Posted by: burusi | 30/05/2009

გრიგოლ რობაქიძე: “აკაკი და ილია”

აკაკი და ილია

(ნაწყვეტი)

აკაკისა და ილიას დაპირისპირება მეტად ძნელია. მათი მხატვრული ბუნება სულ სხვა და სხვაა.

აკაკი მსუბუქია, ილია – მძიმე. აკაკი დაჰქროლავს; ილია მძიმედ მიიმართვის. აკაკი სჩქეფს; ილია დუღს, აკაკი ჰქმნის და არ ცდილობს; ილია ცდილობს და ჰქმნის. აკაკიმ არ იცის და სთხზავს, ილია სთხზავს და იცის. აკაკი შეჰქმნის და მიზანს მერე იხილავს; ილია ჯერ მიზანს ხედავს და მერე შეჰქმნის. აკაკი უფრო ბუნებრივია; ილია უფრო “ხელოვნურია”. იქ, სადაც აკაკი სულს შეუბერავს და წააქცევს, ილიას ძლიერი მოქნევა სჭირდება.

აქედან გამოდის მათი პოეტური შემოქმედების განსხვავებაც, აკაკის ლექსში სიმბოლო და აზრი თითქმის ერთი და იგივეა: აქ შინაარსის გამოყოფა ფორმისაგან შეუძლებელია, მის პოეზიაში იდეა და სახე განუყრელ არიან, ხოლო სხვავდებიან კი. ხშირად დაუკვირვებელი მკითხველი, როცა აზრს ვერ ხედავს ფორმისაგან გამოყოფილს, ფიქრობს: აქ მხოლოდ ლამაზი ფორმაა, შინაარსი კი ცოტააო.

ილიას ლექსი სხვაა, სიმბოლო და აზრი აქ ერთი და იგივე არ არიან: ფორმისა და შინაარსის გაყოფა აქ შესაძლებელია, მის პოეზიაში იდეა და სახე არა თუ სხვავდებიან მარტო, კიდეც განიყოფებიან, ხშირად დაუკვირვებელი მკითხველი, როცა აზრს ხედავს ფორმისაგან გამოყოფილს, ფიქრობს: თუმც ფორმა არ არის აქ სავსებით ლამაზი, მაგიერ აქ ღრმა აზრიაო.

ნამდვილად კი მათი ლექსი ამგვარია:

იმ დროს, როცა აკაკიმ აზრი ფორმაში გაადიდა და მით იდეა და სახე განუყრელ, მაგრამ განსხვავებულ ჰქმნა, – ილიამ აზრი ფორმაში ასე ღრმად ვერ ჩამოასხა და მით იდეა და სახე განსხვავებულ ჰქმნა, მაგრამ განუყრელი ვერა.

გაზეთი “ფასკუნჯი” N5 1908 წელი.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: