Posted by: burusi | 13/06/2009

გიორგი ალავერდაშვილი – “მიხა ხელაშვილი”

მიხა ხელაშვილი

2007 წლის 21 ოქტომბერს გავემგზავრე დედოფლისწყაროს რაიონში, სოფელ ქვემო ქედში, მიხა ხელაშვილის ერთადერთი ქალიშვილის, 86 წლის ქალბატონ თამარის მოსანახულებლად. თვით სოფელი საკმაოდ ღონივრად გამოიყურებოდა, რომელიც გზის გასწვრივ, 7 კილომეტრზეა გადაჭიმული. ქალბატონ თამარის საცხოვრებლის ნახვის შემდეგ კი სულ წამიხდა შთაბეჭდილება… ეს არა მარტო ქვემო ქედის, არამედ მთლიანი საქართველოს სირცხვილია! საცხოვრებელი სახლის კედლები ჩამოშლილია, დანგრევის პირზეა მისული… ქალბატონი თამარი კი უკვე რამდენიმე წელია, ღამეს ეზოში რაღაც სასწაულით მიტანილ თუ ატანილ გადატიხრულ ვაგონში ათევს, ფაქტიურად ვაგონში ცხოვრობს…

თამარ ხელაშვილი

თამარ ხელაშვილი

− ბეჩავადა ვდგევარ, ბეჩავად… ფშავური კილოთი მომიბოდიშა ქალბატონმა თამარმა და ერთადერთი სკამი შემომთავაზა, თვითონ კი საწოლზე ჩამოჯდა. პირველ რიგში მთხოვა, მისთვის ”ქალბატონოთი” არ მიმემართა, ბებო დამიძახე, ასე უფრო მირჩევიაო, მე კი ჩემი ასაკი − 51 წელი გავუმხილე და ბოლოს შევთანხმდით, რომ ასე მივმართავდი − ”დეიდა თამარ!” − ეს მიმართვა უფრო თბილია, რადგან დედასთან ახლოა.
დეიდა თამარმა მოკლედ მომიყვა თავისი წარსული… პირველი, რაც ახსოვს, ეს არის 2 წლის ბავშვის კოშმარი, თუ როგორ შეუცვივდნენ წითელი მილიციონერები, როგორ სცემდნენ დედამისს და ბებიას წიხლებით, თვით თამარი კი ფეხის კვრით მოუცილებიათ… თოფის კონდახებით დაუმტვრევიათ კიდობანი, სადაც იარაღს ეძებდნენ, ან იარაღზე უფრო ძლიერ იარაღს − მიხა ხელაშვილის ლექსებს…
”პატარა რომ ვიყავი, 6-7 წლისა, ლექსობა დავიწყე. ერთ ვიღაც მეზობლის კაცს უთქვამს: ”აე, ბალღი ლექსობს, მამის ფერი გამოვაო!” გაჰკვირვებია პატარა თამარს და მაშინღა გაუგია, თუ ვისი შვილი ყოფილა…
ქალბატონმა თამარმა მაჩვენა მთელი თავისი საგანძური − მიხა ხელაშვილის ხელნაწერები, რომლებიც დრო-ჟამს ისე გაეყვითლებინა და დაეცრიცა, რომ შეხებაც კი საშიში იყო. განსაკუთრებით დაზიანებული იყო ის ფურცლები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში გამოქვაბულებში ინახებოდა:
”თურმე, მიხა რა დღესაც მოკლეს, იმ დღეს ახმეტის მხარეს აპირებდა გადასვლას. იანვარში ძნელია დათოვლილი მთის გადავლა, მითუმეტეს ზედმეტი ბარგით. თავისი ტყავის ჩანთა წინა დღეს თავისი დისთვის, სალომესათვის დაუტოვებია აფხუშოში: − თუ მომკლეს, ვანო ხორნაულს ჩააბარეთ, ის მიმიხედავსო. რა ნდობა ჰქონდა ეგეთი ცხრამეტი წლის ბიჭისა? მამას წაუღია ის ნაწერები, თავისთან რაცა ჰქონდა, ისიც დაუმატებია, საიმედოდ შეუფუთია და ჩვენი სახლის გაღმა, ღრმა ეხში შეუმალავს. ბალღებს, იმის შიშით თურმე, რომ იქ ძრომიალი არ დაგვეწყო, გვეტყოდა: ეშმაკიანია ის ეხი, არ შეძვრეთ, თორემ დაიხელთებითო. შეძრომა კი არა, იქ სიახლოვეს გავლისაც გვეშინოდა”.
ქალბატონმა თამარმა აგრეთვე მაჩვენა დედამისის, ულამაზესი ფშაველი ქალის − დედუნა ბაჩიაშვილის ფოტოსურათი (ჰქონია მამის ორი ფოტოსურათიც, ერთი ნაბადით, მეორე კი უკვე გარდაცვლილი, რომლებიც ერთ-ერთ ცნობილ პიროვნებას უნათხოვრებია და ჯერ კი არ დაუბრუნებია):
”ნათხოვი ვყავდი მიხასა, ჯვარი უნდა დაგვეწერა, რომ მამა დამეღუპა. მანამ მამის წლისთავი გავიდოდა, მიხაი გავარდა. დასდევდა მილიცია, ჩვენსა რომ მოვიდოდა, დედაჩემი ჯავრობდა და ეხვეწებოდა: − ნუ მოხვალ ჩვენსა, მთავრობა დაგვაღონებს, ქალს დამიწიოკებენ. ტყეში გასულს ქალს ვეღარ მივცემ, თავი დაგვანებეო. მე წუხდი. მიხასაც ძალიან ვუყვარდი. ის მე რას თავს დამანებებდა. ხშირად მეუბნებოდა: − ავადს წაგიყვან, დედაშენი იყოს, სხვა ქალებმა უგდონ ყურიო (ფოცხვერას ვაჟი არა ჰყავდა). მე ვერა ვბედავდი ჯალაფთ უკითხავად ისიც დედის უპატრონოდ დატოვებას. თან მიხაი გასული იყო, შინ ვერ იქნებოდა. მე ვეუბნებოდი: − თუ საცა შენა ხარ, იქ წამიყვან, წამოვალ თუ არა და ახადს რა გავაკეთოო. ასე გავიდა დრო. აბა 15-16 წლის ქალს რა ძალა და გონი მქონდა. ახლა ძალიან მიყვარდა მიხაი. ასე შინ დავრჩი და ყაჩაღის ცოლი კი გავხდი. დედაჩემი ჩხუბობდა, მაგას ვინ იცის, სად მოჰკლავენ, რა გეშველება, რაზე ჩაიგდე თავი ცეცხლშიო. მე სულ არ მეყურებოდა არაფერი, მარტო ის მეამაყებოდა, რომ მიხას ცოლი ვიყავ და ის ჩემი იყო. რა დარდი მქონდა ან ჯვრისწერისა ან ქორწილისა, ქალი გაიჩნდა. ჩემისთანა აღარავინ მეგულებოდა.
ბევრჯერ გამიყენეს სამაღაროსკარო გზასა ბალღაკიდებული. ბევრი ტანჯვა-წვალება შემხვდა, ბევრი დაკითხვა და დამუქრება. კიდევ იმითა ვნუგეშობდი, მესარჩლებოდნენ, თუ კი ფშაველი ვინ იქნებოდა. ვახტანგი ძალიან კარგად მექცეოდა. თითქმის პატრონობას მიწევდა, როგორც ახლობელი მეზობელი. მიხა ჩვენსა აღარ დადიოდა. თუ მთაში სადმე მნახავდა და სულ იმას მარიგებდა: − ნუ გეშინია, მე ესენი ვერ მომკლავენ. აქით მალე სულ წავალთ ისეთ ადგილსა, რო ჩვენი მცნობი არც მთავრობა და არც მილიცია იყოსო. გაიძლე ცოტა ხანსაცაო. მთავრობაში ისა თქვი, მიხა ჩემი არაფერია, არც ბალღი მყავ მაგისა, არც ვიცი სად არიო.
ბალღი არ ენახა. ერთხელ შემომითვალა სახლს იქით მამულში გაიარე. იქ დაჯექი ბალღი დურბინდით უნდა ვნახოო. მე ძალიან მეწყინა: − რად არ შინ მოიდაო, განა არ ვიცოდი ჩვენს სახლს ტყიდან მილიცია ჰყარაულობდა. იქ იმის მოსვლა სიკვდილს უქადდა. ბალღი გავიყვანე. ნახა ალბათ, შემომითვალა, აბა შენ იცი, არ დაღონდეო. ჩემმა მულებმა თქვეს კახეთს წავა ისევაო.
შემოდგომაზე მოვიდა. ჩვენსა ვერ მოდიოდა. მთავრობამ რომ გაიგო, ისევ დევნა დაუწყეს.
ერთ დღეს, ზამთრის პირი იყო თოვლი იყო ჩვენს ეზოში მოვიდა გარეთ გამოვედი და მივეგებე. შინ ვერ შემოვალ ჩქარა უნდა წავიდე აქ არავინა მნახოსო. თქვა, ამ ზამთარს კახეთში მივდივარ, შენ აქ იყავ გაზაფხულზე შენაც წაგიყვან, თუ არ მომკლეს და ცოცხალი დავრჩი, თუ მომკლეს შენ იცი შენი თავისა, ნუ გასთხოვდები, ახადს წაგიყვანენ ჩვენები თუ ჯალაფთ არ დაგაყენეს და ჩხუბი დაგიწყეს. იქ თავის საკუთნო ოჯახში იქნები. ქვეყნის მოჯამაგირეობას ის გირჩევნია ე შვილი კარგად თავის კერაზე გაზარდო და თავადაც უსაყვედუროდ იყო. ახლა შენ იცი, მე ვერ შეგისრულებ დანაპირებს მაშინ თუ ცოცხალი არ ვიქნები და შენც დასთმეო. გამომეთხოვა და წავიდა რა ვიცოდი თუ ცოცხალს ვეღარა ვნახავდი. იმის შემდეგ ბევრი წვალება ვნახე ბევრი ტანჯვა გამოვიარე. მიხაი კი არამ დამავიწყა”.
მონუსხულით ვუსმენდი გარდასულ დღეთა მოგონებებს. ბოლოს ვთხოვე ქალბატონ თამარს, ხელნაწერები ჩემთვის ეთხოვებინა, რომ დამესკანირებინა და ისე შემენახა (დედის სურათზე კი ვეღარ შევბედე…).
გამომშვიდობებისას ქალბატონმა თამარმა მაჩუქა მამამისის, მიხა ხელაშვილის წიგნი ”ლექსო, ამოგთქომ, ოხერო” წარწერით: ”გიორგი ალავერდაშვილს, სახსოვრად მამაჩემის წიგნი, როგორც საქართველოსთვის თავდადებულ კარგ ქართველს. თითოეული ნამდვილი ქართველი მილიონი უღირს ჩვენს უფსკრულის კიდეზე მისულ ტანჯულ საქართველოს.
სიცოცხლე და სიკეთე ყველა ნამდვილ ქართველს თქვენის ჩათვლით.
21 ოქტომბერი. ქვემო ქედი. თამარ მიხას ასული ხელაშვილი”.
ქალბატონ თამარს ჰყავს ერთადერთი მარჩენალი ძროხა, ორი ინდაური, სამი ციცირი და ერთი ძაღლი. ყოველთვის წელში ამაყად გამართული იმედით გაჰყურებს ჭიშკარს, იქნებ ვინმეს გაახსენდეს და მოიკითხოს, როგორც წარსული.

***
დეიდა თამარ! მოგვიანებით გიგზავნით თქვენს ფოტოსურათებს, ჟურნალ „გზის“ იმ ნომერს, სადაც ჩემი ინტერვიუ დაიბეჭდა და ტექსტს, რაც ჩადებულია ჩემს საიტში. ამ საიტის საშუალებით მთელ მსოფლიოში გაფანტულმა ქართველობამ გაიგო თუ ვინ იყო მიხა ხელაშვილი. ძალიან ბევრი გამოხმაურებაც მომივიდა. მინდოდა პირადად მენახეთ და თვითონ გადმომეცა ეს მასალები, მაგრამ ეტყობა სანდრო ისე გამოემგზავრა, რომ ვეღარ შემატყობინა. ბოდიშს კი მოგიხდით, მაგრამ ფოსტით გამოგიგზავნით.
სანდრო შანიძეს გუშინ საღამოთი შევხვდი, დამპირდა რომ მამათქვენის ხელნაწერების ელექტრონულ ვერსიებს გამომიგზავნის და რა თქმა უნდა საიტში დავამატებ. სანდრომ გადმომცა თქვენს მიერ მოქსოვილი წინდები, რამაც უდიდესი სიხარული მომგვარა. ცოდვა გამხელილი ჯობია და ამ უნიკალურ წინდებს ვერ ჩავიცმევ… განა შეიძლება ძვირფას რელიკვიებს არ გავუფრთხილდე? შევინახავ და მისი შეხედვა უფრო გამათბობს, ვიდრე ჩაცმული!
დეიდა თამარ! როცა სოფელში ჩავდივარ, დედა თქვენზე მეკითხება ხოლმე, კიდევ ხომ არ გინახავს ან ხომ არ იცი როგორ არისო? მასაც ძალიან გაუხარდება, როცა გაიგებს რომ მის შვილზე სხვა ქალბატონიც ზრუნავს.
ძალიან პატივს გცემთ!
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყურადღებისთვის!

პატივისცემით, გიორგი ალავერდაშვილი. 06.03.2009
ღმერთს ებარებოდეთ!

წყარო: ვებგვერდი “ფერეიდანი”


Responses

  1. MIXA XELASHVILI-ARACHVEULEBRIVI ADAMIANI,QARTVELI SAZOGADO MOGVACE! DZALIAN GULDASACYVETI CERILIA…ME SHEMTXVEVIT MIVAGENI TQVENS SAITS.EVROPASHI VCXOVROB DIDI XANIA DA AR VICODI VIN IYO MIXA XELASHVILI.CHEMS AMXANAGEBSAC GAVUGZAVNE ES STATIA,ROM MATAC GAIGON TU ROGORI SAMAGALITO ADAMIANI IYO! MARTLAC SAMARCXVINOA,ROM MISI ERTADERTI QALISHVILI,DGES ASET DGESHIA,DA ASE MIZERULAD CXOVROBS! ME VTVLI ROM ES MTELI SAQARTVELOS SIRCXVILIA!PIRIQIT,AMISTANA SAXELOVANI ADAMIANIS SHVILI MTELI CXOVREBA UZRUNVELYOPILI UNDA IYOS! ARAUSHAVS,GMERTI GADAUXDIS!DA RA MAINTERESEBS,ARIS RAME CIGNEBI MIXA XELASHVILIS SHESAXEB??? DA SAD ARIS DAKRDZALULI? DA QALBATON TAMARS SHTAMOMAVLEBI AR YAVS?
    MADLOBT CINASCAR…

  2. MIXA XELASHVILI-ARACHVEULEBRIVI ADAMIANI,QARTVELI SAZOGADO MOGVACE! DZALIAN GULDASACYVETI CERILIA…ME SHEMTXVEVIT MIVAGENI TQVENS SAITS.EVROPASHI VCXOVROB DIDI XANIA DA AR VICODI VIN IYO MIXA XELASHVILI.CHEMS AMXANAGEBSAC GAVUGZAVNE ES STATIA,ROM MATAC GAIGON TU ROGORI SAMAGALITO ADAMIANI IYO! MARTLAC SAMARCXVINOA,ROM MISI ERTADERTI QALISHVILI,DGES ASET DGESHIA,DA ASE MIZERULAD CXOVROBS! ME VTVLI ROM ES MTELI SAQARTVELOS SIRCXVILIA!PIRIQIT,AMISTANA SAXELOVANI ADAMIANIS SHVILI MTELI CXOVREBA UZRUNVELYOPILI UNDA IYOS! ARAUSHAVS,GMERTI GADAUXDIS!DA RA MAINTERESEBS,ARIS RAME CIGNEBI MIXA XELASHVILIS SHESAXEB??? DA SAD ARIS DAKRDZALULI? DA QALBATON TAMARS SHTAMOMAVLEBI AR YAVS?
    MADLOBT CINASCAR…

  3. rava sheidzleba ase ubralod idoss leqsebi da mat aravin kitxulobdesss
    sruliad gaurkvevel vitarebashi wavikitxe es saiti da
    imedia rom ragacas mainc igonebt rom wina planze wamowiot saiti

  4. rava sheidzleba ase ubralod idoss leqsebi da mat aravin kitxulobdesss
    sruliad gaurkvevel vitarebashi wavikitxe es saiti da
    imedia rom ragacas mainc igonebt rom wina planze wamowiot saiti


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: