თითქოს ვიყავი და გიხილე სიზმარი ცხადად,
ღამის მეფობა დავინახე ცის იკანკლედით
გამოვარღვიე მე საფლავი, რომ მეთქვა – “აღარ”…
და ისევ შენთვის ხეტიალი, შეპყრობა ბნედით.
ჰგიეს ქვეყანა თიხის ხსოვნით, ვისთვის ციაგებ,
ვისთვის ციაგებ? ვინ არს ღირსი შენი მხილების?
დაგდუმებია სიყვარულით მეტყველი ბაგე
და შენს სიტყვაზე მოღელავენ ზღვა ყვავილები.
Posted by: burusi | 05/06/2009
გიორგი კორნაპელი – თითქოს ვიყავი და გიხილე სიზმარი ცხადად
Posted in Literature | ტეგები: გიორგი კორნაპელი
magaria
By: giviko on 29/01/2014
at 19:34