Posted by: burusi | 30/05/2009

გრიგოლ რობაქიძე: “აკაკის იუბილეს გამო”

აკაკის იუბილეს გამო

სრულდება ნახევარი საუკუნე, რაც ჩვენი საყვარელი მგოსანი აკაკი წერეთელი მხატვრულ სიმბოლოებში სახავს ქართველობის გენიას, ვემზადებით მისს ორმოცდაათი წლის შემოქმედების იუბილეს, – და უნებლიედ გვებადება კითხვა: ვინ არის იგი, რა არის მისი პოეტური ინდივიდუალობა? სამწუხაროდ ამ კითხვაზე ჩვენი კრიტიკული ლიტერატურა ვერას გვეუბნება. და განა საკვირველია, როცა თვით შოთას შემოქმედების შესახებ არაფერი მოიპოვება? საშინელებაა!…

სხვა ერთა ლიტერატურა გულმოდგენით სწავლობს თავის ნიჭიერ შვილთა პიროვნებასა და შემოქმედებას, დაწვრილებით იკვლევს მათს სულიერ ზრდას, ხსნის მათს უნივერსალ ნაღვლსა და ინდივიდუალურ სულისკვეთებას. ჰომიროსი, დანტე, ლეონარდო-და-ვინჩი, შექსპირი, გიოტე და სხვა – თვითოეულ ამათგანმა მთელი ლიტერატურა შექმნა. ჩვენი შოთა კი ობლად არის მიტოვებული. და განა ჩამოუვარდება იგი რომელიმე მსოფლიო გენიოსსა? თამამად შემიძლია ვსთქვა: იდეის სახედ ქცევაში, აზრის სიტყვად ხორცებაში, მხატვრულს მთლიანობაში, ჰქმნათა სრულებაში მას მხოლოდ დიდებული დანტე თუ შეედრება…

შოთა რუსთაველი ქართველობის სულის უმაღლესი და უღრმესი გამომსახველია: მან თვის არსებაში შეიბოჭა მსოფლიო გენია ქართველი ერისა და თვით (ინდივიდუალურად) გენიოსად იქცა. ამ მხრივ იგი განმარტოვებით სდგას: იგი ჩვენი ერთად-ერთი გენიოსია.

ჩვენი მგოსანი აკაკიც ქართველობის გენიის გამომსახველია, და ამ ასახვაში მას შოთას შემდეგ პირველი ადგილი უჭირავს. მაგრამ იმ დროს, როცა შოთამ არა თუ გამოსახა გენია ქართველობისა, არამედ თვითონ გენიოსად იქცა, აკაკი მხოლოდ სახავს ამ გენიას და თვითონ კი გენიოსად ვერ იქცა.

აი დაპირისპირება, რომლის ფილოსოფიური გაღრმავება ნათელს ჰყოფდა როგორც შოთას მსოფლიო “გენიოსობას”, ისე აკაკის ეროვნულ “გენიალობას”.

ჩემის აზრით, აკაკის შემოქმედებითი ინდივიდუალობა შეუცნობელი გენიალობაა: მან ვერ მიაღწია გენიალურ შეცნობილებას. ეს არის მიზეზი, რომ მისი გენიალური ბუნება გენიოსად ვერ იქცა.

აი თემა, რომელიც ჯერ-ჯერობით უცდის თავისს ავტორს.

გაზეთი “მზე’ 1908 წელი.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: