Posted by: burusi | 28/05/2009

რუსუდან ფეტვიაშვილი – ბიოგრაფია

რუსუდან ფეტვიაშვილი - Rusudan Petviashvili

რუსუდან ფეტვიაშვილი - Rusudan Petviashvili

რუსუდან ფეტვიაშვილი

დაიბადა თბილისში 1968 წელს. ხატვა 2 წლიდან დაიწყო, პირველი პერსონალური გამოფენა 6 წლისამ მოაწყო. 8 წლის ასაკში ორი პერსონალური გამოფენა ჰქონდა მოსკოვში. სამი წლის შემდეგ მოსკოვში ისევ მოეწყო მისი გამოფენა, შემდეგ კი – თბილისში. 13 წლის ასაკში მისი გამოფენები მოეწყო საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქებში, ბოლოს – პარიზში. მას შემდეგ მრავალჯერ გამოიფინა, როგორც სამშობლოში, ისე მის ფარგლებს გარეთ (ვენა, ბუდაპეშტი, მადრიდი, ლონდონი, საფრანგეთი, ა.შ.შ.).

მისი ილუსტრაციებით გამოცემულია წიგნები: შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი”, “ქართული ზღაპრები”, ეკა ბაქრაძის ლექსების კრებული.
შესულია კემბრიჯის ბიოგრაფიული ცენტრის მიერ გამოშვებულ წიგნში “XX საუკუნის მსოფლიოს 2000 გამოჩენილი ადამიანი”.

მხატვრის ნიჭიერებაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ უწმინდესმა სწორედ მას ჩააბარა წმინდა ოთხთავის დიდი უნიკალური ხელნაწერი ეგზემპლარის ილუსტრირება, რომელიც სამების საკათედრო ტაძრისთვის მზადდება.

რუსუდან ფეტვიაშვილის განუმეორებელი სტილი – ულამაზესი პროფილები, სახის ნაკვთები, რეალისტური ხატვის სტილი, ფერთა გამა, წვრილი, ერთი ხელის მოსმით დადებული კონტურები…

→ რუსუდან ფეტვიაშვილი – Rusudan Petviashvili


Responses

  1. რუსუდანი არის ქარტული ხელოვნების სიმბოლო

  2. ganumeorebelia!


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: