Posted by: burusi | 09/06/2009

ჰიერონიმუს ბოსხი – თივის გადატანა (ტრიპტიხი)

ჰიერონიმუს ბოსხი – თივის გადატანა (ტრიპტიხი), 1500-1515 წწ. პრადოს მუზეუმი, მადრიდი, ესპანეთი

Hieronymus Bosch – The Haywain Triptych

ტრიპტიქი “თივის გადატანა” ჰიერონიმუს ბოსხმა სავარაუდოდ 1500-1515 წლებში დახატა. იგი მხატვრის ერთ-ერთ პირველ სატირიკულ ნახატად ითვლება. ტრიპტიხის ორი ვერსია არსებობს – პრადოს და ესკორიალის. სურათმა მრავალჯერ განიცადა რესტავრაცია, რის გამოც უცნობია თუ რომელია ორიგინალი. შესაძლოა ორივე ორიგინალს წარმოადგენდეს.

ტრიპტიქის მარცხენა პანელზე ასახულია ამბოხებული ანგელოზების განდევნა, ადამიანის შექმნა და მისი დაცემა. მარჯვენა პანელი გვიჩვენებს ჯოჯოხეთის სურათს.
სურათის ცენტრალურ ნაწილზე ასახულია კაცობრიობა, რომელსაც დავიწყდა ღვთის კანონები და ჩაძირულია ცოდვებში. უსაზღვრო პეიზაჟის ფონზე, უზარმაზარ თივის ზვინს მოჰყვება ამალა, მათ შორის – იმპერატორი და პაპი (ამოიცნობა ალექსანდრე მეექვსის სახე). სხვა ფენის წარმომადგენლები – გლეხები, ქალაქელები, მღვდლები ცდილობენ ხელში ჩაიგდონ თივის რაღაც ნაწილი მაინც. ზოგი ვერ იყოფს და ერთმანეთში ჩხუბობენ. ადამიანთა მოდგმის ამაო ყოფას ზემოდან მშვიდად გადმოჰყურებს ქრისტე, ოქროსფერი შარავანდედით მოსილი. თივაზე მყოფი ანგელოზების გარდა ვერავინ ამჩნევს ღვთის არსებობას.
შესაძლოა სურათი გამოსახავს ძველ ფლამანდურ ანდაზას: სამყარო თვისი ზვინია, ყოველი იტაცებს იმდენს, რამდენიც შეუძლია.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: