Posted by: burusi | 06/06/2009

სან სებასტიანი

სან-სებასტიანი (ბასკურად: დონოსტია (Donostia), ესპ. San Sebastián) – ქალაქი და ნავსადგური ჩრდილოეთ ესპანეთში, ბასკეთში, საფრანგეთის საზღვართან ახლოს. იგი მდებარეობს ბისკაიის ყურის ნაპირზე, მდინარე ურუმეის შესართავთან.
სან სებასტიანი გიპუსკოას (Gipuzkoa) პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრია. ადგილობრივი მაცხოვრებლები თავის თავს დონოსტრიელებს უწოდებენ. 2005 წლის მონაცემებით, მოსახლეობა შეადგენს 182,930 ადამიანს.
სან-სებასტიანი თავისი შესანიშნავი სანაპირო ზოლით, ცნობილი საზღვაო ელიტარული კურორტია. ქალაქმა მეცხრამეტე საუკუნიდან მიიპყრო არისტოკრატული საზოგადოების ყურადღება და მიუხედავად მისი მდებარეობისა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, წარმატებით უწევს ესპანეთის სამხრეთ ქალაქებს კონკურენციას.
შთამბეჭდავია მისი პეიზაჟები, მთათა სიმწვანე, ზღვის სივრცეები, პლაია დე ლა კონჩას და ონდარეტეს ცნობილი ზღვისპირა ნაპირები, განსაკუთრებით შორიახლო, ბისკაის ყურეში მდებარე კუნძული-ბორცვი – წმინდა კლარა.

ქალაქის ცენტრში პარტე ვიეჟის (Parte Vieja) ძველი უბანია ვიწრო ქუჩებით. ამ უბნიდან დაიწყო თავისი განვითარება 1180 წელს ქალაქმა. ძველი ქუჩების ვიწრო შესახვევებით მოხვდები კონსტიტუციის მოედანზე, სადაც წამომართულია მაღალი რატუშის შენობა, სადაც დღეს ქალაქის ბიბლიოთეკაა განთავსებული. ქალაქის ძველ ნაწილშია განთავსებული სანტა მარია დელ კოროს ტაძარი, აგრეთვე მე-16-ე საუკუნის მონასტერი, სადაც დღეს სან ტელმოს მუზეუმია განთავსებული.
ქალაქიდან მოჩანს 75 მეტრ სიმაღლეზე წამომართული სან ვინსენტის ტაძარი, რომლის მოედნიდან, ისევე როგორც მონტე-იგელდოს მთიდან (სადამდეც ფუნიკულიორი ადის) ქალაქის თვალწარმტაცი ხედები იშლება.
წარუსლელ შთაბეჭდილებას ახდენს ფანტასტიური ზღვისპირა გამზირი პასეო დე ლა კონჩა (Paseo de la Concha), რომლიდანაც იწყება მონტე ურგულის მთა, სადაც წამომართულია ქრისტეს უზარმაზარი ქანდაკება.
1953 წლიდან, სექტემბრის თვეში ქალაქში პერიოდულად იმართება საერთაშორისო კონოფესტივალები.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: