Posted by: burusi | 06/06/2009

გიორგი ბუნდოვანი: “ნამდვილი ანდერგრაუნდი”

გიორგი ბუნდოვანი: “ნამდვილი ანდერგრაუნდი”
დოკუმენტური პროზა

რა არის ნამდვილი “ანდერგრაუნდი”?
ნამდვილი “ანდერგრაუნდი” – ესაა საიქიო, მკვდართა და გვამთა სამყარო, (მნიშვნელობა არა აქვს, თუ როდინდელია გვამი…)! ეს არის მსოფლიოში ყველგან, ყველა ქვეყნებსა, ქალაქებსა, დაბებსა თუ სოფლებში… ნამდვილი “ანდერგრაუნდი” ესაა ყველა სასაფლაოს ქვედა მხარე, მიწისქვეშეთი… თავისი ხრწნის პროცესში მყოფი მძორითა და უკვე გამომშრალი, გამოფიტული ძვლებით! ნამდვილი “ანდერგრაუნდი” ესაა არა მარტო ჰომოსთა ნაშთების მსოფლიო-ერთობლიობა, არამედ მიწის ქვეშ დამარხულ ყოველგვარ, ერთ დროს ცოცხალ არსებათა და + ამჟამად მიწის ქვეშ მცოცხლებ არსებათა სინთეზური ერთობლიობა!…
ანუ რაც ჩვენს ქვემოთაა, თვალს მიმალული და მხოლოდ მაშინ ვიქნებით ამ ნამდვილი “ანდერგრაუნდის” წარმომადგენლები, როდესაც მივიცვლებით… მაგრამ იქაც “კონკურსია”, მიგვიღებენ ყველას, რო??
ნამდვილი “ანდერგრაუნდისათვის” უნდა ვემზადოთ ყოველი ჩვენთაგანი, სიცოცხლეშივე! რადგანაც ვაი და მერე მიგვიღონ იქ და ჩვენ კი მზად არ აღმოვჩნდეთ?? ხომ სირცხვილი იქნება??! ზემოთ კი ყველას – იცოცხლე, პრეტენზიები…
ნურავინ იტყვის, რომ აი, მე კლინიკური სიკვდილი, ან კომა განვიცადე და ის ნამდვილი “ანდერგრაუნდი” უკვე ერთხელ ვნახეო… ტუნელში გავლა, რომლის ბოლოსაც ან ჩანს კაშკაშა სინათლე, ან არა – ეს არაა “ანდერგრაუნდისაკენ” გზა, ესაა სამზადისის სამზადისი, მხოლოდ!
ნამდვილ ანდერგრაუნდში სულაც არაა აუცილებელი, რომ მხოლოდ ხელოვანნი მოიაზრებოდნენ, იქ ყველა და ნებისმიერი, ერთ დროს სულიერი არსება-მოიაზრება!
და ბოლოს:- ნამდვილი ანდერგრაუნდი – ესაა უმაღლესი რელიგია, ესაა უზენაესი კანონი, ესაა არსებობის დასაწყისიც და ფინალიც, ესაა დედაც და მამაც და შვილიც… ესაა თავად ღმერთიც და ყველა ანგელოზიც – ერთად შეყრილი, საღვთო დადა-სამსჯავროზე… ესაა და ეს და დადა-ბლებული განზომილება დაუნ-ქვეშეთისა და და-მიწებისა და და-სამარებისა და და-ვიწყებისა და და უფლებისა საკუთარ აწ და და-დუმებულ სხეულზე!!!!!!

ნამდვილი “ანდერგრაუნდი” ასე გამოიყურება ტრადიციულად:- შავ ბალდახინში გამოწყობილი “ცოცხალი” ჩონჩხი-არტისტი, პოლიტიკოსი, რიგითი…გაბრიელი ან მიქაელი, ან ორივე ერთად… ალესილი ცელით ხელში, რომელიც ყველას გვიდგას, პირველი ჰაერის ულუფის შესუნთქვიდან – პულსის ფეთქვის სადარაჯოზე!
ნამდვილი “ანდერგრაუნდის” შვილები ვართ ყველანი!


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: