Posted by: burusi | 29/05/2009

ბორის პასტერნაკი – “ბარდნიდა, ბარდნიდა მთელს დედამიწაზე”

ბორის პასტერნაკის პორტრეტი. ლადო გუდიაშვილი – Boris Pasternak. Portrait. 1966

ბორის პასტერნაკი – Boris Pasternak (1890 – 1960)

“ბარდნიდა, ბარდნიდა მთელს დედამიწაზე”

თარგმანი ესმა ონიანის
ესმა ონიანი – Esma Oniani (1938-1999)

ბარდნიდა, ბარდნიდა მთელს დედამიწაზე
უსაზღვროდ ერთობ.
სანთელი ენთო მაგიდაზე,
სანთელი ენთო.
ქარბუქი ქარგავდა მინაზე
გვიმრიან ბექობს,
სანთელი ენთო მაგიდაზე,
სანთელი ენთო.
სანთელს აფეთებდა ქარი და
ცდუნების ალმურს
ფრთები აეფოფრა, გაშლიდა
ტანს ვნება-დაძრულს.
და დაეცემოდა კაკუნით
ძირს ქოში წყვილი,
კაბაზე ცრემლად დანამული
ცვიოდა ცვილი.
და თეთრად ერთვოდა მიდამო თოვლს,
სრულად ენთო,
სანთელი ენთო მაგიდაზე,
სანთელი ენთო.
გასხივოსნებულ ჭერზე დამრეცი
წვებოდნენ ჩრდილები
ხელების ხლართების, სხეულთა ხლართების,
ბედით შეყრილების.
ბარდნიდა მთელი თებერვლის თვე
ხშირ-ხშირად ერთობ,
სანთელი ენთო მაგიდაზე,
სანთელი ენთო.


Responses

  1. chemtvis ert-erti gamorcheuli rusi mweralia.kargia,tu misi bevri leqsi daemateba.

  2. თოვდა, ათოვდა თითქოს სინაზე
    ზღვა–სახმელეთოს.
    სანთელი ენთო მრგვალ მაგიდაზე,
    სანთელი ენთო.

    როგორც – ზაფხულში – ჯარი ფარვანთა,
    ცეცხლს ეტრფის ახლოს,
    თოვლიც ავსებდა ნელა, თანდათან,
    ფანჯრის თხელ ჩარჩოს.

    წრეები ჰგავდა ქარით მინაზელ
    (მინაზე) თეთრ თოვლს.
    სანთელი ენთო მრგვალ მაგიდაზე,
    სანთელი ენთო.

    შეუღლებულთა ჭერი – ნათელი,
    ჩრდილებს დაეთმო –
    ხელ–ფეხ–შერწყმულებს ჰრკავდა ნაკვთები –
    ბედი საერთო.

    ხმა იატაკზე კაკუნის ჰქონდა,
    ფეხსაცმელს – ცვენილს.
    წვეთ–წვეთ სდიოდა (სანთლიდან) ოთახს,
    კაბაზე ცრემლი.

    ყოველი გასცდა, ცის სპეტაკ საზღვრებს –
    ჭაღარა – თეთრ თოვლს.
    სანთელი ენთო მრგვალ მაგიდაზე,
    სანთელი ენთო.

    სანთლის ზურგს სცემდა მაცდური ხვატი:
    ამოახველოს…
    და ასდიოდა, ორი ფრთის ჭვარტლი,
    თითქოს ანგელოზს.

    მთელ თებერვალზე ასე ირაზმეს
    ფიფქებმა ერთ დროს.
    სანთელი ენთო მრგვალ მაგიდაზე,
    სანთელი ენთო.

    მთარგმნელი: ბექა ხერგიანი


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: