Posted by: burusi | 06/06/2009

გიორგი ბუნდოვანი: “თეორია – ხელოვანი ადამიანის და მისი, ხელოვნებაში სტატუსის თაობაზე!”

გიორგი ბუნდოვანი: “თეორია – ხელოვანი ადამიანის და მისი, ხელოვნებაში სტატუსის თაობაზე!”ფილოსოფიური პუბლიცისტიკა

1.ხელოვნება არ არის ეპატაჟის და თვითრეკლამირების საშუალება!
2.ხელოვანად უნდა არა დაიბადო, არამედ ჩაისახო!
3.ხელოვნებაში თავის დამკვიდრება არ უნდა იქცეს თვითმიზნად, ამაზე მსმენელი, მკითხველი ან მაყურებელი თავად იზრუნებს!
4.ხელოვნებით უნდა ისუნთქო და არა ამ მყრალი ჟანგბადით, ხელოვნებაში დასაშვებია სულიერი, ან და კიდევაც სადღაც-ფიზიკური ორგაზმის განცდა!
5.ხელოვნება იმდენად უნდა იყოს პოლიტიკური, რამდენადაც აპოლიტიკური!(ბალანსი არ უნდა დაირღვეს!)
6.ხელოვანის ნიღბის ქვეშ, ვერ მოახდენ თავის დამკვიდრებას(და არცაა საჭირო!), თუ ბუნებამც არ გიშველა!
7.ხელოვნებაში უნდა იყო მუდმივად, როგორც მიღწეულ, ან თანდაყოლილ განსხივოსნებულ მდგომარეობაში, უნდა იღვიძებდე და იძინებდე ამით და პირადი ხელოვნების მანტრას, ან ლოცვას ალილუიასავით, მამაო-ჩვენოსავით ან მაჰა-მანტრასავით უნდა იმეორებდე!
8.ხელოვნებამ არ უნდა მოგასვენოს, უნდა გკორტნოს და გწეწოს და გღრღნას მუდმივად, ასევე აღგამაღლოს და მიგიყვანოს ღმერთამდე, როგორც ეს მოუვიდა მილარეპას!
9.თუ გრძნობ, რომ ხარ ხელოვანი შინაგანად და ნაწილობრივ გარეგანადაც, რომც არაფერი არ შექმნა(თუ ამას ქვეცნობიერი და ინტუიცია გკარნახობს!), მაინც ხელოვანად დარჩები…
10.უნდა გესმოდეს, რომ თუ ხარ ჭეშმარიტი ხელოვანი, სულით და ხორცით, ამ ცხოვრებაში ვერ ჰპოვებ სათანადო დაფასებას და აღიარებას და არც უნდა ისწრაფვოდე ამისაკენ, ამაზე, შენს მერე, მომავალი თაობები იზრუნებენ, თუ ღირსი იქნები! ხელოვანს არ უნდა გააჩნდეს არავითარი კომპლექსები(დასაშვების და არდასაშვების ფარგლებშიც!), უნდა ყველგან შეეძლოს თავისუფალი არტ-მოქმედებების განხორციელება, დღითა თუ ღამით!!!!!!!!!!!!!!!!!
———————————————————————————–
სიყვარულით მათდამი, ვისაც ამ თეორიების ესმის, ვერ ასრულებს, მაგრამ ცდილობს მაინც!……


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: