883 წლამდე. რეზიდენცია თბილისში იყო. 1844 წლის 27 დეკემბრიდან იგი მოიცავდა ერთ გუბერნიას და ორ მხარეს:

  • საქართველო-იმერეთის გუბერნია (ტფილისი) – 1847 წლის 28 თებერვალს გადაკეთდა ტფილისის გუბერნიად
  • სასომხეთის მხარე (ერევანი) – 1849 წლის 9 ივნისს გადაკეთდა ერევნის გუბერნიად.
  • კასპიის მხარე (შემახა) – 1846 წლიდან დერბენტის და შემახის გუბერნიები. 1860 წლის 30 მაისს დერბენტის გუბერნია გაუქმდა და წარმოიქმნა დაღესტნის მხარე (დერბენტი) და ჯვარ-ბელაქანის (ზაქათალის) მხარე.
    1859 წლის 2 დეკემბერს შემახის გუბერნია გადაკეთდა ბაქოს გუბერნიად (ბაქო);
    1866 წლის 17 აგვისტოს წარმოიქმნა სოხუმის მხარე (სოხუმი)
    1867 წელს წარმოიქმნა შავი ზღვის მხარე
    1868 წელს შეიქმნა ელიზავეტპოლის გუბერნია (ელიზავეტპოლი)
    1878 წელს შეიქმნა ათუმის მხარე (ბათუმი) და ყარსის მხარე (ყარსი)

კავკასიის მეფისნაცვლები (1844 – 1882)

მიხეილ ვორონცოვი (Mikhail Vorontsov, Михаил Воронцов) 1844-1854
ნიკოლაი მურავიოვი (Nikolay Muravyov, Николай Муравьёв) 1854-1856
ალექსანდრე ბარიატინსკი (Aleksandr Baryatinsky, Александр Барятинский) 1856-1862
დიდი მთავარი მიხეილ რომანოვი (Grand Duke Mikhail Nikolayevich, Михаил Николаевич Романов) 1862-1882

1881 წლის 22 ნოემბერს კაკასიის მეფისნაცვლის თანამდებობა გაუქმდა და შეიქმნა კავკასიის ადმინისტრაცია, რომელსაც განაგებდა კავკასიის მთავარმართებელი.

კავკასიის მთავარმართებლები (1882 – 1904):

  • ალექსანდრე დონდუკოვ-კორსაკოვი (Aleksandr Dondukov-Korsakov, Александр Дондуков-Корсаков) 1882-1890;
  • სერგეი შერემეტიევი (Sergei Sheremetyev, Сергей Шереметев) 1890-1896;
  • გრიგორი გოლიცინი (Grigori Golitsin, Григорий Голицын) 1896-1904;

კავკასიის მეფისნაცვლობა აღდგა 1905 წლის 26 თებერვალს, რომელიც მოქმედებდა 1917 წლამდე. იგი მოიცავდა ექვს გუბერნიას, ხუთ მხარეს და ორ დამოუკიდებელ ოლქს:

გუბერნიები:

  • ბაქოს გუბერნია
  • ელისავეტპოლის გუბერნია (ელისავეტპოლი, ახლ. განჯა, აზერბაიჯანი)
  • ქუთაისის გუბერნია
  • ტფილისის გუბერნია
  • შავი ზღვის გუბერნია (ნოოროსიისკი)
  • ერევნის გუბერნია (ერევანი)

მხარეები:

  • ბათუმის მხარე
  • დაღესტნის მხარე (ტემირ-ხან-შურა, ახლ. ბუინაკსკი)
  • ყარსის მხარე
  • ყუბანის მხარე (ეკატერინოდარი, ახლ. კრასნოდარი)
  • თერგის მხარე (ვლადიკავკაზი)

ოლქები:

  • ზაქათალის ოლქი
  • სოხუმის ოლქი

კავკასიის მეფისნაცვლები (1904 – 1917):

  • ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვი (Illarion Vorontsov-Dashkov, Илларион Иванович Воронцов-Дашков) 1904-1916;
  • ნიკოლაი რომანოვი (Grand Duke Nikolay Nikolayevich, великий князь Николай Николаевич) 1916-1917

მეფისნაცვალი აღჭურვილი იყო საგანგებო უფლებებით და მხოლოდ იმპერატორს ემორჩილებოდა. მეფისნაცვალი განაგებდა აგრეთვე დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე განლაგებულ ჯარს, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებსა და სასამართლოს. XIX საუკუნეში მეფისნაცვლის ინსტიტუტი არსებობდა პოლონეთის სამეფოში (1815-1874).

მეფისნაცვალი კავკასიაში განსაკუთრებული უფლებით სარგებლობდა — უშუალოდ ემორჩილებოდა ყველა უწყება. მასზე იყო დამოკიდებული მოსამსახურე პირების დანიშვნა, განთავისუფლება, დაჯილდოება. იგი ამავე დროს კავკასიაში მდგომი ჯარების მთავარსარდალიც იყო. სადავო საკითხები, რომელიც მეფისნაცვლის ფუნქციებს სცილდებოდა, განსახილველად იგზავნებოდა პეტერბურგში „კავკასიის საქმეების კომიტეტში“, კომიტეტის დასკვნას მოახსენებდნენ მეფეს საკითხის საბოლოო გადაწყევიტისათვის.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: