Posted by: burusi | 31/05/2009

რატი ამაღლობელი: “არანაირი ცის”

ბინდი (პრაღის პარკი), 1960

ბინდი, მხატვარი რუსუდან ჯავრიშვილი

არანაირი ცის
არანაირი ჰაერი, და გახსენება სხვის
არანაირი მსურს,
ცრის.
მოწყენილობამ ინება
ჩემში თავნება დინება,
დამევანება ზმანებად და ნისლი მომეფინება
ცის.
ცა – ცარიელი რვეული,
ცა – თეთრეული ეული
მზის,
ჩამორღვეულა ძირს,
წვიმს.
შავეთის ღია კარი
ვნახე და ხელი ვკარი,
თვალი გავაღე და მე
ტანზე გავიძრე ღამე
ძლივს,
წვიმს…


Responses

  1. სიტყვებიც კი არ მყოფნის გამოვხატო ემოცია…
    ერთი ლექსის დადებაც დაგავიწყდათ, ძალიან ცნობილი მისი “სეკვენცია”

  2. აღფრთოვანებულია რამაზი…….

  3. ლექსთან ერთდ მოძრაობს ყველა ასო…
    სასიამოვნოა! 🙂

  4. კეთილი და მგრძნობიარე შემოქმედებაა, ტქვენი ლექსებიდან ბაღის ანგელოზები ძალიან მომეწონა. ხშირად ვკითხულობ ხოლმე კვირის პალიტრაში < 3


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: