Posted by: burusi | 05/06/2009

გიორგი ბუნდოვანი – ბიოგრაფია

გრანელის საფლავზე გიორგი ბუნდოვანი კითხულობს ლექსებს, პეტრე-პავლეს სასაფლაო

გრანელის საფლავზე გიორგი ბუნდოვანი კითხულობს ლექსებს, პეტრე-პავლეს სასაფლაო

გიორგი კახიძე (ბუნდოვანი) დაიბადა ქ. თბილისში 1969 წლის 12 აპრილს (როგორც ერთი წიგნის ეპილოგში წერს – “12 აპრილს გაგარინთან ერთად გავფრინდი კოსმოსში და იქ დავწერე პირველი ლექსი”).

1993 წელს დაამთავრა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. მუშაობდა თბილისის პედაგოგიური უნივერსიტეტის მარნეულის ფილიალის რექტორის რეფერენტად.
1988 წელს მემორიალური დაფა აღმართა ტერენტი გრანელის ძველ, პეტრე-პავლეს სასაფლაოზე, რითაც შეინარჩუნა დიდი პოეტის ყოფილი საფლავი, საიდანაც იგი გადასვენებული იყო 1987 წელს დიდუბის პანთეონში. იმ წლების გახსენებისას გიორგი წერს: “ეს იყო 80-იანი წლების პირველი ნახევარი… გადავწყვიტე, რომ ტერენტი გრანელის საფლავი მომეძებნა. მოვძებნე მისი საფლავი პეტრე-პავლეს სასაფლაოზე, რომელიც ნაგვით იყო დაფარული. ამის მერე მე 6 წლის განმავლობაში საფლავს ვპატრონობდი, დავდიოდი იქ რეგულარულად, ღამეებიც გამითენებია. 1987 წელს, მწერალთა კავშირმა განიზრახა ტერენტი გრანელის ნეშტის გადასვენება მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში, რამაც ჩემში დიდი პროტესტი გამოიწვია. მიმაჩნდა, რომ, თუ ტერენტი გრანელის სადმე გადასვენება უნდოდათ, უნდა გადაესვენებინათ გალაკტიონ ტაბიძის გვერდით მთაწმინდაზე და არა დიდუბის პანთეონში… დავიწყეთ მორიგეობა ტერენტი გრანელის საფლავზე, დილიდან ღამემდე… ყველანაირ ინსტანციას მივმართეთ, მაგრამ რა თქმა უნდა ყოველგვარი ცდა უშედეგო აღმოჩნდა…” ბოლოს ტერენტის საფლავის ქვა სახლში წამოიღო და ლოგინთან ჰქონდა აყუდებული… პოეტს ბევრი ლექსი აქვს ტერენტიზე მიძღვნილი. პოეტური კრებული “ანტიყოფის მანიფესტი” იხსნება გრანელზე მიძღვნილი ორი ლექსით.

გიორგი ბუნდოვანი 90-იანი წლების დასაწყისიდან გამოჩნდა ახალ ქართულ პოეზიაში და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაწილე გახდა მისი წამყვანი ტენდენციების შექმნაში. გიორგი ბუნდოვანი იყო მარგო კორობლიოვას სახელობის პერფომანსის თეატრის დირექტორი, რომელიც 1994 წელს დაარსა მულტიმედია არტისტმა და პოეტმა დავით ჩიხლაძემ. თეატრმა იარსება 1998 წლამდე. იგი და მისი მეგობარი რთველიაშვილი არიან პოეზიის ორდენის “ქრონოფაგები”-ს (დროის მშთანთქმელები) ინიციატორები და დამაარსებლები. მისი ნაწარმოებები შესულია “თანამედროვე ქართველ პოეტთა ანთოლოგიებში”. გიორგი ბუნდოვანი განეკუთვნება ლიტერატურაში 90-იანელთა ცნობილ თაობად მონათლულ ხელოვანთა რიცხვს. იგი 90-იანი წლების დასაწყისიდან თავის მეგობარ თანამოაზრე პოეტებთან ერთად დღემდეც აქტიურად იბეჭდება სხვადასხვა ლიტერატურულ პერიოდულ გამოცემებში. არის აგრეთვე მრავალი ლიტერატურული საღამოს ავტორი და ინიციატორი. მუშაობს ძირითადად ავანგარდისტული პოეზიის ჟანრში. იგი დღესაც მონაწილეობას აგრძელებს მრავალ არტ-აქციაში, ანდერგრაუნდულ სეიშენებსა თუ საგამოფენო პოეზიის აქტებში, ჰეპენინგებსა და ინდივიდუალურ თუ ჯგუფურ პერფორმანსებში. გიორგი ბუნდოვანი არ განეკუთვნება ფართოდ რეკლამირებად ხელოვანთა რიცხვს. მისი სამოქმედო არტ-არეალი ძირითადად არის ანდერგრაუნდში.
“ჭეშმარიტი პოეზია – არ იყიდება! ჭეშმარიტი მხატვრობა – მუზეუმებშია! ჭეშმარიტი მუსიკა – ღმერთების ჰიმნია! უკომპრომისო პოეზია – სულის მდგომარეობაა! ნამდვილი პოეზია – ღმერთის მდგომარეობაა! – ღმერთის და სულის მდგომარეობას, ვერ იყიდი! ხელოვანნო, ნუ იქნებით დაკვეთილი, საკარო ხელოვნების მოტრფიალენი! შემოქმედნო, იყავით ჭეშმარიტი ხელოვნების ერთგულნი! ხალხნო, გიყვარდეთ ერთმანეთი, იყავით ურთიერთმიმტევებელნი და ხელოვნება გადაარჩენს საქართველოს!!! ”

ჰყავს მეუღლე მარიკა ჟორჟოლიანი (პოეტი, ფილოსოფოსი) და შვილები.

გამოცემული წიგნების სია:

  • ქრონოფაგები;
  • ანომალიური პოეზია
  • სიწყნარის დაკანონება;
  • ათვლის წერტილი;
  • ანტიყოფის მანიფესტი.

Responses

  1. უღრმესი მადლობა.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: