Posted by: burusi | 12/07/2009

ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმი

ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმი

ნიკოლოზ ბარათაშვილი (Nikoloz Baratashvili, Николай (Николоз) Бараташвили)

ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმი მდებარეობს თბილისში ჩახრუხაძის ქ. N17-ში ორსართულიანი სახლის პირველ სართულზე. მუზეუმი 1982 წლის 31 ოქტომბერს ,,თბილისობის” პირველ დღესასწაულზე გაიხსნა. პოეტის მუზეუმი ცნობილმა ქართველმა მწერალმა ნოდარ დუმბაძემ გახსნა.

საცხოვრებელი სახლი დღევანდელი სახით XIX ს-ის ბოლო მეოთხედში ჩამოყალიბდა. ფასადს კლასიცისტური ელემენტები ამკობს, ეზოსკენ კი ნაგებობა ორ სართულად განლაგებული ხის აივნებით არის მიმართული. მოგრძო ეზოს სივრცეს შავთელის ქუჩისგან აგურის ზღუდე გამოჰყოფს.

გადმოცემა ამ ადგილს ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელს უკავშირებს. ვარაუდობენ, რომ სახლის სარდაფში და პირველ სართულზე შემორჩენილი ძველი აგურის წყობა იმ ბანიანი სახლის ნაწილი უნდა იყოს, რომელშიც პოეტი ცხოვრობდა.

მუზეუმში წარმოდგენილია 2000-მდე ექსპონატი, პოეტთან დაკავშირებული პიროვნებების ფოტო-მასალა, ბარათაშვილთა საგვარეულო გერბი, ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, სხვადასხვა დოკუმენტაცია, ნივთები, მაგრამ პარალელურად მუზეუმის დათვალიერების დროს სტუმრები მთლიანად მაშინდელი თბილისის ისტორიასა და მდგომარეობას ეცნობიან. ემოციურის გარდა, მუზეუმში შემეცნებითიც ბევრია. აღსანიშნავია, რომ დარბაზების სტილისა და ყველაზე ელემენტარული ფორმების შერჩევის დროსაც კი ნიმუშად ეკატერინე ჭავჭავაძის სალონი იქნა გამოყენებული. მუზეუმში გამოფენილი ექსპონატების მეშვეობით ხდება პოეტის თანადროული გარემოს აღდგენა.

მუზეუმი აქტიურადაა ჩართული საზოგადოების ცხოვრებაში. ამისათვის ცალკე გამოყოფილია დარბაზი, სადაც ნებისმიერი ტიპის ღონისძიებების ჩატარებაა შესაძლებელი. მუზეუმში ხშირად იმართება მუსიკალური და პოეზიის საღამოები, გამოფენები, წიგნის პრეზენტაციები, შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელ დიასპორებთან სახელწოდებით ,,კულტურათა დიალოგი.”

მუზეუმი მუშაობს ყოველდღე კვირა–ორშაბათის გარდა.
მისამართი: ჩახრუხაძის ქ. 19(ასახვევი არ მისული კონკამდე, ბარათაშვილის ქუჩიდან)
საკონტაქტო პირი: ნანა ელიზბარაშვილი
ტელეფონი: (995 93) 14 81 25; (995 32) 99 06 99

http://www.tbilisi.gov.ge


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: