Posted by: burusi | 29/05/2009

სერგეი ესენინი – აღარც რას ვნანობ, აღარ ვუხმობ, აღარ ვქვითინებ

სერგეი ესენინი და კონსტანტინე სოკოლოვი, თბილისი, 1924 წ. - Есенин с Константином Соколовым, Тифлис, 1924 г

სერგეი ესენინი – აღარც რას ვნანობ, აღარ ვუხმობ, აღარ ვქვითინებ
Сергей Есенин – Не жалею, не зову, не плачу…
თარგმანი ესმა ონიანის

აღარც რას ვნანობ, აღარ ვუხმობ, აღარ ვქვითინებ,
ქრება ყოველი, როგორც ხეზე ყვავილების თეთრი ფიფქები.
ჭკნობის ოქრო ამიგიზგიზებს,
აღარასოდეს ახალგაზრდა აღარ ვიქნები.

შენ, ჩემო გულო, გამალემით კვლავ აღარ გალობ,
საცაა სიცივე წაგეტანება,
და არყოვანის ჩითის სამყარო
ვერ შემიტყუებს ფეხშიშველა სატანტალებლად.

ო დახარჯულო ხელუხლებლობავ!
ვაღარ მიღვივებს ბაგეთ სიალეს,
თვალების შფოთს და მოზღვავებულ სიჭარბეს გრძნობის
ძველებურად სული იგი მოხეტიალე.

ახლა სურვილებს იშვიათად და ძუნწად ავშლი,
სიცოცხლევ ჩემო, ნეტავ ხომ არ დამსიზმრებიხარ?
თითქოს გავვარდი ვარდისფერ რაშით
გაზაპხულის მოგუგნე სანახებიდან.

ყველა, ჩვენ ყველა ქრობის ნიშნით დადაღული ვათ,
ნელა იღვრება ნეკერჩხლების ფოთლის სპილენძი…
იყავ კურთხეულ სამარადისოდ,
რასაც სიცოცხლის გასაქრობად თურმე ვიძენდით.


Responses

  1. ვერ ვიტან ლექსებს თარგმანში. ვერც ქართულად და ვერც ქართულიდან სხვა ენაზე. ჩემი მოკრძალებული აზრით პოეზია არ ითარგმნება.

  2. გეთენხმები, არ ითარგმნება. უბრალოდ თარგმანიც ცალკე პოეზიაა

  3. dedanSi wakiTxuli sjobs yvelafers, Tumca Targmani, kargi targmani romelime namushevrisa miswrebaa adamianistvis, romelsac ar esmis ena, Tumca surs gaecnos ucxoenovan poeziasa Tu prozas!
    SesaniSnavi poeti iyo esenini, Zalian miyvars misi nashromebi.
    p.s. magari saitiaaa dzaan ❤

  4. თარგმანს ადარებენ ხალიცჰის მე-2 პირს…ყოველთვის იკარგება ის პეწი რაც ორიგინალს აქვს.ასე რომ თკვენი “მოკრდძალებული”შენიშვნა მიგებულია

  5. getanxmebit,poezia ar itargmneba !!!…

  6. ეს „ესენინი“ არ არის ეს „ესმა ონიანია“. მე არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, თარგმანი შესანიშნავია მაგრამ ესენინი უკვე აღარ არის.

  7. ასე თარგმნა როგორ შეიძლება? ქალბატონო ესმა, არ– შე–იძ–ლე–ბა! ასე ცუდად საკუთარი ლექსიც კი არ უნდა დაწეროთ, არათუ კლასიკოსისა.

  8. ერთ-ერთი საუკეთესო თარგმანია,თუ რამ ლექსი თარგმნილა…ესმა კი ცუდად არაფერს წერდა,ალბათ ბიუროკრატუილ განცხადებასაც,თუ საერთოდ იცნობთ მის შემოქმედებას…

  9. ქალბატონო თინათინ, სასამართლოში არავინ არავის უჩივის. ამიტომ არაა საჭირო ადვოკატობა. პირუთვნელი შეფასებაა საჭირო და ასეთი შეფასებისადმი ელემენტარული პატივისცემა.

  10. ლექსის თარგმნა ისე, რომ მისი ჟღერადობა შენარჩუნდეს, ცალკე ხელოვნებაა. თუმცა ეს თარგმანი ნამდვილად იმსახურებს შექებას სხვა თარგმანებთან შედარებით.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: